გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს, რომ მარშალ ქომინსის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრეინინგებასთან. კერძოდ, ის უშუალოდ მონაწილეობდა აქციების ორგანიზატორების, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლების მომზადებაში.
სტრატეგიული კონსულტანტი, კრიზისების მენეჯერი და სპეციალისტი ევრაზიის საკითხებში საქართველოში შემოსვლას 9 აპრილს დაგეგმილი აქციისთვის გეგმავდა, თუმცა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. სუს-ის უფროსის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქის მარშალ ქომინსის ქვეყანაში არშემოშვების თაობაზე აშშ-ის საელჩო უწყებას არ დაკავშირებია. ლილუაშვილის განცხადებით, „ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან“.
„ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან.
აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ, რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული. ვერ გეტყვით სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა მის არ შემოშვებასთან. ეს ამერიკულ მხარეს უნდა ვკითხოთ, თუმცა, შეიძლება კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, აკერმანის გარდაცვალების შემდეგ რადიკალების კონსულტანტი ჯეიმსონ მარშალ ქომინსი გახდა, რომელიც ე.წ. კრიზის მენეჯერია და აქვს ახლო კონტაქტები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ქომინსი და აკერმანი ერთი სტრატეგიით მოქმედებდნენ. შეგახსენებთ, რომ აკერმანმა ბაკურიანში შეხვედრა გამართა ა-ო, სამოქალაქო მოძრაობებთან და ოპოზიციურ პარტიებთან. შეხვედრა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში „ავტორიტარიზმის“ დამარცხება დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით.
ამერიკის მოქალაქეები ქართველ რადიკალებს წვრთნიან, რაც შეიძლება მეტი იყოს აგრესია, დესტრუქცია და მოხდეს გადატრიალება ქვეყანაში, თუმცა კელი დეგნანი ამბობს, რომ მარშალ ქომინსს არ იცნობს და არც ჩამოსვლის მიზეზი იცის.
„საქართველოში ჩამოსვლა ბევრ ადამიანს სურს. ეს საოცარი ადგილია. ამ პიროვნებას არ ვიცნობ და არ ვიცი, რისთვის მოდიოდა. იქნებ, ყაზბეგის მთის დალაშქვრა სურდა?! წარმოდგენა არ მაქვს! მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ პიროვნებას არ ვიცნობ. ამ საქმის შესახებ არ მსმენია, სანამ ლილუაშვილმა არ დაიწყო საუბარი მედიის საშუალებით. ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტი არ შემდგარა. როდესაც აშშ-ის მოქალაქე საელჩოს მიმართავს, ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, თუმცა არ არსებობს გზა, რომლითაც საქართველოში შემოსული ყველა ამერიკელის შესახებ გვეცოდინება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, დღეს დასავლეთში მიდის მუშაობა და არა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში, რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და შესაბამისად, დასავლეთის სახელმწიფო ლოიალურია ამ პოლიტიკის მიმართ და ეხამრება ამ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოში.
„ეს არის ცხადი და ეს გამოჩნდა აშშ-ის ელჩის ინტერვიუში. იგივე ელჩის დამოკიდებულება იმ ცნობილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ კანონად გამოცხადდა. წარმოუდგენელი დისკომუნიკაცია, განსჯაში არ შედის და მთავარი არგუმენტი არის, რომ რუსული კანონია და მორჩა. რატომ არის რუსული კანონი, არ საუბრობს. ეს დეტალებია, მაგრამ სინამდვილე არის საგანგაშო. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეცვლილია. როგორც ჩანს, ეს სტრატეგიული პარტნიორობა შეიცვალა სტრატეგიული ვასალებით, გვთხოვენ იმას, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს არ შეუძლია. რაზეა საუბარი - ჩვენი ეროვნული ინტერსები გვერდზე გავწიოთ და ამერიკას გავყვეთ ბოლომდე“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
რაც შეეხება მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვებას, ანალიტიკოსის შეფასებით, სუს-მა სწორად იმოქმედა, რადგან საუბარია ადამიანზე, რომელიც ამზადებს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც, ბუნებრივია, გამოიყენებიან იმისათვის, რომ საქართველოში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ამერიკას ბოლომდე გაყვება იმ გზაზე, რაც საბოლოო ჯამში სრულიად უპრესპექტივოდ გამოიყურება და საქართველოსთვის იქნება დამღუპველი.
„ამერიკელებს უნდათ, რომ მსოფლიო წესრიგი შეინარჩუნონ, კერძოდ დაიბრუნონ ის ვითარება, რაც ომამდე არსებობდა, ეს წარმოუდგენელია. რაც უფრო მალე მიხვდებიან, რომ არ ღირს ამ მიზნის დასახვა, რომელიც მიუღწეველია, მით უკეთესია, ნაკლებ პრობლემებს გაიჩენენ თავად და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც გაცილებით უკეთესი იქნება. რაც შეეხება ელჩის განცხადებას, რომ არ იცის ვინ არის ქომინსი - რასაკვირველია, ის არის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, სპეციალური ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანი არის უცხო სახელმწიფოებში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით ტრენინგების ჩატარება.
რომც იცნობდეს, ცხადია, ქალბატონი დეგნანი თავის აგენტს არ ჩაუშვებდა და უნდა ეთქვა ის, რაც თქვა, რომელიც არც არაფერს ამტკიცებს და არც უარყოფს. აქ მთავარია ზოგადი სურათი - საქართველოში დასავლეთის სახელმწიფოები არა, მაგრამ რასაც ვეძახით გლობალური ომის პარტიას, ეს ძალა ცდილობს როგორმე საქართველოში მოხდეს ხელისუფლების ცვლილება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
მაგათ იციან მხოლოდ სიტყვა მონა .... ვასალი...ეგააა და ეგ სულ მაგათი სიტყვათა ბაგაჟი....
მერე?? ჩვენ მაგათი მეგობარი ან ეგენი ჩვენი მეგობრები როგორ იქნებიან??....ჰააა ჰააა უკეთეს შემთხვევაში ჩვენ ვართ მაგათი ვასალი(21 -ე საუკუნეა თორე ას პროცენტიანი მონები ვიქნებოდით--მოკლედ გადარჩენილები ვართ მაგათი მონობისაგან)
ჰოოოდა მაგათი ჩვენდამი დამოკიდებულებაც შესაბამისია---- ჩვენ არ უნდა ,,გავძღეთ,, არ უნდა ამოვისუბნთქოთ,. სუ პრობლემებში და ჩოქბჯენში უნდა ვიყოთ, რომ წელში არ გავიმართოთ, თორე ჩვენ რომ გავძღეთ და წელში გავიმართოთ იციან რომ იქეთ შევუტრიალდებით და მათ ბატონობას საფრთხე შეექმნება....
აი ესაა მაგათი მეგობრობის ნამდვილი არსი
ესეც ბევრჯერ მაქვს ეს აქ ნათქვამი----- მაგათ რომ ჩვენი ხალხის სიკეთე მართლა უნდოდეთ, როგორ, ამდენი წლების მანძილზე, ამდენ ფულებს აყრიან ჩათლახ გამჭირვალობას და ლომჯარიას და მაგათ რო ჩვენი სიკეთე უნდოდეთ, როგორ ამდენი წლების მან/ძილზე რეგიონებში 2--3 საკონსევო ქარხანა მაინც ვერ აააშენეს?? ------ ხალხისთვის ცოტა სიკეთე იქნებოდა, ხალხი ეკონომიურად ცოტას ამოისუნთქებდა, შვებას იგრძნობდა, მაგრამ არა ....................ეგ არ აწყობთ და არ უნდათ მაგათ.......მაგათ უნდათ რომ ქართველი ხალხი სუ დაგლახავებული იყოს, მშიერი, რომ ადვილად სამართავები იყვნენ და მაგათ თავიააანთ ბნელი საქმეები საქართველოში შეუფერხებლად აკეთონ...
2012 წელს კონტეინერით ნარკოტიკების ტრანზიტი რომ დაიჭირეს ამერიკელების იყო
პანკისის სამეც მაგა/თი იყო და კეზერაშვილის იარაღის ტრანზიტიც მაგათი დირეხხხხხხხხხხტორიობით კეთდებოდა....
მეგობრები ...................................მტერს და ავს მაგისთანა მეგობრები
ეს ელჩი დაგნარი რომ აღარ მიეთრევა აქედან თუ ხედავთ მაგას??--------------..ამერიკაში ჩასასვლელი პირი მაგას არაააქვს და იმიტომ გდია აქ............