„საქართველო ევროპისთვის მთავარი არტერია ხდება და ახლა „ოცნების“ ხელისუფლებასთან კონფლიქტი არ აწყობთ, კანდიდატის სტატუსი კი ოპოზიციას კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდებს“

„საქართველო ევროპისთვის მთავარი არტერია ხდება და ახლა „ოცნების“ ხელისუფლებასთან კონფლიქტი არ აწყობთ, კანდიდატის სტატუსი კი ოპოზიციას კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდებს“

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ იხრება და, დიდი ალბათობით, ქვეყანა 2023 წლისთვის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია. თუმცა, ამ მზაობას თან დათქმა ახლავს, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს.

ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე, ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე წერს, რომ მას სანდო წყაროდან ინფორმაცია აქვს, საქართველომ შესაძლოა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ევროკომისია მაისში წარმოადგენს განახლებულ მოსაზრებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ. გაფართოების პაკეტის ფარგლებში საბოლოო შეფასება მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია 6 თვე, მაგრამ სამუშაო დაშვება ამ დროისთვის ასეთია: უკრაინას და მოლდოვას - რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოს - კანდიდატის სტატუსი“, - წერს იოზვიაკი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი თვლის, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანია მოლოდინების აწევა და სტატუსის ვერმიღების შემდეგ რევოლუცია, ხელისუფლების ცვლილება და ომი ქვეყანაში, რაც ოკუპანტი ქვეყნის წისქვილზე ასხამს წყალს.

„მათზე ასეთი კარგი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, რომ ჩაერთვებიან ევრორეკომენდაციების შესრულებაში. უკვე ხელისგულზე ჩანს და ეს მათი განცხადებებიდანაც იკვეთება, რომ მათ მიზნად აქვთ სამპუნქტიანი გეგმის შესრულება. პირველი პუნქტი ამ გეგმაში არის კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ მაქსიმალურად მოლოდინის აწევა, თუნდაც პოზიტიურის, შემდეგ ვერ და არმიღება ამ სტატუსის. ალბათ, გჯერათ, რომ მათ მაინცდამაინც არ უნდათ ამ სტატუსის მიღება და ეს მათი გეგმაა, შემდეგ ამაზე რევოლუციის მოწყობა, საზოგადოებაში მღელვარება, ქაოსი და შემდეგ უკვე ხელისუფლების ცვლილება და მეორე ფრონტი საქართველოში. სწორედ ეს იქნება რუსული საქმე ამ ქვეყანაში, თუკი რაიმე შეიძლება, რუსულ საქმედ მოინათლოს. მათი გეგმა რომ მოქმედებაში მოვიდეს, წარმოუდგენელია სხვანაირად, რომ, მაქსიმუმ, ერთ თვეში რუსეთი არ იდგეს ამ ქვეყანაში. შეიძლება, ვიღაცას მიზნად ნამდვილად არ ჰქონდეს, რომ რუსული ტანკები თბილისის ცენტრში იდგეს, მაგრამ როცა ამ გეგმას მიყვები, ეს არის სწორედ რუსული საქმე და ეს არის საქმე, რომელიც საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად ოკუპანტი ქვეყნის წისქვილზე დაასხამს წყალს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების გეგმა არის სტაბილურობა, მშვიდობა, განვითარება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს ქვეყნის შიგნით და ასევე უკრაინის ომის ფონზე მის გარეშემო შეიქმნა, დიდი ალბათობით, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს მოლდოვაზე და უკრაინაზე ბევრად მეტი კარგი შედეგები აქვს და, ამიტომ საქართველოს მიმართ ევროკავშირი უფორ მკაცრი იყო. ეს უფორ პოლიტკური გადაწყვეტილება იყო და არცთუ სამართლიანი. ამიტომ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ახლა თუკი ხელისუფლება 12-პუნქტიან რეკომენდაციასაც სრულად შეასრულებს, ევროკავშირს არ ექნება არგუმენტი ქვეყანა რატომ უნდა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე.

„ევროკავშირი კარგად ხვდება, რომ თუკი საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ამას შიდა გართულებები მოჰყვება. არ არის გამორიცხული, ქვეყნის შიგნით,  ამის გამო დაპირისპირებაც დაიწყოს. ამის რისკი რომ არსებობს 7-8 მარტის მოვლენებმაც აჩვენა. ევროპელებმა დაინახეს, რომ ხალხს სურს კანდიდატის სტატუსის მიღება და თუკი ხელისუფლება ამ 12 რეკომენდაციას შეასრულებს და მაინც არ მოგვცემენ, მაშინ აგრესია ევროკავშირის მიმართ გაიზრდება. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების დაჟინებული განცხადებისა, შიდა დაპირისპირება და თუნდაც საქართველოში ომი, ევროპას ყველაზე მეტად არ უნდა აწყობდეს.

ამ სცენის თავიდან ასარიდებლად, ალბათ, დადებითი პასუხის მიღება ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნება. ახლა კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოში გერემოს უფრო სტაბილურს გახდის. უნდა თუ არა ეს ვინმეს, „ოცნება“ 2024 წლამდე არსად არ წავა და პირიქით, შანსი აქვს, თუკი კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები მოიგოს. ამიტომ ევროპელებაც კარგად იციან, რომ სტატუსის მინიჭეებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. შესაძლოა „ოცნება“ ზოგიერთ ევროპარლამნეტარს ან კონგრესმენს გულზე არ ეხატებოდეს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ თუკი საქართველოში სიმშვიდეა საჭირო, არსებული ხელისუფლება უნდა დარჩეს და პროცესები არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეს“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისივე აზრით, თუკი ოპოზიციამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც ბერკეტი ხელიდან გაუშვა, მაშინ სიტუაცია 2024 წელს კიდევ უფრო დრამატული შეიძლება იყოს. ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიცია დიდ შეცდომას უშვებს, როცა მთელი კამპანია ხელისუფლების რუსეთუმეობაზე აქვს აწყობილი. რეალურად კი, თუკი „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუს მივიღებთ, ხელისუფლებას ყველა ბერკეტი მათ წინააღმდეგ ექნება.

„საქართველო ევროპისთვის ახლა მთავარი არტერია ხდება. ეს არის აზერბაიჯანის და შუაზიის დამაკავშირებელი გზა. მთავარი წერტილი, საიდანაც ნავთობპროდუქტები, ელექტროენერგია უნდა მიეწოდოთ. ჩვენი ქვეყანა ენერგოდერეფანი ხდება. ამიტომ აქ ყველაფერს იღონებს დასავლეთი, რომ ქვეყნის შიგნით სტაბილური გარემო შეინარჩუნოს. შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კონფლიქტის ზონა რომ არ გაჩნდეს, დასავლეთი ამის უზრუნველყოფას შეეცდება. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების ნეიტრალურ პოლიტიკას უკრაინის ომთან დაკავშირებით შეეგუება კიდეც. როგორც აღვნიშნე, მათ ახლა „ოცნების“ ხელისუფლებასთან კონფლიქტი არ აწყობთ. თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ოპოზიცია კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება. რაღაცას რომ ამოიჩემებენ, იმის ანალიზს ვერ აკეთებენ, ეს რას აძლევთ. 10 წელია ამბობენ, რომ „ოცნება“ პრორუსულია, მაგრამ ხალხი არ უჯერებს, არ უსმენს, რაღაცა ხომ უნდა შეცვალონ?! ამიტომ მგონია, რომ ოპოზიციის საქმე ძალიან ცუდად იქნება, თუ რიტორიკა არ შეცვალა და საქმეს არ მიხედა“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ელის, რომ შესაძლოა საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. საყვარელიძე for.ge-სთან ამის მიზეზებს ასახელებს. მისი აზრით, პირველ რიგში, იციან, რომ ქვეყნის შიგნით, ევროკავშირის მიმართ, სკეპტიციზმი გაჩნდება. თუკი ხელისუფლება 12-პუნქტიან რეკომენდაციასაც შეასრულებს, მაშინ ხალხი კიდევ ერთ უარს, როგორც ეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, ვეღარ გაიგებს. მეორე მიზეზი კი თავად ევროპის ინტერესია, რომელიც ელექტრომატარებლებს ეხება და საქართველოს როლი ძალიან დიდია.

„გვახსოვს ბეევრი უცხოელი კოლეგის მხრიდან გაისმა, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო. შემდეგ ეს ტენდენცია გაძლიერდა და გერმანიის კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ევროპა თბილისამდე უნდა გაგრძელდეს. უკვე იგულისხმებოდა, რომ ამ მიმართულებით ევროპაში მოქმედება დაწყებული იყო. თუმცა ის 12 პუნქტი, რომელიც მოიმიზეზეს, ბოლომდე უნდა მიიყვანონ, თორემ ევროპის მიმართ ძალიან არასერიოზულ დამოკიდებულებას გააჩენენ. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს როგორც ტნაზიტულ დერეფანს. ამიტომაც ევროპა ამ მიმართულებით იფრთხილებს. შესაბამისად, გადაწყვეტილებას მეც დადებითს ველი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ დამატებით ბერკეტია იმისთვის, რომ ევროპასთან მეტი სიახლოვე მოვითხოვოთ.

რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის ეს სცენარი ყველაზე არასასურველია. ბოლოს ვხედავთ, რომ ხალხი საერთოდ მათ დაძახებაზე არ რეაგირებს. პირიქით, აქციებზე მათი გამოჩენაც კი აღიზიანებთ. თუკი ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ოპოზიციას მთელი ამ წლების დაწყებული კამპანია წყალში უვარდება. მთელი დღის წესრიგი აქვთ შესაცვლელი. 2024 წლისთვის საერთოდ წინასაარჩვენო კამპანია აღარ ექნებათ. შეიძლება ბოლოს ისიც კი თქვან საქმე პუტინმა ჩააწყო, რომ „ოცნება“ გადაერჩინაო. თუ ევროპამ თანხმობა გვითხრა, მაშინ ოპოზიციამ ხელისუფლების ცვლილება რაღა ლოგიკით უნდა მოითხვოს? ისედაც წლებია ხალხი მათ „ოცნებაზე“ უკეთესად არ მიიჩნევს. ერთი უპირატესობა ვითომ ის აქვთ, რომ პროდასავლურები არიან. ამიტომ სიტუაცია ოპოზიციისთვის იმაზე დრამატული იქნება, ვიდრე ეს შეიძლება ჩვენ წარმოგვიდგენია“, - ამბობს საყვარელიძე.

ლევკოთეა ბოლო-ბოლო, ეს ევროპა მართლა იურიდიულად დადგენილი სახმელეთო საზღვრების მქონე ტერიტორია ხომ არაა, მის ,,გაგრძელებას" რომ გვამადლიან მავანნი.
ეგრე თუ გავყვებით, დანამდვილებით, ევროპა(ე) მხოლოდ იმ ლამაზ ქალწულს ერქვა, ხარად ქცეულმა მექალთანე ზევსმა რომ მოიტაცა. :)
1 წლის უკან
merab არავითარი არტერია და არავითარი კონფლიქტი არ აწყობს!
საქართველოს აქვს ერთადერთი მისია დღესდღეობით ამერიკისთვის: რუსეთის სამხრეთში ცხელი წერტილი!
დანარჩენი ეს: სავარაუდოდ მისცემენ, რომ არ მისცენ ხალხი ვერ გაიგებს, შულცმა ეს თქვა და ჰიტლერმა ეს, არის მოლოდინის აწევა და მერე - უარი.
ხელისუფლება ომს არ იწყებს და უნდა შეიცვალოს. ეს არის გეგმა!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ღმერთო დაგვიფარე ამ უწმინდურებთან, ამ მტარვალებთან (ევროპა? აშშ) რაიმე ფორმით კავშირში შესვლისაგან!!!
ხალხო, პოლიტიკოსებო ნუ ურევთ, რეალური ევროპა თავისი ისტორიით, თავისი ამორალურობით, მტარვალური ბუნებით არის ქართველისათვის ძალიან მიუღებელი. თქვენ სიტყვა ევროპას კრებსით სახელად იყენებთ უსაფრთხო, მაძღარ, კომფორტულ ცხოვრებაზე თქვენი კანონიერი ოცნებების გამოსახატავად. მიუხედავად რეალურის და ნაოცნებარის ეგზომ კონტრასტული განსხვავებისა მაინც ევროპისაკენ მიგიწევთ გული! რაც ძალიან სამწუხაროა, რაც ქართველი ერის არსებობას მომაკვდინებელ საფრთხედ დაუდგა ბოლო 20 წელიწადში!
1 წლის უკან
merab უბედურებაა, ევროპაში რომ მიგვიღონ და მაგაზე მეტი უბედურება - ევროპის დაპირებით ,ცეცხლში გახვიონ ქვეყანა.
ღმერთმა არ ქნას და დაგვინაწილებენ სამეზობლოში ,ქართველების გენოციდის არომატით.
1 წლის უკან
trampi ეხლა კიდევ ყველა სიკეთესთან ერთად .......სანქციებიო
ჰოოოდა პირდაპირ აღღღღღღღღღღღღღღრრრრრრრრრრრფფფფფრთოვანებული ვარ, პირდაპირ გადარეული ვარ სიხარულით ამერიკელების დემოკრატიიით

ეგრე ეგრე
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ ამერიკელების მეგობრობს რაობა
იქნებ ეხლა მაინც დაინახოთ მაგათი ჩვენთან მეგობრობის ნამდვილი არსი
სულ იმას ვიძახოდი და ვკითხულობდი---- ამერიკელების ტრაკში ყოფნა, რუსების ტრაკში ყოფნისგან რით განსხვავდება მეთქი....................... და იქ კაი სუნიაო....ეგე თუ კაი სუნია---- მუქთა ყველი სათაგურშიაო

მოკლედ კარგია კარგი .... მიხარია ამერიკელების საქმენი საგმირონია, თანაც ძალაინ
მერე იტყვიან ანტი დასავლური კამპანიაო....დეგნარის თამადობით რა დებილობებსაც ეგენი აკეთებენ, იმაზე მეტი ანტი დასავლური კამპანია რაღა გინდათ??
საცა წვრილია იქ გაწყდეს........, საქართველომ ექვსი იმპერია მოინელა (კბილები დაემტვრათ)
თუ პუტინმა და ჩინეთმა ეგენი დაქინძეს..... ორივეს მაღარიჩს ვუკისრებ....
ხოოოდა ეს კოლუმბის ხალხიც წავა მოუსავლეთში....
ისე მოუსავლეთის მატარებელზე მაგათ უკვე ბილეთი აღებული აქვთ...თან წინა ადგილების...
1 წლის უკან