3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის ამერიკის სანქცირებულთა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება თბილისში პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების საგანი გახდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 30-წლიანი პარტნიორობის ფონზე უპრეცედენტოა და მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. რატომ გადაწყვიტა ახლა, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლეების დასანქცირება და შეირჩა თუ არა ამისთვის დრო სპეციალურად?
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება სასამართლო სისტემაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. სახელისუფლებო გუნდში ისიც აინტერესებთ, რა ინფორმაციით იხელმძღვანელა შეერთებულმა შტატებმა.
უმრავლესობაში კონკრეტული მოსამართლეების სანქცირებულთა სიაში შეყვანას რამდენიმე მიზეზს უკავშირებენ. ერთი მხრივ ეს სასამართლო სისტემის კონტროლის სურვილად შეაფასეს, მეორე მხრივ ოპოზიციის მიზანიც დაინახეს - საკითხი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს მოარგონ.
დასანქცირებიდან მეორე დღეს ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გამოჩნდა. სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აზრით, მისი, ჩინჩალაძის, ცერცვაძისა და შენგელიას სავიზო შეზღუდვა სხვა მოსამართლეებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალია, რითაც შტატების საელჩო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას ცდილობს.
ლევან მურუსიძე დარწმუნებულია, რომ ქართულ სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის სურვილი პირადად ელჩ კელი დეგნანს ჰქონდა. მოსამართლემ ისიც თქვა, რომ მუქარისა და შანტაჟის კონკრეტული მტკიცებულებები აქვს. ლევან მურუსიძე, ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან მის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერაზე საუბრობს.
მიაწვდის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დასანქცირებული მოსამართლეების ბრალდებების შესახებ მტკიცებულებებს - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „იმედის“ მიერ დასმულ ამ შეკითხვაზე პასუხობს, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი წლებია საჯაროდ ხელმისაწვდომია.
„თუ ქართველი სამართალდამცველები გადაწყვეტენ, რომ დაიწყონ გამოძიება, მათთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია არსებობს და ბრალდებები არის ცნობილი. როგორც გითხარით, ეს მოთხოვნა (მოსამართლეების სანქცირება) იყო ამერიკული კანონის მოთხოვნა, რომ ასე მოვქცეულიყავით და საქართველოზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა გამოძიებას“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ტელეიმედთან“ ინტერვიუში.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა ელჩის პასუხით, რამდენად სამართლიანია, როცა სანქცირებულები არ არიან ადეიშვილი, სააკაშვილი და სხვები, როცა „იმედიც“ კი სასამართლოს მეშვეობით მიიტაცა სააკაშვილის ხელისუფლებამ. გარდა ამისა, გამამტყუნებელი განაჩენები 99%-ს აჭარბებდა და სწორედ სასამართლო იყო უმთავრესი ინსტრუმენტი მაშინდელი ხელისუფლების ხელში რეპრესიული რეჟიმისთვის და სწორედ ამ სისტემის სათავეში იყვნენ ადეიშვილი და სააკაშვილი.
ამ შეკითხვას კელი დეგნანმა არ უპასუხა და მხოლოდ ოთხი მოსამართლის სანქცირებასა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ კონკრეტული მოსამართლეების შერჩევა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან იმიტომ მოხდა, რომ მათზე უკვე რამდენიმე წელია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია სისტემატურად ამერიკას ინფორმაციას აწვდის. რეაგირებას სთხოვდნენ და ეს ამბავი დამალული არ ყოფილა.
„ე.წ. კლანის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ვენეციის კომისიის დასკვნაში შეგვხვდა. შემდეგ ამან გადაინაცვლა სხვა საერთაშორისო ანგარიშებში. წლების მანძილზე ეს ყველაფერი გროვდებოდა. ხოლო დასანქცირების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო დეპარტამნეტის ძალიან კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა. იქ პირდაპირ მინიშნება იყო სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ. ეს საქმე კი სწორედ ამ მოსამართლეების დასანქცირებაა, რითაც საქართველოს ხელისუფლებასთან კონფრონტაციის ხაზი გახსნეს. ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის საქართვეოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილი მესიჯი, რომ ჩვენ უკმაყოფილოები ვართ სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობით და თუ თქვენ არ გააკეთებთ იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, მაშინ შეიძლება სანქციების სია ან გაფართოვდეს, ან სანქცირება პოლიტიკური თანმდებობის პირებსაც შეეხოს. მე მივიჩნევ და ამის თაობაზე საკმაოდ სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, საქართველოს სასამართლოს სისტემაში შეიყვანონ ის პირები, რომელთაც ისინი თავისთვის სანდო ადამიანებად მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე უნდათ სასამართლო ამ მოსამართლეებით შეავსონ. გასაგებია, როდესაც ეს ხალხი პირდაპირ არიან დაკავშირებულები დასავლეთთან ფინანსურად, პროფესიული თვალსაზრისით თუ ა.შ. მათზე კონტროლიც უფრო მარტივია და ადვილად მართვადებიც იქნებიან“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებაზე ყოფილა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნა დამოკიდებული. ეს არის იგივე „რუსთავი 2“-ის, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის თუ სხვა გახმაურებული საქმეები. ამიტომ ანჯაფარიძე მიიჩნევსს, რომ როცა სასამართლოში შენი ხალხი გყავს, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის მართვა ყველაზე ადვილია.
„ეს მოსამართლეები ახალი კანონის მიხედვით უვადოდ არიან გამწესებულები. მათ არაფერი სერიოზული საფრთხე არ ემუქრებათ. ნუ რაც შეიძლება ამ სანქციებით დისკომფორტი მიიღონ, ეს არის, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები ამერიკაში და სასწავლო ტურებში ვერ წავიდნენ. სხვა მხრივ ეს არის რეპუტაციული ზიანი და ოპოზიცია და ენჯეოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს სია გაფართოვდეს. იმ მოსამართლეების მიმართ, რომელთა გადაწყვეტილებებიც მათ უსამართლოდ მიაჩნიათ, მორიგი საინფორმაციო და ფსიქოლოგიური წნეხი დაიწყოს. აიძულონ ისინი სასამართლოდან წავიდნენ, ან შეშინდნენ და ოპოზიციის გავლენის ქვეშ მოექცნენ, გადაწყვეტილებების მიღების დროს მათი პოზიციები გაითვალისწინონ. ...მე თუ ეხლა ვერდიქტი გამოვიტანე, ვაიმე ჩემს მიმართ ესენი კამპანიას დაიწყებენ და ა.შ. მოსამართლე კი არის, მაგრამ ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, მასაც ჰყავს ოჯახი, შვილები და საახლობლო. ეს ყველაფერი ფსიქილოგიურ ზეწოლას ახდენს“, - ამბობს ანჯაფარიძე.
რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას კონკრეტულ დროში, ჩნდება კითხვა - ხომ არ შეირჩა დრო მიზანმიმართულად, რაზეც ანჯაფარიძე გვპასუხობს, რომ დიახ, ამერიკამ დრო შემთხვევით არ შეარჩია.
„ამერიკამ დაინახა, რომ 7-8 მარტის აქციების ფონზე ხელისუფლება „კუთხეშია მიმწყვდეული“, მისი პოზიციები ერთგვარად შესუსტებულია და ამით ოპოზიციას ხელში მორიგი კოზირი მისცა. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან სათანადოდ იქნება გაპიარებული და მთელი საინფორმაციო პროპაგანდა ამაზე იქნება აგებული. ვნახოთ, ხელისუფლება ამას რამდენად გაუძლებს. ეს არის ხელისუფლებისთვის ნასროლი ქვა. ადრე ამერიკა ცდილობდა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მეტ-ნაკლები ბალანსი დაეცვა, თუმცა ბოლო წლებში, ეს ბალანსი სულ უფრო ოპოზიციის ინტერესებისკენ იხრებოდა. თუმცა, ახლა, უკვე ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სავსებით აშკარაა, რომ ეს ბალანსი დაირღვა. ახლა ამ მოსამართლეების გადაწყვეტილებები, თუნდაც დასავლეთში რამდენად ლეგიტიმურად იქნება აღქმული?! ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და ეს პროცესი არ მგონია შეჩერდეს, თუ „ოცნებამ“ არ გადადგა ის ნაბიჯი, რასაც მისგან მოელიან. ალბათ, ამერიკა ელის, რომ სანქცირებული მოსამართლეები თანამდებობას დატოვებენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი მიიჩნევს, რომ უნდა გამოვიდეთ ილუზორულ მდგომარეობიდან, თითქოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო და ის შეცდომაში შეიყვანეს. ქადაგიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს არის კარგად ნაფიქრი და შემდეგ დროში ზუსტად დამთხვეული გადაწყვეტილება.
„რასაც გლობალური ომის პროპაგანდა ჰქვია, პირდაპირ ბაიდენის ადმინისტრაცია აზის. აღარ არის საჭირო იმის საუბარი, რომ ვიღაცამ რაღაცა არ იცოდა და შეცდომაში არიან შეყვანილები. ეს არის მაქსიმალური კონტროლის და სადავეების მოჭერის მცდელობა. აქედან გამომდინარე, როგორ მართავს ბაიდენის ადმინისტრაცია სიტუაციას ვხედავთ. ეს არის ოპერატიულად განსახორციელებელი გეგმა და არ მგონია ამ საქმეს რაიმე მოლაპარაკებებმა და კომუნიკაციამ უშველოს.
2012 წლიდან ამერიკა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ვეღარ მართავს. ამიტომ დღეს მივედით იქამდე რომ ამერიკის ადმინისტრაციის ხელში ბერკეტად მხოლოდ სასამართლო დარჩა, რომლის ხელში ჩასაგდებადაც იბრძვის. სასამართლო ხელისუფლება რომ ხელში ჩაიგდო, ამის კლასიკური მაგალითია „გათიშო და იბატონო“. პირდაპირ ოპერატიულად მოქმედებისთვის მათ სჭირდებათ დემონიზებული და დისკრედიტირებული სასამართლო. ამერიკელებმა ეს ხისტი მეთოდი საბოლოოდ იმიტომ გამოიყენეს, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს. შესაძლოა, ეს სიტყვა სულაც არაფერს ამბობდეს, მაგრამ რეალობა ასეთია, უკრაინის მთელი სასამართლო სისტემა სოროსის და ამერიკის საელჩოს კონტროლს ქვეშ არის. სწორედ ეს უნდათ დღეს საქართველოშიც, სასამართლოში ჰყავდეთ ის მოსამართლეები, რომლებსაც თავად ენდობიან და მათ დაქვემდებარებაში იქნებიან“, - ამბობს ქადაგიძე.
ჰოოოდა პირდაპირ აღღღღღღღღღღღღღღრრრრრრრრრრრფფფფფრთოვანებული ვარ, პირდაპირ გადარეული ვარ სიხარულით ამერიკელების დემოკრატიიით
ეგრე ეგრე
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ ამერიკელების მეგობრობს რაობა
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ მაგათი ჩვენთან მეგობრობის ნამდვილი არსი
სულ იმას ვიძახოდი და ვკითხულობდი---- ამერიკელების ტრაკში ყოფნა, რუსების ტრაკში ყოფნისგან რით განსხვავდება მეთქი....................... და იქ კაი სუნიაო....ეგე თუ კაი სუნია---- მუქთა ყველი სათაგურშიაო
მოკლედ კარგია კარგი .... მიხარია ამერიკელების საქმენი საგმირონია, თანაც ძალაინ
მერე იტყვიან ანტი დასავლური კამპანიაო....დეგნარის თამადობით რა დებილობებსაც ეგენი აკეთებენ, იმაზე მეტი ანტი დასავლური კამპანია რაღა გინდათ??
საცა წვრილია იქ გაწყდეს........, საქართველომ ექვსი იმპერია მოინელა (კბილები დაემტვრათ)
თუ პუტინმა და ჩინეთმა ეგენი დაქინძეს..... ორივეს მაღარიჩს ვუკისრებ....
ხოოოდა ეს კოლუმბის ხალხიც წავა მოუსავლეთში....
ისე მოუსავლეთის მატარებელზე მაგათ უკვე ბილეთი აღებული აქვთ...თან წინა ადგილების...
ამ მოსამართლეებზე სულაც არ ვარ მაღალი აზრის. ან, როგორ ვიქნები.
მაგრამ ასე გვეუბნებიან - ეგენი კორუმპირებულები არიან, ძალიან სანდო წყაროდან ვიცით (ჩიტმა ამბავი მოგვიტანაო). ამიტომ, ჩვენ დავსჯით და თქვენ თუ გინდათ, გამოიძიეთ რაში არიან დამნაშავეებიო.
იმიტომაც შემოინახეს ნაცები კოხაბიტაციის შემოგდებით ,,მომავლისთვის,,
მათი აზრით ის ე.წ. მომავალი უკვე დადგა და იმიტომაც ცდილობენ ნაცების გაცოცხლებას და მთელი ღონით იმიტომაც გვაწვებიან საქართველოს
მორჩილები უნდა გაგვხადონ მორჩილები...... კოსტაიასავით სუ დიახ ბატონო, დიახ ბატონო უნდათ რომ გვაძახებინონ.....
რუსი დამპალი ჩინოვნიკი რაღაცას რომ შეეკითხებოდი, სიფანდზე მაინც გვპასუხობდნენ რამეს და ესენიიიი ...... სიაფანდი პასუხის ღირსადაც არა გვთვლიან
ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო........... ჩვენზეა ნათქვამი
თუნდაც ოცი წლის წინ ოდნავ მაინც როგორ წარმოვიდგენდი რომ ეს კოლუმბზე შეყვარებული კაცი, კოლუმბს საფლავშიც არ გავაჩერებდი??
ჰოოოდა ნურც გაჩერებულა....იტრიალოს ვერტალიოტივით...... მთელი ძეგლები მაინც იქაურ მტკვარში გადაუყარეს უკვე......