„27 ოქტომბერს დასრულდება კოაბიტაცია“

„27 ოქტომბერს დასრულდება კოაბიტაცია“

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას არ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლოში ჩარევა და აბსურდული ვეტოები. პრეზიდენტობის კანდიდატი პირობას დებს, რომ საქართველო იქნება პოლიტიკურად სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რაც ქვაკუთხედია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა.

კოაბიტაციის დასრულების პირობას დებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, რომელიც for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველაზე მეტად რაც აღიზიანებს, ეს არის ის კოაბიტაცია, რაშიც ქვეყანა 1 ოქტომბრის შემდეგ აღმოჩნდა.

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურდ დაიწყო და დადო პირობა, რომ 27 ოქტომბერს დასრულდება კოაბიტაცია. სწორედ ამ კოაბიტაციას უკავშირებს საზოგადოება იმას, რომ დღემდე ვერ იპოვეს სამართალი...

მანანა კობახიძე: ძალიან ვწუხვარ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოვიდა ქუჩაში და აცხადებს, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ არაფერი შეცვლილა და არ აღდგენილა სამართლიანობა. ის, რომ მედიაზე ზეწოლა არ ხდება, ადამინები გამოდიან და თავისუფლად საუბრობენ იმაზე, რომ გადადგეს პროკურორი და მათ ამისთცის არავინ ხელკეტებს არ ურტყამს, ეს ნამდვილად ხელშესახები ცვლილებაა, რომ არაფერი ვთქვათ იმ 14 ათას განთავისუფლებულ პატიმარზე, რომელიც გამოვიდა ციხიდან. ეს თუ არაა სამართლიანობის აღდგენის მაგალითი... არ ვიცი. ნუთუ ეს არაფერს არ ნიშნავს? რაც 9 წელი ინგრეოდა, იმის აღდგენა 9 თვეში წარმოუდგენელია, ეს ეტაპობრივი პროცესია.

ეს გასაგებია, მაგრამ საზოგადოება ითხოვს რეჟიმის გასამართლებას, წართმეული ქონების დაბრუნებას, მკვლელების გასამართლებას, თქვენ თვლით, რომ ეს არაა სამართლიანი პრეტენზია მათი მხრიდან?

- მეც მაქვს სასამართლოსთან პრეტენზია და მექნება მანამ, სანამ არ დავინახავ, რომ ბოლომდე თავისუფალია სასამართლო. პროკურატურისგან თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თუ სააკაშვილის გავლენის ქვეშ. არც იმას ნიშნავს, რომ დამნაშავე ადამიანები გარეთ გამოუშვან და უდანაშაულო დასაჯონ. ჩვენ ნელ-ნელა გვიწევს ძალიან დიდი დაბრკოლებების გადალახვა, რასაც ვხვდებით, - დიახაც ამ კოაბიტაციის რეჟიმში.

ეს კოაბიტაცია დიდად შეიძლება არ იყო ჩვენი სურვილი, მაგრამ ეს იყო ის რეალობა, რასაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ. ოქტომბრამდე ქვეყანა მშვიდობიანად უნდა მიგვეყვანა, დიახაც, რომ არჩევნების გზით უნდა შეგვეცვალა პრეზიდენტი და დიახაც, მიშიზმი უნდა დამთავრდეს მხოლოდ არჩევნების გზით, 27 ოქტომბერს. ამ ქვეყნის პოლიტიკიდან ნაციონალების გასტუმრება უნდა დასრულდეს 27 ოქტომბერს.

როცა პრეზიდენტი თავისი ხალხის ოპოზიციაშია, როცა პრეზიდენტი გამოდის და არცხვენს თავის ქვეყანას (ეს იყო მართლაც შემარცხვენელი, რაც მოხდა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე სიტყვით გამოსვლისას)... 

პრეზიდენტის განცხადებას გულისხმობთ, როცა პრემიერს მიმართა - იმედია, თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთანო?

- დიახ, ეს არის სირცხვილი. სირცხვილია იმიტომ, რომ ასე არ იქცევიან ქვეყნის პრეზიდენტები, როცა მათ თავისი ქვეყნა უყვართ. სამარცხვინო იყო ეს, რაღაცა შოუს დადგამ სურდა, ეს იყო პოზა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იდგეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. მივეჩვიეთ ამ ყველაფერს და რაღაცნაირად უნდა მივიდეთ 27 ოქტომბრამდე. დამერწმუნეთ, დასრულდება მიშა სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი და დასრულდება „ნაციონალური მოძრაობა“.

იმიტომ, რომ სწორედ ეს აძლევთ კიდევ რაღაცის იმედეს მათ, ის, რომ თავისი კანდიდატი დააყენეს, კიდევ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში და ეუბნებიან, რომ ჩვენ ისევ მოვბრუნდებით. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან დაძაბულ ფონს ამ ქვეყანაში. ყველნაირად ცდილობს ეს ადამინი, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედოს, ოღონდ თავი გადაირჩინოს. ევროპელებზე თქვა - „ვიღაცა ევროპელი“, 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ხელს ამერიკისკენ იშვერს, ყველაფერზე წამსვლელია. ამას წინათ, ინტერვიუში, სადაც აგვისტოს მოვლენებზე ისაუბრა, ლამის, სახელმწიფო საიდუმლოებები გაამჟღავნა.

ექსპერტები თვლიან, რომ ამ ინტერვიუში ისეთი დეტალები გაამჟღავნა საგარეო ურთიერთობის, რომელზეც პოლიტიკოსები როგორც წესი არ საუბრობენ...

- აბსოლუტური ლუსტრირება მოახდინა თავისი თავის. სააკაშვილის ნდობა არ შეიძლება. ან, როგორ ენდობოდნენ ჩვენი პარტნიორები ამ ადამაინს, რომელიც არაადეკვატურია და არ იცის სად რა განცხადება უნდა გააკეთოს. 27 ოქტომბერს დასრულდება კოაბიტაცია და ქვეყანა ჩადგენა ნორმალური განვითარების კალაპოტში.

რა უშლის ხელს გენერალურ პროკურორს, რომ გამოიძიოს ეს საქმეები, რომელზეც მართლაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესები?

- ნამდვილად არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არჩილ კბილაშვილი ღირსეული, განათლებული და პროფესიონალი ადამიანია, რომელიც მოტივირებულია გაიხსნას ყველა ის დანაშაული, რომელზეც არის საზოგადოებრივი ინტერესი და რომელზეც ათასობით საჩივარია შესული.

თუ სადმე დაბრკოლებაა, ეს გახლავთ იმის ბრალი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10 წლის განმავლობაში, ამ პროკურატურაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრაქტიკულად, ნორმალური სისხლის სამართლებლივი გამოძიების პროცესი არ იყო წარმოებული. დამერწმუნეთ, რომ გამოძიება და კრიმინალისტიკა ჩაკლეს, სერთოდ, ყველაფერი მიანდეს იმას, რომ ყველაფერს გადაწყვეტდა სასამართლო ისე, როგორც ეს სურდა პროკურატურას, მხოლოდ მოწმის ყალბი ჩვენებით, წამებით მიღებული აღიარებითი ჩვენებით, ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით და გაყალბებული ექსპერტიზებით. უსამართლობის მთელი ეს კასკადი იყო პროკურატურაში.

გნებავთ იგივე საკადრო საკითხი, რა თქმა უნდა, მთელი პროკურატურის სისტემის გამოცვლა ერთ დღეში შეუძლებელი იქნებოდა. სისტემის კოლაფსი არ შეიძლება გამოეწვია ხელისუფლების ცვლილებას, რადგან დანაშაული და კრიმინალი არსებობს. როგორ ფიქრობთ, თუ პროკურატურის სისტემა ჩამოიშალა, მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულს ხომ არ იძიებს ეს პტოკურატურა? სისხლის სამართლის დანაშაული ყოველდღიურად ხდება ამ ქვეყანაში.

თქვენი ოპონენტები თვლიან, რომ პოლიციის და პროკურატურის უმოქმედობაზე მეტყველებს ის, რომ იზრდება დანაშაული...

- სტატისტიკურად გაიზარდა გახსნის მაჩვენებელი და ზოგადად, შემცირდა წინა წლებთან შედარებით ჩადენილი დანაშაული. უბრალოდ, თუ საზოგადოებას იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ ჩვენი მოსვლის შემდეგ საერთოდ აქ იქნებოდა მიწიერი სამოთხე და დანაშაულს არავინ ჩაიდენდა, ამის მოლოდინი არავის არ უნდა ჰქონოდა. ცხადია, რომ სახელმწიფოში ყოველთვის ხდება დანაშაული.

რაც შეეხება პროკურატურას, რა თქმა უნდა გაასმაგებით უნდა იმუშაოს. სრულყოფილად აწარმოოს საქმეები, სასამართლოში წაიღოს იმდენად უტყუარი და მყარი მტკიცებულებები, რომ სასამართლოს არ დაუტოვოს არანაირი შესაძლებლობა, რომ მიიღოს ის განაჩენი და ის გადაწყვეტილება, რომელიც არაა სწორი. პროკურატურა ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს. იგივე ახალაიას გამართლებას ვგულისხმობ. ალბათ, ამ საქმიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ შეცვალონ თავისი მუშაობის სტილი. რაც 9 წელი ანგრიეს, ამის გამოსწორება 9 თვეში მოსთხოვო პროკურურატურას, სადაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კადრებში არის პრობლემა, ადამიანურ რესურსებში არის პრობლემა, არ იქნება მთლად გამართლებული.

თუ ეს ყველაფერი ადამიანური რესურსები პრობლემასთან არის დაკავშირებული, 27 ოქტომბრის მერე არ ექნება პროკურატურას ეს პრობლემა?

- შესაძლებელია, რომ 27 ოქტომბრის მერეც იყოს. მთავარია დაიწყონ სწორი საკადრო პოლიტიკა. იგივე სტაჟირებები ახალგაზრდების, რომლებიც გაუსვრელები არიან, რომლებიც არ ყოფილან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ სამსახურში ჩამდგარი. ჩამოაყალიბონ პროკურორების და გამომძიებლების ახალი გუნდი, სუფთა, გაუსვრელი და პროფესიონალების, რომლებიც საქმეს აწარმოებენ კვალიფიციურად და წაიღებენ სასამართლოში.

სასამართლომ კეთილი ინებოს და განაჩენი, რომელიც საქართველოს სახელით გამოაქვს, გამოიტანოს იმდაგვარი, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები. აღარ იქნება სააკაშვილი, აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატი ქვეყანაში და იმ მოსამართლემ, რომელიც თავისუფალია პროკურატურისგან, იხელმძღვანელოს იმ საქმის მასალებიდან რომელიც მას წინ უდევს. აქ ორივე მხარის პასუხისმგებლობაა, როგორც პროკურორების, ასევე მოსამართლეების.

თქვენ არ გაქვთ კითხვები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან? როცა ქრთამის აღების ფაქტზე აკავებენ სახელმწიფო მოხელეს და სასამართლო მათ გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს, მაშინ, როდესაც გვაქვს პრეცენდენტი, ერთი ქილა მაწვნის მოპარვისთვის არასულწლოვანს შეუფარდეს 6 წელი, არ გიჩნდებათ კითხვა - რატომ გახდა ასეთი „კეთილი“ სასამართლო?

- რა თქმა უნდა, მაქვს კითხვები, მაგრამ მომწონს ის გარემოება, როდესაც პატიმრობას გირაოთი უცვლიან ადამიანებს. იგივე ტრაქტორების საქმე ავიღოთ. პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა და პატიმრობა შეეცვალათ გირაოთი.

ტრაქტორების საქმეზე პროკურატურამ პოზიცია მხოლოდ მას შემდეგ შეარბილა, რაც ცნობილი გახდა იმ სკანდლაური წრილის შესახებ, რომელიც ჰამერბერგმა მისწერა გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს. სხვათაშორის, ამ წერილის ადრესატს ჰამერბეგისთვის პასუხი არ გაუცია...

- რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაეცა და ეს უნდა გაეთვალისწინებინა. იცით რა განსხვავებაა ჩვენს ხელისუფლებასა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის, მაშინ არავინ, არც ერთი პროკურორი, არ ითვალისწინებდა არავითარ დასაკვნას. რაც სურდა სააკაშვილს და ადეიშვილს, ის ხდებოდა. დღეს სხვა რეალობაა.

ბაჩო ახლაიას მიმართ ერთ-ერთ ბრალდებაზე დადგა გამამართლებელი განაჩენი, პროკურატურამ მას ბრალი ვერ დაუმტკიცა, ბრალი გამოუძიებელი წაიღო სასამართლოში. ფაქტიურად, ჩვენ ხომ ვიცით რას აკეთებდა ახალაია...

- ვნახოთ, სხვა ბრალდებებში რა მოხდება და მინიმუმ, უნდა დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს განაჩენს. პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს და კბილაშვილი უთითებს, რომ წარდგენილი მტკიცებულება იძლეოდა საფუძველს, რომ გამოსულიყო გამამტყუნებელი განაჩენი. დაველოდოთ მეორე ინსტანციას, ვნახოთ რა მოხდება. თუ სასამართლომ რაღაც ნაწილში გაამართლა და რაღაც ნაწილში გაამტყუნა, მაშინ მე შემეძლება ვთქვა, რომ სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რის საფუძველსაც აძლევდა ბრალდების მტკიცებულება. როგორ შეიძლება მთელი ეს ბრალდება იყოს უსაფუძვლო და არაფერი არ უმტკიცდებოდეს, როცა ამდენი ეპიზოდია? ისიც ცოტა წარმოუდგენელია, რომ ყველაფერი უმტკიცდებოდეს.

პროკურატურა ამბობს, რომ ის მართალია, დაცვა ამბობს, რომ მოწმეები კარნახით აძლევდნენ ჩვენებებს და გვყავს კიდევ მოსამართლე, რომელიც დანიშნულია სააკაშვილის მიერ და ამ მოსამართლის მეთაური არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც არის უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის ძმა. ეს რეალობა მიჩენს ეჭვებს, მაგრამ დაველოდოთ განაჩენს. დღეს პროკურატურას მოსამართლეებზე არ აქვთ გავლენა და კეთილი ინებონ და განთავისუფლდნენ ამ ზეგავლენისგან. გადაგეს კბილაშვილის ძახილი არის ყველაზე მარტივი. ალბათ, ამ ადამიანებს დაავიწყდათ როგორი იყო ადეიშვილი. ჰუმანური პროკურორი, რომელიც პასუხობს კითხვებს და არ იმალება, ასეთი პროკურორი მათთვის მიუღებელია.

იქ იყო იური ვაზაგაშვილი, ის ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელები დააწინაურეს და ისევ სისტემაში არიან...

- ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მე როგორც დეპუტატს მომეცემა საშუალება შევხდე არჩილ კბილაშვილს და პირადად ვკითხავ ვაზაგიშვილის და გამცემლიძის საქმეზე. ამ საქმეების გამოძიებას ვითხოვდით წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა მაინტერესებს, რა ხდება ამ საქმეში და ამ კითხვის დასმის შესაძლებლობა მაქვს პროკურატურასთან.

დაიწყო პრეზიდენტის დევნის ღონისძიება. უმცირესობა თვლის, რომ ეს არის „ქართულ ოცნების“ მიერ ორგანიზებული აქცია. რეალურად ასეა?

- ასეთი აქციები რამდენიმე წლის წინათაც იმართებოდა. კახა მიქაია წლებია ოპოზიციაშია და მუდმივად აქტიურ ბრძოლაში იყო ეს ადამიანი, როდესაც ჯერ კიდევ „ქართული ოცნება“ არ იყო როგორც პოლიტიკური ძალა. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი მათი მხირდან, რომელიც დასავლეთის თვალში მათ წარმოაჩენს, თითქოს, დევნილ პოლიტიკურ ძალად. დევნა და ჩაგვრა ის იყო რაც ხდებოდა შარშან. დღეს მათ პრობლემა არ აქვთ. ყველა კანდიდატსც აქვს შესაძლებლობა, რომ ნორმალურად აწარმოოს საარჩევნო კამპანია.

ადამიანებს ჩევნ ვერ ავუკრძალავთ პლაკატის დაჭერას და რაღაც შეძახილს. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი გამომხატველი პროცესი. ჩვენ ვერ დავიწებთ ადამიანებისთვის პოზიციის გამოხატვის აკრძალვას. ყველაზე მეტად „ქართული ოცნებაა“ დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად. ჩვენ ვართ ხელისფლებაში და ჩვენ ვაგებთ პასუხს ამ ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ იმა, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და დაძაბულობა.

„ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან არსებობს მცდელობა იმისა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ქვეყანაში?

- ცხადია, ეს უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მოირგონ დევნილი პოლიტიკური ძალის იმიჯი, რომ აი, თურმე, როგორ დევნიან. არ ვიცი, რომელიმე მათგანი შეიძლება გაიქცეს და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს. ასეთი დაძაბულობა მათ აწყობთ, ეს მათთვის ხელსაყრელია, მაგრამ ამას ჩვენ არ წამოვეგებით. მიმაჩნია, რომ 27 ოქტომბერს, ვისაც მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენმა ამომრჩეველმა, ეს არის გიორგი მარგველაშვილი. ამითი დასრულდება მიშიზმი, „ნაციონალური მოძრაობა“ და წავალთ ნორმალური განვითარებით, სამართლიანობის დამკვიდრებას ვერაფერი აღუდგება წინ.

მათ შორის დასრულდება კოაბიტაცია?

- დიახ დასრულდება. გულწრფელად გეტყვით, ყველაზე მეტად რაც მანერვიულებს და მაღიზიანებს ზოგჯერ, ეს არის ის კოაბიტაცია, რაშიც ჩვენ ავღმოჩნიდით იმ რეალობის გათვალისწინებით, რა რეალობაც დაგვიდგა 1 ოქტომბრის შემდეგ.