აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. მოსამართლეები ისე დაასანქცირეს, რომ მტკიცებულება, თუ რაში გამოიხატებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენება, არ გამოუქვეყნებიათ და არც თვლიან საჭიროდ მტკიცებულების გასაჯაროვებას. ასეთია სტრატეგიული ქვეყნის არჩევანი.
მტკიცებულების გარეშე მოსამართლეებს კორუმპირებულებს უწოდებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომლის განმარტებით, სანქციები, რომელიც გამოცხადდა ოთხი კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს აშშ-ის ერთგულებას, ებრძოლოს კორუფციას, დაეხმაროს ქართველ ხალხს, მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. თავიანთი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ თავიანთი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით“, - აცხადებს კელი დეგნანი.
აშშ-ის ელჩი აქვე ამბობს, რომ ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
სასამართლო სისტემაში რომ კლანი არსებობს, ამაზე ძალიან დიდი ხანია ყველა საუბრობს. მაგრამ ეს კლანია, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური ფიგურები იყვნენ. მონაწილეობდნენ ყველა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში და იღებდნენ იმ გადაწყვეტილებას, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად ქვეყნის პრეზიდენტს აძლევდა ხელს.
როგორც ჩინჩანალაძე, ასევე მურუსიძე რამოდენიმე გახმაურებულ სამქეში მონაწილეობდნენ და მათ შორის სულხან მოლაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმე, სადაც დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და სააკაშვილ-მერაბიშვილის ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება. ეს ის წლებია, როდესაც ქართველები სამართლის საძებრად სტრასბურგში მიდიოდნენ, თუმცა, მაშინ აშშ-ს არათუ კითხვა არ გასჩენია ამ კლანის შესახებ, არამედ მიესალმებოდნენ საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, რომელსაც უამრავი ადამინის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან მტკიცებულებას ითხოვს. ქართველ დიპლომატს იმედი აქვს, რომ აშშ წარმოადგენს მტკიცებულებას ან გადახედავს დაგაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, ეს აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმეებში უხეში ჩარევა. დარჩიაშვილი ამბობს, რომ სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, - აღნიშნავს ილია დარჩიაშვილი.
აშშ-ის მიერ დასანქცირებული ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ აქვს მტკიცებულებები, როცა კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან და როდესაც საჭიროდ ჩათვლის, საზოგადოება ამასაც ნახავს. მისი თქმით, ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან.
„საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოსამართლეებზე, რათა შემდგომ ამ მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემაში დაპირისპირება მომხდარიყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რატომ უნდა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა ამის მაგალითს მოგიყვანთ. ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე რამდენჯერმე გამოდიოდა და ამბობდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული.
ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი - თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც მის პოლიტიკას შეესაბამება, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ“, - აცხადებს ლევან მურუსიძე.
ამერიკის სახელმწიფოს, რომ სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების სურვილი აქვს, ამას ადასტურებს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ აშშ-ის ვიზა არ მისცეს და მაშინ აშშ-ის საელჩომ დააანონსა, რომ მოსამართლეები, რომლებიც საელჩოს ინტერესებს არ გაითვალისწინებენ, დასანქცირდებიან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუთითებს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან დგას კორუფციული პროცესები და განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას. კობახიძის თქმით, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში საუბარი იყო კორუფციაზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე.
„მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. პირდაპირ ვიტყვი, კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში მარტო ფული არ იგულისხმება, მოგეხსენებათ. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი. ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კორუფციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვენ ანალიტიკოსები. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემა არ არის იდეალური და პრობლემები აქვს. თუმცა, ბოლო 30 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი დღეს ყველაზე მაღალია. გოგავა არ გამორიცხავს, რომ მართლაც არსებობდეს კორუფციის შემთხვევები, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.
„2004-2012 წლების სასამართლოსთან შედარებაც კი უხერხულია. ჩვენ არ გვახსოვს წინა ხელისუფლების „ჯიბის სასამართლოს“ შემადგენლობიდან ვინმეს მიმართ სანქციები. არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც არსებობდეს კორუფციის შემთხვევები, თუმცა ამის შესახებ ჩემს გარშემო საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით“, - წერს ირაკლი გოგავა.
მტკიცებულებას ითხოვს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ყოველგავრი არასამთავრობისა და ამერიკის გარეშედაც ცნობილია, რომ ამ მოსამართლეების მიმართ ქართულ საზოგადოებაში არსებობს კრიტიკული დამოკიდებულება და არაერთხელ აღინიშნა, რომ საკამათო არის მათ მიმართ „ქართული ოცნების“ გამოჩენილი ლოიალობა.
„2012 წლის მერე დგას ეს საკითხი და კრიტიკული დამოკიდებულება ამ მოსამართლეების მიმართ სწორედ იმიტომ, რომ ესენი იყვნენ ის მოსამართლეები, ვის სახელსაც უკავშირდება ბევრი უსამართლობა სააკაშვილის პერიოდში და სწორედ ამიტომ მთელი საზოგადოებისთვის არის ისინი მიუღებელი. ასე რომ, ბლინკინის შეფასებაში ახალი არაფერია. თუმცა, მთელი რიგი სირთულეები ახლავს ამ შეფასებას. სულ რომ რეალურ დამანშავეზე იყოს ლაპარაკი, ფაქტების გარეშე მასზე ხელის აღმართვა არ შეიძლება. ვიცით, რომ ალ კაპონე ყველასთვის ცნობილი იყო, როგორც მაფიის ნომერ პირველი ფიგურა, როგორც დამნაშვე, უამრავ კრიმინალურ ისტორიაში მონაწილეობდა, მაგრამ დაიჭირეს გადასახადების გადაუხდელობის გამო, იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს.
ყველა ბრალდებას სჭირდება დამტკიცება და მხოლოდ საზოგადოების თვალსაზრისი არ არის ამისთვის საკმარისი. ვიმეორებ, ამ მოსამართლეების მიმართ ქართული საზოგადოების პოზიცია კრიტიკული თავიდანვე იყო, საერთაშორისო საზოგადოებაც კრიტიკულად იყო განწყობილი, მაგრამ როცა საუბრობ დანაშაულზე, როგორიც არის კორუფცია, ეს ფაქტები დასაბუთებას საჭიროებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ არც ერთ განვითრებულ ქვეყანაში არ არის თავისუფალი კორუფციისაგან სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა გააჩნია კორუფციის რა დონეა ამა თუ იმ ქვეყანაში. მისი თქმით, იგივე აშშ-ის სასამართლო სისტემის მიმართ ბოლო კვლევებით მოსახლეობის ნდობა დავიდა 17%-მდე.
„ეს არ არის ჩვენთვის მაგალითის მომცემი ვითარება? მე შეიძლება სულაც არ გამოვრიცხავდე, რომ ჩვენს სასამართლო სისტემაში კორუფციულ გარიგეგებს ჰქონოდა ადგილი, მაგრამ როდესაც სახელმწიფო, მმართველი პარტია სთხოვს დამბრალებელს, რომ იქნება გაგვაცნოთ რა საქმესთან დაკავშირებით გაქვთ ეს ეჭვი და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, აშშ-ის საელჩოს საიტზე ამ კითხვაზე ჩნდება პასუხი, რომ ჩვენ ამ თემის განვრცობა არ გვსურს, ეს არის გაუგონარი რამ. ეს არის ღია შეურაცხყოფა შენი დამოუკიდებლობის და შენი სუვერენული უფლებების, რომ შენ თვითონ წარმართო შენი სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს ძალიან მაგონებს „ხალხის ძალის“ უშედეგო დამოკიდებულებას კელი დეგნანთან, რომელსაც ვუსვამთ ძალიან მარტივ შეკითხვებს და არც ერთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, უბრალოდ, არ გვეღირსა იმიტომ, რომ არაფრად გვაგდებენ ესენი და ეს არის უბედურება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოსამართლეებს, ანალიტიკოსის შეფასებით, ესენი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი რეჟიმის პროკურატურის და სასამართლო სისტემის მაღალჩინოსნები, თუმცა იმ წლებში არ გვსმენია პრეტენზიები აშშ-დან ამ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში.
„იმ დროს, როდესაც სტრასბურგის სასამართლო გადატენილი იყო საქართველოში მიმდინარე უსამართლოების ამსახველი საქმეების განხილვით და დღეს, როდესაც 60%-ით შემცირდა სტრასბურგში საქართველოდან წასული საჩივრების რაოდენობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო სისტემა ამუშავდა იმ დონეზე, რომ მოქალაქეს სამართლის მოძიება შეუძლია საკუთარ სამშობლოშივე, რისი გაკეთება არ შეიძლებოდა საქართველოში იგივე ჩინჩალაძე, მურუსიძე და ძალიან ბევრი როცა მუშაობდა „ნაყოფიერად“, ხმას რატომ არ იღებდნენ, რას ელოდებოდნენ იმ პერიოდში?
დღეს, მათ დასჭირდათ ერთ-ერთი ბოლო კოზირის ამოღება 9 აპრილის ნაცების ცინიკური პერფორმანსის წინ და ესეც ხომ ნათელია, რომ არაა ჩვეულებრივი დამთხვევა და ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ იმ მომამკვდავი მუხტისთვის როგორც დენთისთვის, ცეცხლი წაეკიდებინათ. კი, წაუკიდეს, მაგრამ არ მგონია ეს დენთის კასრი აფეთქდეს. საზოგადოება მართლა ყველაფერს ხედავს. ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს ქართველი ხალხი თუ იდიოტები ჰგონიათ, ძალიან მაგრად ცდებიან იმ ჯანსაღ ნაწილთან დაკავშირებით, თორემ სასარგებლო იდიოტების მეტი ქვეყანაში რა არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
როცა 10 წლისწინანდელ მეძავის მოყოლილ ზღაპარზე, ტრამპის დაჭერას აპირებდნენ, როცა მოგებული არჩევნები გაუყალბეს ტრამპს და ამერიკელ ხალხს, ჩვენ რაღა უნდა გაგვიკვირდეს.
მათი გონებრივი შესაძლებლობა დაბალ დონეზეა და ყველა ქმედება, უკურეაქციას იწვევს.
ისევ ჩაიფსი ამერიკა?
რუსული პრიზმიდან დანახულ მოსაზრებას არ ვგულისხმობ. ობიექტური, საღი გონებით გააზრებული ვარიანტი მაინტერესებს.
არც ქართველიშვილის ვერსია გამოდგება, რომ ვიწროშუბლიანი ხაბეიშვილის მიერ გამოცხადებული მიტინგის მუხტის ასაწევად მოხდა ამხელა მნიშვნელობის ფაქტი.
ქართველი ხალხი გყავთ დასანქცირებული 30 წელია და თითოოროლა ჩინოვნიკს თუ დაასანქცირებთ, დიდი ამბავი.