პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ანტისაკანდიდატო რიტორიკაში ჩაერთო და პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ისევე, როგორც არც შარშან იმსახურებდა.
ორბელიანების სასახლიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ
სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციებს მართავს რადიკალურ ოპოზიციასთან, რომლის განხილვის ერთ-ერთი თემაა „მომამკვდავი“ სააკაშვილის და „პოლიტპატიმარ“ ნიკა გვარამიას შეწყლება. ასევე, არაოფიცალური ინფორმაციით, პრეზიდენტის და ოპოზიციის შეხვედრის თემა ეხება შემოდგომაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.
პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრებს ადასტურებს „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერი, ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები უკვე დაარწმუნა იმაში, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განზრახ აზიანებს. ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტს პარლამენტში ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა და ამით დაადასტურა თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულება იმ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფად მინიჭება.
„პრეზიდენტი სრულიად განსხვავებული ხედვის პოლიტიკურ ლიდერებსა თუ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებთან ცდილობს საერთო ენის გამონახვას. პრეზიდენტი პოლიტიკოსებს ინდივიდუალურად ხვდება და კონსულტაციებს მართავს. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი და საჭირო პროცესია“, - ამბობს ეკა ბესელია.
როგორც ჩანს, პრეზიდენტის ფერისცვალებას კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი აქვს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რატომ იცვალა ფერი სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ დეტალებზე საუბარს მოერიდებიან, რადგან ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. თუმცა ამბობს, რომ სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია, იქ დგას სალომე ზურაბიშვილი.
„მე მაინც მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და უკადრებელს არ იკადრებს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს სათანადოდ აანალიზებს და მან ყველაფერი კარგად იცის, თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი რაღაცების თქმა სჭირდება, რითიც უნდა, რომ ტაში გამოსტაცოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ იცვალა მან ფერი, მაგრამ მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს. მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრებს შეთქმულების თეორიის სტატუსს არ ანიჭებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და არგუმენტად მოჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას აღიარება, რომ რამდენჯერმე შეხვდა პრეზიდენტს, რომელიც იგივე წარმატებით სხვებსაც ხვდებოდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საკუთარ თამაშს ეწევა, მაგრამ რა თამაშია, ამას გავიგებთ მისი კონკრეტული ქმედებებიდან.
„ის, რომ პრეზიდენტი ხვდება ოპოზციური პარტიის ლიდერებს, ეს ჩვეულებრივად შეიძლება მივიღოთ. მთავარია, ამას რა მოჰყვება. თუ ამ შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტი დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რაც ოპოზიციას აძლევს ხელს, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ პრეზიდენტი აღარ არის ყველას პრეზიდენტი და მან გადაწყვიტა ჩამოშორდეს მიუკერძოებელი პოლიტიკური ფიგურის სტატუსს.
საერთოდ, მე ვტყოდი, რომ და ეს არაა მარტო ჩემი აზრი - ზურაბიშვილი ზრუნავს საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე და მისი პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან საჭიროა, რომ როგორღაც ჩამოიშოროს იმიჯი, რაც მას ჰქონდა მისი პრეზიდენტობის პირველ წლებში, როდესაც საერთოდ არ ერეოდა არანაირ პოლიტიკურ პროცესებში, ჰქონდა ნეიტრალური პოზიცია და ამით იწვევდა ოპოზიციის და მისი მომხრე საზოგადოების გაღიზიანებას.
ახლა, როდესაც უკვე ნაწილობრივ გახსნა კარტები, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, უფრო გამიზნულია იმისკენ, რომ მიჩნეული იქნეს როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, ეს არის მთავარი. რადგან მთავარ პრეტენზიად უყენებდნენ იმას, რომ არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და ის არის „ქართული ოცნების“ მიერ დასმული მარიონეტი, მას უნდა, რომ ამ „ქართული ოცნების“ მარიონეტის სახელწოდება ჩამოიშოროს“, - აცხადებს ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსის შეფასებით, ამ ყველაფრის კულმინაცია იყო ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა, რომელიც ოპოზიციამ დადებითად შეაფასა, მაგრამ მიახვედრეს, რომ სიტყვას საქმე მოაყოლოს და შეიწყალოს სააკაშვილი და გვარამია. ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯების გადადმისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს, თუმცა არჩევს შესაბამის დროს, როდესაც ამ ნაბიჯებს ყველაზე უფრო ძლიერი პოლიტიკური ეფექტი ექნება და მათ შორის დასავლეთის თვალში.
„მგონი არ დარჩენილა ოპოზიციონერი, რომელსაც მისთვის დითირამბები არ ეთქვა და უყურეთ რა ხდება - როგორც ჩანს, ამით ოპოზიციის გული ნაწილობრივ მოიგო. ოპოზიცია ეუბნება, კი, ბატონო, მოგვწონს შენი გამოსვლების შინაარსი და პათოსი, მაგრამ მოდი, ახლა, სიტყვას საქმე მოაყოლე და შეიწყალე სააკაშვილი, გვარამია და გადადგი კონკრეტული ნაბიჯები. ამ ნაბიჯების გადადმისგან ის ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა მგონია, რომ არჩევს შესაბამის დროს და თუკი ეს ნაბიჯი მისი მხრიდან იქნა გადადგმული, ამას ექნება ყველაზე უფრო ძლიერი პოლიტიკური ეფექტი, მათ შორის დასავლეთის თვალში და მას, როგორც პრეზიდენტს და პიროვნებას, ნაკლებად დააზიანებს აქ საქართველოში.
ესმის მას, რომ თუკი წითელი ხაზებს საბოლოოდ გადაკვეთს, რა რეაქცია ელოდება საზოგადებისგან. თუკი არ აქვს გადაწყვეტილი, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოსთან საერთოდ გაწყვიტოს ყველა კავშირი, ნამდვილად რთულია მისგან იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც მისგან ოპოზიცია ითხოვს და ფაქტობრივად, ოპოზიციისთვის ეს არის მთავარი ინდიკატორი და არა ის, რას ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილი მიკროფონთან. ალბათ, მიაქციეთ ყურადღება ოპოზიციის პათოსს - კი, ბატონო, ჩვენ მოგვწონს მისი გამოსვლების ასეთი კრიტიკული შინაარსი, მაგრამ ველოდებით საქმეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იმდენად არაადეკვატური გახდა, რომ მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მათ შორის ნიკა გვარამიას შეწყალებაც, რადგან თავის საჯარო განცხადებებში მყარად არ თქვა აპირებდა თუ არა შეწყალებას და ორმაგი ფრაზები გამოიყენა. მისი თქმით, ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკური ავტორი, საერთოდ არ განიხილება, ის არ არის გავლენიანი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პოსტზეა, როგორც პოლიტიკოსი, მას ნულოვანი გავლენა აქვს.
„ვფიქრობ, რომ პირად სარგებელზეა დაფუძნებული მისი პოზიციონირება. ძალიან თვალთმაქცურად თქვა, რომ პრეზიდენტობის შემდეგ აღარ აპირებს კარიერის გაგრძელებას საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ ასაკი არ უწყობს ხელს. საერთოდ, დასაველეთში, ამერიკაში, ევროპაში ასაკოვანი პოლიტიკოსები ახლაც არიან პოლიტიკურ ავნსცენაზე.
ვფიქრობ და ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ ის ცდილობს მომავალ წელს სხვაგან დასაქმდეს და ხელფასი მიიღოს კონვერტირებად ვალუტაში. უფრო ევროპა მგონია, სადმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, ამისთვის არის მისი პოზიციონირება, რომ თითქოს ის ზეპარტიულია, მიუკერძოებელია და ა.შ. ამ დროს ყველაფერი პირიქით არის. ის მიკერძოებულია და იმ ნაცოპოზიციის მხარეს არის, საიდანაც მისი არჩევის დროს უხამსობის გაუგონარი ფრაზები მოდიოდა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიეძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის როლის მორგებას მარტო ვერ გააკეთებდა და ამას აკეთებინებენ მისი საზღვარგარეთელი მამები და პატრონები. მისივე თქმით, ეს არის ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე და საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელმაც გაბედა და იცავს საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს. რაც არ შედის იმ გლობალური ომის პარტიის ინტერესებში, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში სხვადასხვა სახის ომს აწაროებს.
„მოგეხენებათ, წასული იყო ოკეანის მიღმა ქვეყანაში, სადაც არავინ იცის ვის ხვდებოდა, მაგრამ ერთი ნამდვილად არის ცნობილი, რომ თავისუფლების ქანდაკების ფონზე გამოჯგიმული ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი მხარს უჭერდა იმ დესტუქციულ ძალებს, რომელი დესტუქცული ძალები სახელმწიფოს ანგრევდნენ. აი, ამ ხალხს უჭერდა და უჭერს მხარს ზურაბიშვილი მხარს. არც ისე ბრიყვია, ვინმე რომ არ ჰყავდეს ზურგს უკან, ასე დაეჭირა მხარი ამ რევანიშსტებისთვის. როგორც ჩანს, გადაწონა მისმა ოჯახურმა პრობლემებმა, მისი შვილების სამსახურებმა, რომლებიც დაწინაურებული არიან ოკეანის გაღმა სხვადასხვა სამსახურებში და თავადაც, ალბათ, ფიქრობს, რომ როდესაც ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა, წავიდეს იქეთ. საქართველოში ვინ იქნება სალომე ზურაბიშვილი? - ერთი არარაობაა და ამიტომ მას სურს, რომ მოკალათდეს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში. ამიტომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
ჰოოოდა პირდაპირ აღღღღღღღღღღღღღღრრრრრრრრრრრფფფფფრთოვანებული ვარ, პირდაპირ გადარეული ვარ სიხარულით ამერიკელების დემოკრატიიით
ეგრე ეგრე
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ ამერიკელების მეგობრობს რაობა
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ მაგათი ჩვენთან მეგობრობის ნამდვილი არსი
სულ იმას ვიძახოდი და ვკითხულობდი---- ამერიკელების ტრაკში ყოფნა, რუსების ტრაკში ყოფნისგან რით განსხვავდება მეთქი....................... და იქ კაი სუნიაო....ეგე თუ კაი სუნია---- მუქთა ყველი სათაგურშიაო
მოკლედ კარგია კარგი .... მიხარია ამერიკელების საქმენი საგმირონია, თანაც ძალაინ
მერე იტყვიან ანტი დასავლური კამპანიაო....დეგნარის თამადობით რა დებილობებსაც ეგენი აკეთებენ, იმაზე მეტი ანტი დასავლური კამპანია რაღა გინდათ??
საცა წვრილია იქ გაწყდეს........, საქართველომ ექვსი იმპერია მოინელა (კბილები დაემტვრათ)
თუ პუტინმა და ჩინეთმა ეგენი დაქინძეს..... ორივეს მაღარიჩს ვუკისრებ....
ხოოოდა ეს კოლუმბის ხალხიც წავა მოუსავლეთში....
ისე მოუსავლეთის მატარებელზე მაგათ უკვე ბილეთი აღებული აქვთ...თან წინა ადგილების...