„მაინტერესებს, რატომ ეკუთვნოდა ჯილდო იმ ქალბატონს, რომელსაც ევროკავშირის დროშა ეჭირა? ფარისევლობა იყო ევროკავშირის დროშის აღებაც და იმ დროშის ამღების დაჯილდოებაც“

„მაინტერესებს, რატომ ეკუთვნოდა ჯილდო იმ ქალბატონს, რომელსაც ევროკავშირის დროშა ეჭირა? ფარისევლობა იყო ევროკავშირის დროშის აღებაც და იმ დროშის ამღების დაჯილდოებაც“

ბოლო სამი პრეზიდენტის ხელში ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოები გაუფასურდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილს შერჩევით ჩამორიგებულმა ჯილდოებმა ზოგიერთს მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას „ნაამაგარის“ დაფასება მოაგონა, ზოგმა კი დაასკვნა, რომ ზურაბიშვილის მიერ ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული დაჯილდოების ცერემონიალი ეს იყო საზოგადოების არა გაერთიანების, არამედ დაყოფის მცდელობა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტად წოდებულმა შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, ჯილდო იმ პოლიციელს კი არ მიანიჭა, რომელმაც დაგდებული ქართული დროშა გულში ჩაიხუტა, არამედ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედ უსამშობლოს, რომელიც ევროკავშირის დროშას დაატარებდა.

ანალიტიკოს გია აბაშიძეს არ მოსწონს, რომ პრეზიდენტმა ერთმანეთს გაუტოლა პარლამენტის თავდამსხმელთა რიგებში მყოფი ნანა მალაშხია და 1989 წლის 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო ნანა მახარაძე.

პრეზიდენტს არ მოუწონეს არც ის ფაქტი, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე არსად იყო 9 აპრილს დაღუპული გმირების ფოტოები, არც მათი დაჯილდოება უფიქრია ვინმეს თუნდაც გარდაცვალების შემდეგ.

ვინ გამორჩა პრეზიდენტს და ვის არ ეკუთვნოდა ჯილდო? მწერალი მერაბ შათირიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ცალკეულ შემთხვევაში არასწორად შეირჩნენ ჯილდოს მიმღები ადამიანები და, საერთოდ, ეს ქალი არის ანომალია.

„ეს არის ანომალიური მოვლენა ქართულ სინამდვილეში და, მით უმეტეს, პრეზიდენტობის რანგში. მაინტერესებს, რატომ ეკუთვნოდა ჯილდო იმ ქალბატონს, რომელსაც ევროკავშირის დროშა ეჭირა, ევროპაში ჩვენ უკვე შესულები ვართ?! ევროპაში შესული არ ვართ და ევროკავშირის დროშაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი? რად ეტრფიან ეს გონებადაბინდულები იმ ქვეყნის დროშას, სადაც არ არიან შესულნი? რად ეტრფიან იმას, რაც მათ არ ეკუთვნით? ეს ხომ ფარისევლობაა?! ფარისევლობა იყო ევროკავშირის დროშის აღებაც და იმ დროშის ამღების დაჯილდოებაც. ფარისეველია ასეთი პრეზიდენტიც. არ გვეკუთვნის, არ ვართ მათი წევრი და ვეთაყვანებით კიდევ იმათ? დარწმუნებული ვარ, ასეთი ფარისეველი ადამიანები, თვითონ ქალბატონი ზურაბიშვილი, ასევე, ისინი, რომლებიც პარაზიტირებენ 9 აპრილის ხარჯზე, ძალიან ადვილად გადავლენ სხვა სარწმუნოებაზე, ადვილად შეიცვლიან იდენტობას, ქრისტიანულ სარწმუნოებას, მართლმადიდებლობას და გახდებიან სხვა სარწმუნოების მიმდევრები“, - აცხადებს მერაბ შათირიშვილი for.ge-სთან საუბრისას.

მწერალი იხსენებს, რომ ამ ქალბატონის გაპრეზიდენტებაში პირადად მან და მისმა თანამებრძოლებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს, იმიტომ კი არა, რომ ეს ქალბატონი განსაკუთრებით მოსწონდათ, არამედ იმიტომ, პრეზიდენტის სავარძელი გრიგოლ ვაშაძეს არ რგებოდა, რადგან ამით პოლარიზაცია დაიწყებოდა. მერაბ შათირიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება თავშივე შეცდომა იყო და ეს შეცდომა რომელმა ჯგუფმაც დაუშვა, თვითონ ყველაზე კარგად იციან. ბოლოს და ბოლოს, საუბარია ქალბატონზე, რომელიც ქართულად ვერ საუბრობს.

„ყველაფერს თავი დავანებოთ, წარმოგიდგენიათ, ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც არ იცის თავისი ქვეყნის ენა და დამახინჯებულად გამოთქვამს სიტყვებს?! როგორ შეიძლებოდა ასეთი პრეზიდენტის არჩევა“, - ასკვნის მერაბ შათირიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი 4-5 წელია ამ თანამდებობაზე და ახლა გაახსენდა 9 აპრილი.

„მე ვიცი, რომ იმ გოგონას, რომლის ფოტოც 34 წლის წინ გამოქვეყნდა და 9 აპრილის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, უკვე ჰქონდა ორდენები. ახლა გაახსენდა პრეზიდენტს ის გოგონაც? ცხადია, ოპერის თეატრში მისვლას არავის ვუკრძალავ, ყველა უნდა წავიდეს იქ, სადაც უნდა, არავის აქვს უფლება, ადამიანებს სადმე წასვლა აუკრძალოს, მაგრამ პრეზიდენტის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე დავინახე ხალხი, რომელთა მაგივრადაც შემრცხვა, გამახსენდა, ქალბატონ ზურაბიშვილს როგორ ლანძღავდნენ, როგორ უბულინგებდნენ შვილს, როგორ უძახდნენ სამშობლოს მოღალატეს, პუტინის მონას, რუსეთუმეს, თავისი შვილის წარმომავლობას უწუნებდნენ“,-აცხადებს დავით ოქიტაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბევრი იყო ისეთი ადამიანი, რომელმაც პატივი სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს და მივიდა, მაგრამ პრეზიდენტისგანაა გასაკვირი, როგორ შეიძლება ახალისებდე ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის დამხობა უნდათ.

დავით ოქიტაშვილის თქმით, ჯერ არ მოსულა დეკემბერი, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებები ოპოზიციის ანალოგიურია, რომ ჩვენ თურმე არ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ეს ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო, რადგან წევრად გახდომის შემთხვევაში, სალაპარაკო აღარ ექნებათ, ვერ იტყვიან, ეს რუსეთუმე მთავრობა, ეს პუტინის მონები. ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მონიჭება დაანგრევს შეკვეთილ ნარატივს, რომელიც 2011 წლიდან მოდის, რომ „ქართული ოცნება“ თურმე რუსეთუმეა.

„თუ რუსეთუმეა, არა მგონია, თურქეთის ან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენს პრემიერ-მინიტრს და ჩვენს მთავრობას ასეთი პატივით ღებულობდეს. „ნაციონალები“ ისე ლაპარაკობენ სხვების რუსეთუმეობაზე, ავიწყდებათ, ნახევარი საქართველო მათ გადასცეს რუსეთს. სამწუხაროდ, ეს პიარი მათ გამოსდით. გული მწყდება, ყველამ უნდა ვცეთ პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ხალხის რაოდენობაში კი არ არის საქმე, არამედ ხალხის ხარისხშია. მე არ მახსოვს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ამერიკის საელჩო და აშშ-ის დეპარტამენტი ასეთი აღშფოთებული, რაც საქართველოში მოხდა „ნაცმოძრაობის“ დროს 7 ნოემბერს და 26 მაისს. დღეს ამ ადამიანებს სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდათ იმიტომ, რომ კარგად ხვდებიან, არჩევნების გზით „ნაცმოძრაობა“ და მათი ანასხლეტები ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. ამიტომ სასამართლოს გზით უნდათ გააუქმონ არჩევნების შედეგები, უბნები და ბოლოს სასამართლომ მიუთითოს გადაწყვეტილებაში, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო. რატომ წამოიწყეს სასამართლოსთან ბრძოლა მაინცდამაინც ახლა? რადგან 2024 წელს არჩევნებია, ასევე, არჩევნებია ამერიკაში, არავინ იცის, 2024 წელს ვინ მოვა ამერიკის ხელისუფლებაში“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

მისივე მოსაზრებით, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა დაჯილდოებისას ცალკეული ადამიანები გამოარჩია, არადა, 1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციებში ვინც მონაწილეობდა და ცოცხლები არიან, ყველანი გმირები არიან, აღარაფერს ვამბობთ მათზე, ვინც 9 აპრილს შეეწირა. შეიძლებოდა მათი ოჯახის წევრების მიმართ პრეზიდენტს გამოეხატა ყურადღება, რომ არ ყოფილიყო დადგმული სპექტაკლი პიარისთვის.

დავით ოქიტაშვილს ისიც აინტერესებს, როგორ შეიძლება 9 აპრილს, ანუ გლოვის დღეს მიიწვიო ადამიანები, ეს დღე ხომ საკრალურია, ჩვენი გმირების სულები ტრიალებს ამ დღეს, არც ის არის შემთხვევითი, რომ ზუსტად 9 აპრილს აწყობენ უბედურებებს „ნაციონალები“.

„ეს სირცხვილია. ზუსტად 9 აპრილს დაამთავრეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ფარსი დაასრულეს შეწირულმა ჩვენმა გმირებმა. რატომღაც ყველასთვის ახლა გახდა ზვიად გამსახურდია მისაბაძი, გაიხსენეთ, თავის დროზე რას იძახდა ზვიად გამსახურდიას შესახებ პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ერთი რამ ვიცი, საქართველოს მოსახლეობა ამ ჯალათებს, ვინც არ უნდა ჩაუდგეს მათ სათავეში, პრეზიდენტი, თუ ყოფილი პრეზიდენტი, ხელისუფლებაში არ მოიყვანს. ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში, საქართველოში დაიწყება სამოქალაქო ომი. სამწუხაროდ, ახლანდელი პრეზიდენტი ემსახურება სამოქალაქო ომის გაღვივებას“, - მიიჩნევს დავით ოქიტაშვილი.

ლაზი ამ ქმედებით პრეზიდენტმა, სახელმწიფოებრივი სიმბოლოს სტატუსიც კი დაკარგა. პრეზიდენტი, იგივე მთავარსარდალი, ხელისულების დამხობის და პოლიციელის დაწვის მცდელობისათვის აჯილდოებდეს, ალბათ ისტორიას არ ახსოვს. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ღირსების ორდენის ყველა კავალერს. საბედნიეროდ, პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ღირსება კი მარადიულია.
1 წლის უკან
merab მტრების მოქმედებაში ლოგიკას ვეძებთ. გვიკვირს, როგორ არ სრცხვენია.
მაგრამ, თუ მტერს მტერს დავრქმევთ, ყველაფერი თავის ადგილას დგება.
მტერია ზურაბიშვილი! საქართველოს დაუძინებელი მტერი და მისი ფუნქციაც და მოქმედებაც, ყოველთვის იქნება მტრობა.
1 წლის უკან