თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ახმედ ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ახმედ ო. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში, ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 132 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).