ვინ გახდენა NATO-ს მეთოთხმეტე ხელმძღვანელი, რომელიც ვაკანტური ოქტომბერში გახდება? ახალი გენერალური მდივანი 30-ვე ქვეყნის მთავრობამ კონსენსუსით უნდა დაამტკიცოს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ინტერესები, წარმომავლობა და პოლიტიკური დღის წესრიგი, ასევე - კანდიდატის წარმოშობის ქვეყნის სამხედრო და დიპლომატიური მნიშვნელობა.
NATO-ს მოქმედი გენარალური მდივანი, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი, 2005-2013 წწ-ში ხელმძღვანელობდა ნატოს, 2014 წლის 1 ოქტომბერს კიდევ ერთი ვადით გაუგრძელდა ამ თანამდებობაზე ყოფნა. სტოლტენბერგმა სპიკერის მეშვეობით თებერვალში განაცხადა, რომ კონტრაქტის განახლებას აღარ აპირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, განცხადების მიუხედავად, შეიძლება ვადა 2024 წლის აპრიალამდე გაიხანგრძლივოს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი კი არის ის, რომ დღევანდელ ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში საკადრო საკითხები უკვე ზედმეტი იქნებოდა და ამას ისიც ადასტურებს, რომ ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომლის დაკავებაც იენს სტოლტენბერგს სურდა, ამ ეტაპზე ვაკანტური აღარ არის.
იენს სტოლტენბერგის შემცველელის შესახებ მიდიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ნატოს ისტორიაში შეძილება გენერალური მდივანი ქალი გახდეს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით ნატოს დიპლომატი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ფსონს დებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ქალზე, რომელსაც ახლა რუსეთი ემუქრება.
საუბარია ესტონეთის ამჟამინდელ პრემიერ მინისტრს, კაია კალასს ან ლიეტუვის მთავრობის მეთაურის, ინგრიდ შიმონიტეზე. ასევე ნახსენებია სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა. ამ ქვეყანას აქვს პირდაპირი საზღვარი უკრაინასთან. მისი კანდიდატურა შეიძლება განიმარტოს, როგორც სოლიდარობის აქტი. გარდა ამისა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე აქტიურად განიხილება როგორც ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კანდიდატურა, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს გახდეს მეთოთხმეტე გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგის მემკვიდრემ უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრულობა და ინტერესთა ბალანსი, ხელი შეუწყოს კონსენსუსს ნატოს 30 წევრს შორის. ამასთან აუცილებელია, რომ ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი წარსულში უნდა იყოს სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური, აუცილებელია, რომ კანდიდატს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ვაშიგტონთან, რომელსაც ეკუთვის საბოლოო სიტყვა.
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პასიური ნატო მოითხოვს გარდაქმნას და თვლის, რომ თუ ჯონსონი მოვიდა ნატოს ხელმძღვანელად, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად შეიცვლება ნატო გააქტიურებისკენ. მისი თქმით, სტოლტენბერგი არ იყო ცუდი ხელმძღვანელი, რომელიც მუდმივად მოუწოდებდა ნატოს წევრ ქვეყნებს გააქტიურებისკენ და სამხედრო ბიუჯეტის გაზრდისკენ. თუმცა თვლის, რომ ის ავტორიტეტი, რომელიც, ზოგადად, ქვეყანას აქვს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მოქმედებდა ამ მიმართულებით.
„ვთვლი, რომ ახალ რეალობას ახალი ხელმძღვანელი სჭირდება. რაც შეეხება ბორის ჯონსონს და რა შეიძლება შეიცვალოს ნატოს ტაქტიკაში - უფრო აქტიური გახდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ გაიზრდება ნატოს ყოფნა შავ ზღვაში, გააქტიურდება ნატოს სამხედრო წვრთნები, დახმარება პარტნიორი ქვეყნებიდან და არ არის გამორიცხული, რომ ფინეთის და შვედეთის შემდეგ ისევ დაიწყოს საუბარი გაფართოების ტალღაზე. თუ ჩვენ ამ დროისთვის ვიქნებით აქტიურები, არაა გამორიცხული, ჩვენც რაღაცა შეგვეხოს. წინასწარ ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ვთვლი, რომ ის ნატო აღარ იქნება, რომელიც იყო“, - აცხადებს კაპანაძე.
კითხვაზე, რა უშლიდა ხელს სტოლტენბერგს, რომ გაეზარდა ნატოს ყოფნა შავ ზღვაში და უფრო აქტიური ყოფილიყო ნატოს გაფართოების პოლიტიკა, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ, ზოგადად, გარემოება იყო რთული.
„არავინ არ ელოდება ამ დიდ ომს, ყველა ფიქრობდა, რომ დამთავრდა ის დიდი ომები, იყო ჰიბრიდული ომები და იქნებოდა მხოლოდ საექსპედიციო ომები და არა ევროპაში და ამ მასშტაბის. გარდა ამისა, მნიშვნელობა იმასაც აქვს, რომელ ქვეყანას წარმოადგენდა. კი, სტოლტენბერგი ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს ნატოში - ნორვეგიელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი წონა არ იყო ის წონა, რაც შეიძლება ჰქონდეს ბრიტანეთის, ან გერმანიის წარმომადგენელს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.
იქიდან გამომდინარე, რომ ნატომ არასაკმარისად გამოიყენა თავისი რესურსები იმისათვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რაც განხორციელდა საქართველოს მიერ სხვადასხვა გლობალურ აქციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შედეგად, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ნატომ თავისი ფუნქცია საქართველოსთან მიმართებაში ვერ შეასრულა, ისევე როგორც უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, კუხალაშვილი ფიქრობს, რომ გარკვეული წარუმატებლობები რომელიც სტოლტენბერგს გააჩნია თავის მოღვაწეობისას, არის იმის შესაძლებლობა, რომ თანამდებობა დატოვოს.
„რა უნდა შეიცვალოს ნატოს ტაქტიკაში - ნატოს და მის ქვეყნებს გააჩნია საკმაოდ მყარი და ძალიან მაღალი დონის სადაზვერვო სამსახურები, შესაბამისად - სადაზვერვო ონფორმაციები, მათ შორის ტექნიკური დაზვერვის კუთხით. აქედან გამომდიანარე ნატო უნდა უზრუნველყოფდეს მშვიდობაზე ხელშეწყობას.
დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს ძალიან დიდი ხნით ადრე გააჩნდა ინფორმაციები უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოსალოდნელი საომარი მოქმედებების შესახებ. ვფიქრობ, რომ ნატოს მხრიდან არ გატარდა სათანადო და საკმარისი ღონისძიებები, რომ ამ დონის კონფლიქტი თავიდან ყოფილიყო აცილებული. ვფიქრობ, ნატოს ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული კონფლიქტი თავიდან აერიდებინა. ან, ძალიან უმოკლეს ვადაში მოეხდინა მისი დასრულება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, სტოლტენბერგს ერთხელ უკვე გაუგრძელეს ნატოს გენერალური მდივნად ყოფნის ვადა და შესაბამისად, ვადის გაგრძელებამ ნატოზე არ იმოქმედებდა დადებითად.
„რა გამოდის, სტოლტენბერგის გარდა კანდიდატები არ ჰყავთ? ასეთი აღქმები შეიძლება ჩამოყალიბდეს, მით უმეტეს, რომ კანდიდატები უკვე გამოიკვეთა - ბორის ჯონსონი, ურსულა ფონ დერ ლაიენზეც არის ლაპარაკი და ჩემი დაკვირვებით, არის იმის მზაობა, რომ ნატოს ჰყავდეს ახალი გენერალური მდივანი, რომელიც შეიძლება უფრო მიმწოლი და ხისტი პოლიტიკის გამტარებელი იყოს, თუნდაც უკრაინის ომთან მიმართებაში, რუსეთთან დაკავშირებით და უფრო მეტად მოახდინოს ნატოს წევრების კონსოლიდაცია და მათ შორის მერყევი წევრების.
ნატომ ამ სიტუაციაში აჩვენა, რომ კრიტიკულ სიტაუაციებში მაინც შესწევს კონსოლიდაციის უნარი, რადგან, პრაქტიკულად, ნატოს წევრი ქვეყნებიდან არც ერთს არ დაუხევია უკან უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხში. შეიძლება მათგან მეტს ელოდნენ, მაგრამ გაიღეს ის, რაც შეეძლოთ, ისე, რომ მათი უსაფრთხოება არ დაეზიანებინათ. ვფიქრობ, რომ უფრო დიდი ალბათობით, ნატოს გენერალური მდივანის თანამდებობაზე ახალ პერსონას ვიხილავთ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.