აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდაშია. დონლად ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მოისმინა. ყოფილმა პრეზიდენტმა ბრალდების 34 პუნქტზე თავი უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურის განცხადებით კი, ტრამპი უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად. ამის ნაწილია ზრდასრულთა ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის გადახდილი 130 ათასი დოლარი.
საქმე რომ პოლიტიკურია, ამაზე საუბრობს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, რომლის თქმით, საქმე იმაზე სუსტია, ვიდრე წარმომედგინა. როგორც ბოლტონმა აღნიშნა, სავსებით ეთანხმება რესპუბლიკელი სენატორის, მით რომნის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მანჰეტენის საოლქო პროკურორმა პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგო კანონი.
„როდესაც გავიგე დონალდ ტრამპის დაჭერის კამპანიის შესახებ, გამახსენდა ლავრენტი ბერია, რომელიც საბჭოთა კავშირში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო. ერთხელ მან სტალინს უთხრა: „შენ ადამიანი მაჩვენე, დანაშაულს მე გაჩვენებ“. მე იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი კანდიდატად იყოს დასახელებული, ვფიქრობ, ეს ტრამპის ნარატივზე კარგად მუშაობს და ამან შეიძლება უპასუხოს ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო კითხვას, ვინ იყო დონალდ ტრამპის პოლიტიკური მხარდამჭერი? - ელვინ ბრეგი“, - აცხადებს ჯონ ბოლტონი.
ბრალდებას არ ეთანხმება დონალდ ტრამპი, რომელმაც ფლორიდაში მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ერთადერთი დანაშაული, რაც ჩაიდინა, არის ამერიკელი ერის უშიშრად დაცვა მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს. ტრამპის მტკიცებით, პროკურატურა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დამარცხებას ისახავს მიზნად და ეს ყალბი საქმე მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით აღძრეს. ვინ დააფინანსა ტრამპის პროკურორის საარჩევნო კამპანია და რა ძალები ცდილობენ ტრამპის პოლიტიკიდან გაყვანას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას ესაუბრა.
34 ბრალდებით ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონული სასამართლოს წინაშე წარსდგა. როგორ ფიქრობთ, რა არის ის უმთავრესი მიზეზი, რატომაც ტრამპი წარსდგა სასამართლოს წინაშე. ამის უკან არის დანაშაული, თუ როგორც ტრამპი ამბობს, ყოველივე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დამარცხებას ისახავს მიზნად?
ირაკლი გოგავა: ბოლო სოციოლოგიური კვლევით, ამერიკის მოსახლეობის სამ მეოთხედს მიაჩნია, რომ ტრამპის მიმართ სამართლებრივი დევნა არის პოლიტიკური ხასიათის და პრინციპში, ამას მეც ვეთანხმები, რადგან ამოცანას, როგორც ჩანს, წარმოადგენს მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორება 2024 წლის ნომებერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისგან. საქმე აღძრა მანჰეტენის მოსამართლემ და, როგორც ამბობენ, მისი საარჩევნო კამპანია სოროსის მიერ იქნა დაფიანასებული. ვიცით, რომ ამერიკაში პროკურორი არჩევითი პოზიციაა. სწორედ მან წაუყენა ბრალდება ტრამპს ბუღალტრულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება 2015 წელს საარჩევნო ფონდის განკარგვას.
34 ბრალდება არის წაყენებული და ამის გამო ტრამპი დაიბარა ნიუ-იორკის სასამართლომ, ის ჩავიდა. ფორმალობა ითვალისწინებს, რომ ბრალდების წაყენების წინ დააპატიმრონ ადამიანი. ტრამპი დააპატიმრეს, ის წარსდგა ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე, მოსამართლემ ოფიციალურად სცნო ეს ბრალდებები და დაიწყება სასამართლო პროცესი, ხოლო ტრამპი გათავისუფლებული იქნა სხდომათა დარბაზიდან და ის დაბრუნდა ფლორიდაში, თავის სახლში.
ეს არის სიტუაცია, რომელსაც პრეცედენტი არ აქვს. აშშ-ის ისტორიაში არც ერთი პრეზიდენტის მიმართ არ ყოფილა წაყენებული ბრალდებები. თანაც, პროკურორს ჰქონდა საშუალება, რომ სამოქალაქო ადმინისტრაციულ კატეგორიაში გადაეყვანა ეს ბრალდებები, რაც პატიმრობას არ ითვალისწინებს, ხოლო მან გადააკვალიფიცირა ეს ბრალდებები კრიმინალურ, ანუ სისხლის სამართლის კატეგორიაში, რაც ითვალისწინებს 4 წლამდე პატიმრობას. მიმაჩნია, რომ ამერიკული ლიბერალური პოლიტიკური ფრთა გამოიყენებს ამ თემას იმისათვის, რომ დონალდ ტრამპმა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
როგორ ფიქრობთ, ამერიკული სამართალი და ლიბერალური პოლიტიკური ფრთა მიიყვანს იმ კონდიციამდე საქმეს, რომ ტრამპმა, რომელიც გამოკვეთილი ლიდერია, მოხსნას კანდიდატურა და უარი თქვას პოლიტიკაზე, რატომაც დაიწყო დევნა მის მიმართ?
- ტრამპს აქვს დიდი მხარდაჭერა რესპუბლიკელ ამომრჩეველში. მისი რეიტინგი რესპუბლიკელ ამომრჩეველში ბოლო მონაცემებით 48%-ია. ის კიდევ გაიზარდა 4%-ით სწორედ ამ ბრალდებების წაყენების ფონზე. შემდეგ კანდიდატურას, დე სანტისიოს, რომელიც ფლორიდის გუბერნატორია 20%-ზე ნაკლები რეიტინგი აქვს, ტრამპი, მინიმუმ, ორნახევარჯერ უსწრებს უახლოეს კანდიდატს. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ში, რესპუბლიკურ პარტიაში შიდა არჩევნები ტარდება იმის გამოსავლენად, თუ ვინ იქნება პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ტრამპი გააგრძელებს ბრძოლას. სასამართლო პროცესი დადებითად იმოქმედებს მის რეიტინგზე. ფაქტობრივად, ამერიკაში მიდის ეგზინსტენციალური ომი ორ მსოფლმხედველობას შორის: ერთი - ეს არის ლიბერალური კოსმოპოლიტური იდეოლოგია, რასაც დემოკრატები ახორციელებენ, მეორე - ეს არის ტრამპის მთავარი დევიზი - ღმერთი, ოჯახი, სახელმწიფო.
ტრამპის ჩამოშორება და პოლიტიკური ველიდან გაყვანა რამდენად აზიანებს არა მარტო ამერიკას, არამედ მსოფლიოს? ტრამპი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ 24 საათში შეუძლია დაასარულოს რუსეთ-უკრაინის ომი, რაც არ შედის გლობალისტების ინტერესებში, ხოლო მის დევიზს - ღმერთი, ოჯახი და სამშობლო - უპირისპირდებიან დღეს ლიბერალური ძალები...
- რა თქმა უნდა, ამერიკის ადმინისტრაცია ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებით არის დაკავებული სხვა სახელმწიფოში და მათ შორის საქართველოში, რაც პირდაპირ წარმოადგენს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას და ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ამას მიჰყავს საზოგადოება პოლარიზაციამდე და ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს ქვეყნებში. ამიტომ, მსგავსი რამ თუ არ მოხდება აშშ-ის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჯობია. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს არ ხდებოდა.
ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება ცალსახად დაამშვიდებს მსოფლიოს. ის არის პრაგმატული პოლიტიკოსი, ის აძლიერებდა ამერიკის სახელმწიფოს, ამერიკის ეკონომიკას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფასეულობებს, რომლისთვისაც ის იბრძვის და, რომელსაც ის აღიარებს. ცხადია, მისი განცხადება ომების დასრულების შესახებ აბსოლუტურად შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, ტრამპი არის ერთადერთი პრეზიდენტი, ვისაც არც ერთ უცხო ქვეყანაში არ დაუწყია სამხედრო მდგომარეობა. პირიქით, ის ცდილობდა, რომ ამერიკული ჯარები გაეყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც კი იმყოფებოდა.
საქართველოსთვის, რომლის შიდა საქმეებში ღიად ერევა ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, რა იცვლება ტრამპის პოლიტიკაში დარჩენით, ან გაყვანით?
- უკვე პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ ხდებოდა იდეოლოგიზირებული მძლავრი დაფინანსება კონკრეტული მარგინალური ლიბერალური ძალების, რომელთა კრებსითი რეიტინგი საქართველოში არის 12-15%. ფაქტობრივად, ეს შემდგომში წარმოშობს აპარტეიდის მსგავს პროცესებს, როდესაც უმცირესობა ამარგინალებს უმრავლესობას და იმ უმრავლესობას საქართველოში, რომელსაც ტრადიციული ღირებულებები მიაჩნია ქვეყნის ეგზინსტენციალურ საფუძვლად.
ჰოოოდა პირდაპირ აღღღღღღღღღღღღღღრრრრრრრრრრრფფფფფრთოვანებული ვარ, პირდაპირ გადარეული ვარ სიხარულით ამერიკელების დემოკრატიიით
ეგრე ეგრე
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ ამერიკელების მეგობრობს რაობა
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ მაგათი ჩვენთან მეგობრობის ნამდვილი არსი
სულ იმას ვიძახოდი და ვკითხულობდი---- ამერიკელების ტრაკში ყოფნა, რუსების ტრაკში ყოფნისგან რით განსხვავდება მეთქი....................... და იქ კაი სუნიაო....ეგე თუ კაი სუნია---- მუქთა ყველი სათაგურშიაო
მოკლედ კარგია კარგი .... მიხარია ამერიკელების საქმენი საგმირონია, თანაც ძალაინ
მერე იტყვიან ანტი დასავლური კამპანიაო....დეგნარის თამადობით რა დებილობებსაც ეგენი აკეთებენ, იმაზე მეტი ანტი დასავლური კამპანია რაღა გინდათ??
საცა წვრილია იქ გაწყდეს........, საქართველომ ექვსი იმპერია მოინელა (კბილები დაემტვრათ)
თუ პუტინმა და ჩინეთმა ეგენი დაქინძეს..... ორივეს მაღარიჩს ვუკისრებ....
ხოოოდა ეს კოლუმბის ხალხიც წავა მოუსავლეთში....
ისე მოუსავლეთის მატარებელზე მაგათ უკვე ბილეთი აღებული აქვთ...თან წინა ადგილების...