„ვინ გაგაკეთებინებს იარაღის ტრანზიტს დამოუკიდებლად, ეს არის უზარმაზარი მაფიოზური ქსელი, რომელშიც თავისი წილი აქვს კეზერაშვილს“

„ვინ გაგაკეთებინებს იარაღის ტრანზიტს დამოუკიდებლად, ეს არის უზარმაზარი მაფიოზური ქსელი, რომელშიც თავისი წილი აქვს კეზერაშვილს“

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ე.წ. ოპოზიციონერები, რომელსაც ოლიგარქი კეზერაშვილი აფინანსებს, სინამდვილეში მეხუთე კოლონის წარმომადგენლები არიან, ხოლო მართული და ინსტრუქტორების მიერ მომზადებული გრიგორიადისები, კეზერაშვილისაგან მიღებული ფულისა და დაკვეთების სანაცვლოდ ცდილობდნენ ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცველები, ცეცხლს უკიდებდნენ პოლიციის მანქანებს, შარდავდნენ ეკლესიის ეზოში და ბილწავდნენ კულტურის ძეგლებს. როგორც გვენეტაძე ამბობს, შექმნილია ერთგვარი ჯაჭვი, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლების დამხობა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება არ ერთვება ომში და არ იხსნება საქართველოდან მეორე ფრონტის ხაზი.

for.ge ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.

ბატონო ედიშერ, რა გზავნილებით ვიხიელთ ბრალდებული და მსჯავრდებული ოლიგარქი კეზერაშვილი?

ედიშერ გვენეტაძე: დღევანდელ სიტუაციაში ოპოზიციური ფრთა გამოიყურება, როგორც არარაობა. ოპოზიციას აფინანსებს ის კაცი, რომელიც არის არაერთ დანაშაულში შემჩნეული. ფაქტობრივად, მას დამტკიცებული აქვს ძალიან ბევრი დანაშაული და უპირველეს ყოვლისა, ეს არის კაცი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა და გაძარცვა იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებდა აგრესიას და, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები იხოცებოდნენ ოკუპანტებთან ბრძოლაში. აი, ამ დროს კეზერაშვილმა, რა თქმა უნდა, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშ გაანადგურა ქართული ჯარი. უმძიმესი სიტუაცია არის შექმნილი იმიტომ, რომ ეს ოპოზიციური ფრთა არარაობად არის ქცეული და ვიღაცეებს გარედან უნდათ მისი გათეთრება.

კეზერაშვილი ცდილობს გაათეთროს ეს ოპოზიცია, მაგრამ რამდენად მიღწევადია? არ მალავს, რომ იგი აფინანსებს ოპოზიციას და მათ შორის ა-ო-ებს.

- დამერწმუნეთ, კეზერაშვილი კაპიკსაც არ გაიღებს ოპოზიციისათვის, მაგრამ მას მისი მამებისგან აქვს დავალება. ვერ გეტყვით ვინ არიან მისი მამები, მაგრამ ისეთი ავანტურისტები და მექრთამე ლობისტები როგორებიც არიან კრამონი, კუბილიუსი და ფოტიგა, ეს არის საშუალო რგოლი, ხოლო უფრო დიდი რგოლები ოკეანის გაღმა და ოკეანის გამოღმა ჰყავს.

კეზერაშვილს საფრანგეთის სასამრთლომ დაუმტკიცა დანაშული, მაგრამ მთელი რიგი ძალების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლეს. კეზერაშვილი არის წმინდა წყლის კრიმინალი, რომელიც გათეთრებაში ფულს უხდის გიორგი თარგამაძეს. გიორგი თარგამაძისგან ღალატი ჩვეულებრივი ამბავია. მან უღალატა ასლან აბაშიძეს, შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს. თუ დასჭირდება, დამერწუნეთ, რომ კეზერაშვილაც უღალატებს და კეზერაშვილის დედის გინებას დაიწყებს. აი, ეს კაცი არის გიორგი თარგამაძე.

ამ ინტერვიუდან ჩანს როგორი უბადრუკი თავდაცვის მინისტრი ჰყავდა საქართველოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამხედრო დარგში მას ხომ არავითარი განათლება არ ჰქონდა. საერთოდ, ნულს იქეთ არის მისი განათლების დონე და ეს იყო სირცხვილი, რომელი სირცხვილიც ჩვენ მოვიხადეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს. საინტერესოა, რატომ არ ჰკითხა თარგამაძემ საიდან გახდა მილიარდერი? კაცი არც ერთ ბიზნესში არ ყოფილა და უცბად აღმოჩნდა მილიარდერი. ამიტომ, როგორც ძველი რომაელები იყტოდნენ - აუცილებლად მივა სამართალი ურმით და დარწმუნებული ვარ, რომ კეზერაშვილი პასუხს აგებს იმ ძარცვისათვის, რაც მან საქართველოს გაუკეთა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, როგორ შეიძლება აიხსნას მისი გზავნილები, როდესაც ამბობს, რომ აპირებს გააგრძელოს ოპოზიციის დაფინანსება?

- ამიტომ ვლაპარაკობ, რომ პოლიტიკურ ნაწილში მას აქვს დავალება. ის მარტო არ მოქმედებს. შემთხვევითი გგონიათ 7-8 მარტის დღეებში უცბად რომ გამოგორდნენ გახარია და კვირიკაშვილი? ეს შემთხვევითი ჰგონია ვინემს? არა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შემთხვევით ასეთი რაღაცეები არ ხდება პოლიტიკაში.

რას გულისხმობთ?

- კეზერაშვილი იმ გლობალური ომის პარტიის ხელმძღვანელებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ავალებენ იმოქმედოს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისათვის და ხელისუფლების შესაცვლელად. თუ ამას არ გააკეთებს, მას იქაც დაიჭერენ. ამიტომ, იძულებულია გააკეთოს ის, რასაც აკეთებს, თორემ დამერწმუნეთ, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ქართული პოლიტიკა, სააკაშვილი, გრიგორიადისტები და ვიღაცა ნაყარ-ნუყარა ხალხი, მას აქვს სპეციალური დავალება.

ვინ გაგაკეთებინებს დღევანდელ მსოფლიოში იარაღის ტრანზიტს მარტო დამოუკიდებლად?! არა ბატონებო, ეს არის უზარმაზარი მაფიოზური ქსელი, რომელშიც თავისი წილი აქვს კეზერაშვილს. ეტყობა, სანდო პარტნიორია და აქიდან გამომდინარე სურს ამ სივრცეში ჰქონდეს თავისი გავლენები, არა მარტო კეზერაშვილს და სააკაშვილს ერთად, არამედ იმ დიდი ძალას, რომელსაც ჰქვია საერთაშორისო იარაღით ვაჭრობა და მოვაჭრეები. ჩემი ვერსიით, ეს არის კაცი, რომელსაც უნდა საქართველოში დესტაბილზაციის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება, შემდგომში მთელი რიგი კრიმინალური პროექტების განსახორციელებლად.

თქვენ ახსენეთ ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფიქრობთ, რომ კეზერაშვილისგან ფინანსდებიან გახარია და კვირიკაშვილი?

- მე ვლაპარაკობ ფაქტებიდან გამომდინარე. რატომ მოხდა, რომ მანამდე გახარია ჩაძინებული იყო, საერთოდ არავის არ ახსოვდა კვირიკაშვილი, მაგრამ ეს პროცესები როგორც კი დაიწყო, გამოვიდნენ წინა პლანზე და ვსვამ კითვას - რაშია საქმე? ფაქტებიდან გამომდინარე ვსვამ კითხვას. მე მათი ანგარიშები არ მინახავს, მაგრამ არსებული ვითარებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ ამას.

ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ?

- ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს. ეს პროცესი საქართველოში გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკარაინაში ომი დაიწო. უკრაინაში ომის დაწყებიდან კი 13 თვე გავიდა და საქართველოში შედეგად გვაქვს ის, რომ საქართველოს საომარ მოქმედებაში ჩაბმა ვერ შეძლეს გარკვეულმა ძალებმა. ერთი რამე მინდა გადაჭრით ვთქვა - საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი არის სწორი, ის ეწევა ძალიან ფრთხილ პოლიტიკას. ამ ფრთხილი პოლიტიკის გამო, მას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან, როგორც გარე, ისე შიდა მეხუთე კოლონის ძალები. გარე ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი არის კეზერაშვილი, რომელიც პირდაპირ ლაპარაკობს, რომ მე ვაფინანსებ ე.წ. ოპოზიციურ მოძრაობას, რომელიც 7-8 მარტს აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას.

უფრო სწორად, მათ მოსინჯეს ძალები და შეუტიეს სახელწიფო დაწესებულებებს. ცოცხლად წვავდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ, ეკლესიის ეზოში შარდავდნენ, ბილწავდნენ კულტურის ძეგლებს და მეტი რაღა შეიძლება მომხდარიყო! ამ სიტუაციას შევადარებდი იგივეს, რასაც აკეთებდა ჯალალედინი. დარწმუნებული ვარ, რომ იმ კრიმინალებს აფინანსებდა და აფინანსებს კეზერაშვილი.

ერთგვარი ჯაჭვია - რამენაირად შეძლონ საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდება, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება არ ერთვება ომში და არ იხსნება საქართველოდან მეორე ფრონტის ხაზი. საქმე შემდეგშია - ყველამ იცოდეს, რომ 7-8 მარტის მოვლენები არ იყო ერთჯერადი აქტი. ეს კიდევ და კიდევ უფრო მეტად განმეორდება. ამიტომ, საჭირო არის ძალიან დიდი სიფრთხილე და განსაკუთრებით შემოდგომის პერიოდში.

რატომ შემოდგომა?

- აქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირში ჩავარდეს საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხი, მაგრამ აქაც ძალიან დიდი პლუსი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა - ეს პლუსი ის არის, რომ ევროკავშირს თავად უნდა უნდოდეს ჯერ კანდიდატობა და მერე გაწევრიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე პროცესების წინაშე დადგება, როგორც ეკონომიკური, ისე პოლირიკური კუთხით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ კეზერაშვილის ეს მცდელობა, რომელსაც მსოფლიოში არსებული გლობალური ომის პარტიის დაკვეთით აკეთებს, განწირულია მარცხისათვის. დრო მოვა და კეზერაშვილი აუცილებლად წარსდგება სასამართლოს წინაშე და თავს ამოყოფს იქ, სადაც მისი ადგილია.

 

trampi ეხლა კიდევ ყველა სიკეთესთან ერთად .......სანქციებიო
ჰოოოდა პირდაპირ აღღღღღღღღღღღღღღრრრრრრრრრრრფფფფფრთოვანებული ვარ, პირდაპირ გადარეული ვარ სიხარულით ამერიკელების დემოკრატიიით

ეგრე ეგრე
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ ამერიკელების მეგობრობს რაობა
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ მაგათი ჩვენთან მეგობრობის ნამდვილი არსი
სულ იმას ვიძახოდი და ვკითხულობდი---- ამერიკელების ტრაკში ყოფნა, რუსების ტრაკში ყოფნისგან რით განსხვავდება მეთქი....................... და იქ კაი სუნიაო....ეგე თუ კაი სუნია---- მუქთა ყველი სათაგურშიაო

მოკლედ კარგია კარგი .... მიხარია ამერიკელების საქმენი საგმირონია, თანაც ძალაინ
მერე იტყვიან ანტი დასავლური კამპანიაო....დეგნარის თამადობით რა დებილობებსაც ეგენი აკეთებენ, იმაზე მეტი ანტი დასავლური კამპანია რაღა გინდათ??
საცა წვრილია იქ გაწყდეს........, საქართველომ ექვსი იმპერია მოინელა (კბილები დაემტვრათ)
თუ პუტინმა და ჩინეთმა ეგენი დაქინძეს..... ორივეს მაღარიჩს ვუკისრებ....
ხოოოდა ეს კოლუმბის ხალხიც წავა მოუსავლეთში....
ისე მოუსავლეთის მატარებელზე მაგათ უკვე ბილეთი აღებული აქვთ...თან წინა ადგილების...
1 წლის უკან