რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გაბატონებისთვის იღვწის

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გაბატონებისთვის იღვწის

თბილისი – მას შემდეგ, რაც საქართველო 2008 წელს სამხრეთ ოსეთის საკუთარ იურისდიქციაში მოქცევას შეეცადა, რუსეთი იქ თავის პოზიციებს ამაგრებს. მშვიდობიანი მოსახლეობა ახალი საზღვის გამო იტანჯება.

კახა ძველაია, მისი მეუღლე ლია და ქალიშვილები ნინო და თამთა იცდიან, როდის გადაიყვანენ მათ ცხენშებმული ურმით მდინარის მეორე მხარეს. აქ, ენგურის ხიდზე, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთს შორის, საზღვრის ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტი და ერთ-ერთი სამოქალაქო გადასასვლელი მდებარეობს.

ძველაიების ოჯახი ცალ-ცალკე ცხოვრობს, მამა აფხაზურ მხარეს, მისი მეუღლე და ქალიშვილები კი საქართველოში. ახლა ოჯახი ათი დღით სტუმრად მიდის. ეს ვითარება მალე უნდა შეიცვალოს. „მე აფხაზეთში სახლის გაყიდვა მინდა, მაგრამ ჯერ დაინტერესებული პირი არ გამოჩნდა“, ამბობს კახა ძველაია. საქართველოში ცხოვრება უფრო იაფია, მომავლის შანსები უკეთესი.

აფხაზეთმა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, თავი საქართველოსგან დამოუკიდებელ რეგიონად გამოაცხადა. 1992/1993 წლებში საქართველოსთან ომი მძვინვარებდა, რომელმაც 250.000 ქართველს აიძულა აფხაზეთიდან გაქცევა. 2008 წელს, მაშინ როდესაც საქართველო და რუსეთი მეორე სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისათვის აწარმოებდნენ ხანმოკლე ომს, აფხაზეთში მძიმე ბრძოლებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მაინც იმსხვერპლა. რუსეთმა სიტუაციით ისარგებლა და აფხაზეთში პოზიციები განიმტკიცა.

ისტორიული ინტერესი

რუსეთს ისტორიულად აქვს ინტერესი ამ რეგიონში. აფხაზეთი ძალიან ნაყოფიერი და საბჭოთა კავშირის დროს დასვენების პოპულარული ადგილი იყო. მოსახლეობაში ქართველთა და რუსთა წილმა იმატა. 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ორივე რეგიონი კვლავ საქართველოს შემადგენელი ნაწილია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რეჟიმი „დამცველი ძალის“, რუსეთის კონტროლქვეშაა.

საზღვრის საკონტროლო-გამშვები ოთხი პუნქტით, თხრილებითა და დამბებით გამაგრებული სისტემის წყალობით, სეპარატისტულ პროვინციას სულ უფრო უკეთ გამოსდის საქართველოსთან მიმოსვლის ეფექტური განავითარება. აფხაზეთში სხვა გადასასვლელები ნაკლებად დატვირთულია, ვიდრე ენგურის ხიდი.

ქართველი მესაზღვრის თქმით, ორსანტიაში ყოველდღიურად 50-70 ადამიანია. „ჩვენ აქ შემთხვევები არ გვაქვს. და თუ რამე ხდება, არ ვერევით, რომ პროვოკაცია არ მოხდეს“. რადგან საზღვრის მეორე მხარეს რუსებიც იცავენ სიმშვიდეს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან შეიარაღებული შეტაკებები არ ხდება.

ქართული კრახი

2008 წელს საქართველომ სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შეიარაღებული გზით მოინდომა. 2008 წლის 8 აგვისტოს, ორმხრივი პროვოკაციების შემდეგ საქართველის ჯარმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, რის შემდეგაც რუსეთმა საომარ რეგიონში საკუთარი ძლიერი შენაერთები გადმოისროლა. რუსეთმა შეძლო სამხრეთ ოსეთის შენაერთებთან ერთად ხანმოკლე ომის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა. 850 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 30.000 ადამიანმა სამხრეთ ოსეთი დატოვა.

რუსეთის არმიის ნაწილების მიერ სამხრეთ ოსეთის მხარეს საზღვრის გამაგრებითმა სამუშაოებმა მკვეთრად იმატა. „მხოლოდ ამ წელიწადს მთლიანი გამაგრებების ნახევარი აშენდა“, ამბობს ფლორენტინ დიმიტრუ დიკუ, გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მიისის საგარეო პოსტის ხელმძღვანელის მოადგილე. 25 კილომეტრის სიგრძეზეა გაჭიმული მავთულხლართები. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ბრძოლების ცენტრი ცხინვალი, დაცულია, როგორც მაღალი უსაფრთხოების ტრაქტი.

საზღვრის გამაგრებითი სამუშაოების გატარებით, რუსეთს, როგორც დამცველ ძალას, როგორც ჩანს, ფაქტის დაფიქსირება სურს. ცხინვალის ჩრდილოეთ მხარეს რუსეთის ჯარის ნაწილია განლაგებული. აქ, ისევე როგორც აფხაზეთში, 3500 ჯარისკაცია დისლოცირებული. ორივე სეპარატისტული რესპუბლიკის უწყებებმა 2009 წელს რუსეთთან სამხედრო ბაზების 49-წლიან არსებობაზე თანხმობის ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.

რუსეთი მტკიცედაა გამაგრებული

რუსეთმა მყარად მოიკიდა ფეხი სამხრეთ კავკასიაში – საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფითა და საქართველოს ტეროტორიული მთიანობის დარღვევით. ის, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს ხელი მოეწერა სომხეთში რუსეთის ჯარების 2044 წლამდე ყოფნას, ხაზს უსვამს რეგიონში ყოფილი წამყვანი ძალის ჰეგემონურ განზრახვებს.

2009 წელს გაერთიანებული ერებისა (გაერომ) და ევროპის უსაფრთხობისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებმა (ეუთომ) თავისი სადამკვირვებლო მისიები გაიყვანეს საქართველოდან. ადგილზე მხოლოდ ევროკავშირის მისიაა, რომელიც თავისი 200 შეუიარაღებელი დამკვირვებლით საქართველოს მხრიდან აკონტროლებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. რუსეთი ევროკავშირის მისიას სამხრეთ ოსეთში, სადაც დემონსტრაციულად რუსული დროშა ფრიალებს, შესვლის უფლებას არ აძლევს. სამხრეთ ოსეთი დღეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფორპოსტია.

იქ, სადაც დე ფაქტო მწვანე საზღვარი გადის, ოსურ-რუსული შეფასებით საზღვრის „არალეგალური“ გადაკვეთის შემთხვევები ხშირია. სერგეი კოლბინი, გენერალმაიორი და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო უწყების მეთაური, ვებგვერდ „ოსინფორმის“ საპირისპიროდ ადასტურებს ასეთი შემთხვევების მკვეთრ მატებას. საზღვრის უსაფრთხოების პასუხისმგებლობა რუსებს აკისრიათ, ამბობს ის.

დაკავებულებს შორის ხშირად ქართველი გლეხები არიან. მათ რამდენიმე დღით აკავებენ ცხინვალში და შემდეგ მხოლოდ 2000-დან 5000 რუბლამდე, 50-დან 125 ევრომდე გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. გავლებული საზღვარი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სოფლის მეურნეობისათვის გამოსაყენებელი მინდვრები და ყანები დანაწევრდა, სარწყავი სისტემა მეორე მხარემ მიითვისა. საზღვარზე კერძო მიმოსვლა, აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთში თითქმის შეუძლებელია.

დიპლომატიურ დონეზე „ჟენევის მოლაპარაკებებმა“ ჯერ არანაირი არსებითი შედეგი არ მოიტანა. კონფლიქტის მხარეებზე ევროპის გავლენა ძალიან მცირეა. ძველაიების ოჯახს უხარია, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის მეტ-ნაკლებად დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. აქ ოჯახის გამთლიანება შესაძლებელია, სამხრეთ ოსეთში – არა.

foreignpress.ge