„ხელისუფლება ასეთი პირობებში ჩააყენო, რომ მთავარ ოპონენტს წონა არ ჰქონდეს თვითონ ოპოზიციაში, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა

„ხელისუფლება ასეთი პირობებში ჩააყენო, რომ მთავარ ოპონენტს წონა არ ჰქონდეს თვითონ ოპოზიციაში, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა"

ლაზარეს თავისუფლება; დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა; მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება; დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, - ამ მოთხოვნით დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია „გზა ევროპისკენ“. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია სლოგანით -„ერთად ევროპაში“ გაიმართა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციაზე შესრულდა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები.

აქციის მომდევნო თარიღი უცნობია, მაგრამ თუკი რუსთაველზე შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობით ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, ოპოზიციას დიდი ხნით არ მოუნდება რუსთაველზე გამოსვლა. იმის მიუხედავად, რომ 9 აპრილის აქციისთვის ოპოზიცია თვეზე მეტი ემზადებოდა, ხალხმრავალი აქცია, რომელსაც ანონსდებოდა, არ გამოვიდა.

ოპოზიციის აქციების საქმე იმდენად ცუდაა, რომ ნაციონალურ არხებზე აქციის პირდაპირ გადმოცემის სატელევიზიო მანქანა არ ამუშავებულა.

რუსთაველზე შეკრებილი აქციის ორგანიზატორები ტრიბუნიდან გვახსენებდნენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამიტომ ხელისუფლება უნდა გადადგეს(!) ისმოდა შეძახილები: „მიშა, მიშა“, მოწოდებები ხელისუფლების მისამართით – „წადი!“, ასევე „სოხუმი-ცხინვალი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ - თვითმარქვია. მისი თქმით, თავისუფლება მიშას, ეს არ არის ვიწროპარტიული ინტერესები, ხაბეიშვილის აზრით, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე.

„როცა ვხედავთ, როგორ კლავენ მესამე პრეზიდენტს წამებით, ამასობაში, ყველა მოგვიწოდებს, რომ პრეზიდენტის მწამებლებს და მკვლელებს არ გელოდებით ევროკავშირში. ამიტომაც არის კიდევ მნიშვნელოვანი მიშა სააკაშვილის თავისუფლება. და დღეს თქვენ აქ ნახეთ მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე, ნახეთ პოლიტიკური ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები. მათ შორის ყოფილი პერეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თვლის, რომ, როგორც 1989 წელს ჰქონდა ვალდებულება ხალხს, რომ სამშობლო რუსებისგან ეხსნა, დღესაც ზუსტად იგივე ვალდებულება დგას. მისი თქმით, ყოველი დღე, როცა „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, საფრთხის შემცველია. მარგველაშვილი თვლის, რომ როგორც1989 წელს მთავრობის სახლში რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი იჯდა, დღესაც საქართველოს მთავრობაში მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლებაა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც მაშინ, გვქონდა ვალდებულება, რომ სამშობლო რუსებისგან გვეხსნა, დღესაც ზუსტად იგივე ვალდებულება დგას ჩვენ წინაშე. აქციაზე ბევრი განსხვავებული შეხედულების ადამიანი იმყოფება, რომელსაც ერთი მიზანი აერთიანებს და ეს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა, რომელიც ავირჩიეთ მე-4 საუკუნეში და არა გუშინწინ. მე-4 საუკუნეში, როდესაც ვთქვით, რომ ვართ ქრისტიანული ერი, მაშინ ვთქვით, რომ ვართ ევროპის ნაწილი და არა აღმოსავლეთის. მაშინ განვსაზღვრეთ ეს. დღეს არ უნდა დავუშვათ ამის შებრუნება. დღეს ის ღვაწლი, რომელიც აქ ჩემმა თაობამ, ჩემმა უფროსმა თაობამ 1989 წელს გაიღო, არ უნდა იყოს გაფანტული და დაკარგული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს შეუძლია გადატეხოს ყველაფერი და წინ წავიდეს, რაც 7-9 მარტის აქციებმაც დაადასტურა. როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველი ხალხი არ იმსახურებს უსამართლობას, რაც დღეს ხელისუფლების პოლიტიკის გამოა.

„საბოლოო გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება 3 რამ: პირველი, ეს არის ერთიანობა. პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, უფროსების, ყველა თაობის ადამიანის ერთიანობა, ყველა ღირსეული პატრიოტი ქართველის ერთად დგომა. მეორე, გვჭირდება, რომ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ გასაჭირში არც ერთი ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი ამოცანაა, უახლოეს მომავალში გავათავისუფლოთ ლაზარე პატიმრობიდან იმიტომ, რომ ის რეჟიმს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუთმოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიცია 4 პუნქტს აყენებს, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ ხაბეიშვილის ულტიმატუმი არასერიოზულია. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ხაბეიშვილისთანა მასხარები რა მოთხოვნებს წამოაყენებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, ოთხივე მოთხოვნა ჩამოყალიბებულია მათი მამებისაგან და პატრონებისგან, რომლებიც ამზადებენ ნიადაგს იმისათვის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ამ წელიწადში მოუწყონ მეორე 7-8 მარტი.

„ეს არის გათვლილი. მათ სურთ სახელმწიფო გადატრიალება. მაგრამ, თუ შევხედავთ მოვლენებს კარგად, უნდა მივხვდეთ, რომ ამ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. დღევანდელ დღეს შევხედეთ ჩვენ ვინ ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ - ეს იყვნენ „ნაცმოძრაობის“ შტატიანი თანამშრომლები“, - აცხადებს გვენეტაძე.

რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებებს, ანალიტიკოსის განცხადებით, თუ ხელისუფლებაში გათვლიან ნაბიჯებს, ასეთ შემთხვევაში, მთელი ოპოზიციური სპექტრიც ვერაფერს დააკლებს. მისი თქმით, აქ ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, თუ რა ქმედებებს დაიწყებენ გარე ძალები.

„როგორც ჩანს, მოსამართლეების საკითხზე გაამახვილებენ ესენი ყურადღებას, მაგრამ მთავარი არის ერთი რამ - ამერიკის ელჩმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა როყიო სვლა გააკეთეს. ერთი, რომ ადამიანებს ადანაშაულებენ კორუფციაში და არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. მეორე, რა უფლება აქვს ამერიკის სახელმწიფოს, რომ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი და ამას ჩვენი ქართული მოსახლეობა აანალიზებს და მიიჩნევს, რომ ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა. ამიტომ, ხელისუფლებამ არჩევნებამდე უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე.

რატომ მოსამართლეები? - იმიტომ, რომ უმთავრესია არჩევნებზე გარე ძალებს ყავდეს თავიანთი ხალხი და კერძოდ, მოსამართლეები, ვინაიდან დღევანდელი სიტუაციიდან და იმ პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე, რომელიც ოპოზიციას ჰყავს, აშკარაა, ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ.

მთელი ოპოზიცია 10%-ზე მეტს ვერ აიღებს. ოპოზიამ იცის, რომ წააგებს არჩევნებს და ამიტომ უნდათ ამ დროისათვის სასამართლოში მათ მიერ მართული მოსამართლეები იყვნენ, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, როგორც ეს მოხდა 2003 წელს, როდესაც პროპორციული არჩევნები გამოცხადდა გაყალბებულად და მაჟორიტარი სწორად, ეს გააკეთა მაშინდელმა უზენაესმა სასამართლომ და ეს პროცესია ახლა, რასაც ვაკვირდებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლება კი არა, თვითონ ოპოზიცია არ უყურებს სერიოზულად ხაბეიშვილს, რაც დასტურდება იმითაც, რომ აქცია არც ერთ ოპოზიციური არხზე არ გადმოიცემოდა.

„გამოდის, რომ ოპოზიციურმა ჟურნალისტიკამ უგვერდა ხებეიშვილს, ისინიც არ თვლიან ხაბეიშვილს პოლიტიკურ ფიგურად. ხელისუფლება ასეთი პირობებში ჩააყენო, რომ მთავარ ოპონენტს წონა არ ჰქონდეს თვითონ ოპოზიციაში, მსგავსი არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება დათმობებზე არ წავა, ან თუ წავა, ისეთ დათმობებზე წავა, რომელიც თვითონ აწყობს და მერე ხაბეიშვილს დააბრალებს.

ხელისუფლება მიდის ხოლმე ასეთ დათმობებზე და მაგალითად, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წავიდა დათმობებზე და თქვა, რომ ოპოზიციას უნდოდაო, ამ დროს პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ გაუნაღდა ხელისუფელებაში ყოფნა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ვის დაბრალდა - ოპოზიციას.

ასეთი რამე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ვიმორებ, მეეჭვება, რომ ხაბეიშვილს დიდად ანგარიში გაუწიონ. რაც მთავარია, არც ხაბეიშვილი ზრუნავს იმაზე, შეასრულებს თუ არა ხელისუფლება 12 პუნქტს და ა.შ. რადგან არაა ჩართული საპარლამენტო მუშაობაში, შესაბამისად, არ აინტერესებს ამ პუნქტების ბედ-იღბალი, ამიტომ ისიც მეეჭვება ხაბეიშვილმა ასეთი პრეტენზია თვითონ წამოაყენოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

merab მარგველაშვილო, ვის ატყუებ?
ევროპამ ქრისტეანობაზე დიდი ხანია უარი თქვა და სოდომ-გომორას გზას ადგას. ჩვენ ევროპაში კი არ ვიყავით მე-4 საუკუნიდან, არამედ - ქრისტეანობის მცველები და ძალაუნებურად - ევროპის მცველები ვიყავით.
ახლა სად მივდივართ და რა გვინდა , პასუხი უნდა გავცეთ ჯერ ამ კითხვებს.
დღემდე არავის არ დაუსაბუთებია ევროპის სიკეთე და რის სანაცვლოდ უნდა მოხდეს ვითომ ევროპაში შესვლა ,არც ეს.
არც არავინ არ მიგვიღებს მაგ "შიგ ევროპაში".
შეგვრჩება გაპიდარასტებული ახალგაზრდები და ძველგაზრდები.
1 წლის უკან