„თუკი მეგობარი ქვეყანა ხარ და პარტნიორი, რატომ გვიწესებ იმ დროს სანქციებს, როცა სწორედ სასამართლოს თემაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პუნქტი?!“

„თუკი მეგობარი ქვეყანა ხარ და პარტნიორი, რატომ გვიწესებ იმ დროს სანქციებს, როცა სწორედ სასამართლოს თემაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პუნქტი?!“

საქართველოს ხელისუფლება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამნეტის მხრიდან კვლავ მტკიცებულებების მოლოდინშია, რათა გაიგოს რეალურად რატომ მოხვდნენ 3 მოქმედი და 1 უკვე ყოფილი მოსამართლე მათ მიერ სანქცირებულთა სიაში. პრემიერ-მინისტრი მოსამართლეებს შეხვდა და დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათი ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრემიერმა განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე“.

რა ზეწოლისა და ჩარევის შესახებ ესაუბრნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიერს, უცნობია. დახურული შეხვედრის ფორმატის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილს დეტალები მედიასთან არ დაუკონკრეტებია, თუმცა მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა, საზოგადოებამ ამის შესახებ შეიტყოს.

პრემიერისთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აჩენს. იგი აქცენტს აკეთებს მტკიცებულებებზე სანქცირებული მოსამართლეების წინააღდეგ, რომლებიც მისი თქმით, ამ დრომდე არავის წარმოუდგენია. ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო სისტემას მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა მიუღებელია.

საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასაბუთებულ მტკიცებულებებს ელოდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც. ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ელჩსაც მიაწოდა, თუმცა ამ დრომდე არგუმენტირებული პასუხი ვერ მიიღო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შესაბამისი სამსახურებისგან შეცდომის აღიარების ან გადაწყვეტილების გადახედვის მოლოდინშია. ნინო ქადაგიძეს კონკრეტული ხედვაც აქვს, როგორ შეიძლება სასამართლო სისტემის გარე ჩარევებისგან დაცვა - ამისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნორმატიული ჩარჩოს შემუშავებას მიესალმება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, სანქცირებული მოსამართლეებისთვის მართლმსაჯულების სისტემაზე თავდასხმაა. ლევან მურუსიძის განცხადებით, ის არც გადადგომას აპირებს და უფრო მეტიც, შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.

ლევან მურუსიძის მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს კიდევ ერთი სანქცირებული მოსამართლეც - ირაკლი შენგელია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. მოქმედი მოსამართლე მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მის აღდგენას სამართლებრივი გზით შეძლებს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება დაიცვას და მხარში დაუდგეს ამერიკის მხრიდან დასანქცირებულ მოსამართლეებს, ლოგიკურია, რადგან ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს. მისი აზრით, მაშინ ხელისუფლებამ უნდა დაუშვას პრეცედენტი, როცა უცხო ქვეყნის მიერ სუვერენული ქვეყნის სასამართლო სისტემაში ჩარევა ხდება. მსგავსი რამ კი დააზიანებს, როგორც ქვეყანას, ასევე ხელისუფლება მოსამართლეთა მთელ კორპუსს გადაიკდებს.

„მესმის ხელისუფლების და პრემიერის პოზიციის, როცა მოსამართლეების დაცვა გადაწყვიტა. მაშინ სასამართლო სისტემაში რეფორმების არგატარება და სისტემის სრული კრახი გამოაცხადოს. ეს მოსამართლეები რომ სასამართლოდან დაითხოვოს, დაუშვებს პრეცედეტს, როცა სხვა ქვეყანა დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო სისტემაზე გავლენას ახდენს. კი ბატონო, მესმის, რომ ამ მოსამართლეების მიმართ პრეტენზიები საზოგადოებაშიც არსებობს, მაგრამ დასანქცირება მართლა ძალიან ხმამაღალი და მოულოდნელი განცხადებაა, მით უმეტეს, როცა ყველა ხედავს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მთელი ქვეყანა იბძრვის.

 ამერიკელებმაც კარგად იციან და დაინახეს, ქართველი ხალხი ამ სტატუსის მიღებას როგორ ელოდება. ამიტომ ჩემთვის ძალიან აუხსნელია, რატომ ახლა? თუკი მეგობარი ქვეყანა ხარ და ჩვენი პარტნიორი, რატომ გვიწესებ იმ დროს სანქციებს, როცა სწორედ სასამართლოს თემაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პუნქტი?! აქამდეც ხომ შეეძლოთ მათთვის სანქციის დადება, მით უმეტეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს?! მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის განაწყენებული ელჩის, კელი დეგნანის გარკვეული შურისძიება. გვახსოვს, ალბათ, მის მიმართ რა განცხადებებიც გაკეთდა და ივანიშვილთან შეხვედრის თემაზეც როგორ გამოიჭირეს. ამიტომ მგონია, რომ ეს ქალბატონი განაწყენებულია. მან ხელისუფლებას „ხალხის ძალის“ განცხადებების შემდეგ, სამაგიერო გადაუხადა. აქ უფრო პიროვნულ ფაქტორს ვხედავ, ვიდრე რაიმე პოლიტიკურს“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ჩვენი ხელისფლება კარგად უნდა ჩამოყალბდეს ამ ყველაფერმა სადამდე შეიძლებ მიიყვანოს. ამიტომ სიფრთხილით მოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, სჯობს ამ მოსამართლეებმა დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად იმოქმედონ და თავისი სიმართლე დაიცვან.

„თუკი მოსამართლეებთან დაკავშირებით პრობლემა არსებობდა, ამერიკელებს შეეძლოთ ეს საელჩოს დონეზეც კი გადაეწყვიტათ და მხოლოდ არშეშვებით შემოფარგლულიყვნენ, ამას ამხელა რეზონანსი აღარ ექნებოდა. ეს კი მოსამართლეებისთვის ძალიან მოულოდნელი და რეპუტაციის შემლახველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის იმიჯსაც აზიანებს. ამიტომ მიუხედავად ხელისუფლების სიმართლისა, ამერიკასთან დაკავშირებით, ბოლო დროს წარმართული პოლიტიკა გადასახედია. სჯობს ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა, ვიდრე ხელისუფლებამ თავი იზოლაციაში მოიქციოს. ამის საუკეთესო მაგალითად გერმანიის ყოფილი კანცლერის მერკელის ქცევას დავასახელებ, როდესაც მან გაიგო, რომ ამერიკელები მის ელექტრონულ ფოსტას კითხულობდნენ, ამაზე, უბრალოდ, დუმილი ამჯობინა. გასაგებია, რომ ხელისუფლებას თავისი სიმართლის დაცვა სურს, მაგრამ ამ ყველაფერმა რა სახის ზიანი შეიძლება მოიტანოს, ხომ ფაქტია. მე არც იმას გამოვრიცხავ, სია გააგრძელონ და ამ სიაში პოლიტიკოსებიც მოხვდნენ, ასევე ბიზნესმენებიც. ამიტომ ვამბობ, რომ ცოტა სიფრთხილეა საჭირო და იმის გათვლა ვის ვეჯახებით“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სწორად მოიქცა, რადგან მან დაიცვა არა იმდენად მოსამართლეთა კორპუსი, არამედ ფაქტობრივად, სახელმწიფო, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელვან კომპონენტს სასამართლო შეადგენს. შესაბამისად, ანჯაფარიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ის განცხადებები, რაც უზენაესი სასამართლოს მხრიდან გაჟღერდა, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატების ბოსტანში ნასროლი კენჭები იყო.

„ამ გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ მოსამართლეების დასანქცირებას არ ეხება. ეს უკვე ქვეყნის ინტერესებზე და იმ მომავალზე ასხამს წყალს, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ეხება. ევროკავშირის კომისია უნდა ჩამოვიდეს და ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციიდან, რაც სტატუსის მისაღებად უნდა შევასრულოთ. ამ დროს კი ასეთი დემარში ხელისუფლებისთვის ფეხის დადების ტოლფასია. ევროკავშირს ეუბნებიან, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებული არ არის, რადგან სასამართლო სისტემა არასრულია. სხვა ახსნა ამას არ ეძებნება. მით უმეტეს, ამას აკეთებ ისე, რომ არავითარი სერიოზული მტკიცებულებები არ მოგაქვს. ამის თაობაზე სამართალმცოდნეებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ სამართლებრივად ეს გადაწყვეტილება გამართლებული არ არის. საჯარო სივრცეში ხელმისავწდომი მასალები, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების მიერ არის ჩატარებული, მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან გაკეთებული, რომელიც ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში მყოფი ენჯეობის განცხადებებს ეყრდნობა, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. თუკი ჩვენ ამ საკითხს სამართლებრივად გავყვებით, მაშინ ამ საკითხზე გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება პროკურატურას უნდა მიეღო. ან ბოლოს და ბოლოს, ახლად შექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს. ვფიქრობ, ეს საკითხი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის განსახილველი სულაც არ არის. რომელიმე ქვეყანაში ვინმეს უნახავს, რომ ხელისუფლების ერთი შტო, ხელისუფლების მეორე შტოს კორუფციულ ფაქტებს იძიებდეს?“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ პოზიციით სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავს. ხელისუფლება ეუბნება მათ, ვინც სანქციები შემოიღო, თუ მართლები არიან, მაშინ მტკიცებულებები აჩვენონ და მის საფუძველზე შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, თუნდაც იმისთვის, რომ მოსამართლეებმა დროებით უფლებამოსილება შეიჩერონ, სანამ არ გაირკვევა მართლა არიან თუ არა კორუფციაში ჩაფლული. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს დემარში სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ მოსამართლეები ნებით გადამდგარიყვნენ და სასამართლო სისტემიდან წასულიყვნენ. ან ისეთი გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, რომელიც დასავლეთში და ოპოზიციაში მოეწონებოდათ.

ლაზი თუ ამ ოთხი ადამიანის შეშვება არ უნდოდათ ამერიკაში, ამისათვის მარტივი მექანიზმები არსებობს და როცა შესვლას დააპირებდნენ მაშინ გამოებრუნებდნენ უკან. აქ არ შეშვება არ არის მთავარი. ვიღაცას პოლიტიკური რეზონანსი სჭირდებოდა და ამიტომ დაარქვეს სანქცია იმას, რასაც ყველა ქვეყნის სასაღვრო სამსახური ყოველდღე ჩვეულებრივ რეჟიმში აკეთებს, ყოველგვარი ახსნა განმარტების და აჟიოტაჟის გარეშე. თუ ეს ადამიანები, სასამართლოს წესით, ღირსების დაცვას არ ეცდებიან, სხვანაირი თავის მართლების ფასი კაპიკია.
1 წლის უკან
trampi ვინააა ჩვენი მეგობარი????
მეგობარს რომ ეძახოდით იმიტომაც გვტირობს დედას .....
მეგობარი კი არა კრემლზე უარესია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
1 წლის უკან
ლაზი მოსამართლეები რა გასაკვირია, ამერიკა თურმე უნგრეთსაც ემუქრება სანციებით ბმული უკრაინა კი რუსულ ნავთობს ეზიდება რიგიდან. აი, ასეთი სტანდარტებია.
1 წლის უკან
merab მთელი საქართველო დასანქცირებული ჰყავს ამერიკას და 4 მოსამართლის სანქცია რა გახდა.
უბრალო ხალხს სახლ-კარს აყიდინებენ, ვიზაში 25 000 დოლარს ართმევენ და მეგობარ ქვეყანას ვეძახით.
ამერიკის საელჩო რომ ვინმეს კორუფციაში დადებს ბრალს!
რა ცინიზმია!
1 წლის უკან