„გარყვნილი ქალი რომ დაბერდება და დაიწყებს პატიოსნებაზე ლაპარაკს, ასე ემართებათ ნაციონალებს, რომლებიც შალვა რამიშვილს ჩაქოლვას უპირებენ“

„გარყვნილი ქალი რომ დაბერდება და დაიწყებს პატიოსნებაზე ლაპარაკს, ასე ემართებათ ნაციონალებს, რომლებიც შალვა რამიშვილს ჩაქოლვას უპირებენ“

პირველი ქვა „ნაციონალებმა“ ისროლეს და 21-ე საუკუნეში ახალი აღთქმის ერთი დეტალი გააცოცხლეს, როდესაც იუდეველებს მრუშობაში დადანაშაულებული ქალი შეეპყროთ და ფიქრობდნენ, მოსეს კანონმდებლობის მიხედვით, ქვით ჩაექოლათ იგი, იესო ქრისტემ მათ მოუწოდა, პირველი ქვა იმან ესროლოს, ვინც თავს უცოდველად მიიჩნევსო. ქრისტეს ნათქვამის შემდეგ ყველა იუდეველმა სასჯელის აღსრულებაზე უარი განაცხადა, ეს ისტორია კი კაცობრიობისთვის დიდაქტიკური შინაარსის აღმოჩნდა.

ქალთა მიმართ ძალადობას გამართლება არ აქვს და ქალებს სრული უფლება აქვთ, მოძალადენი ამხილონ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალები ერთი-მეორის მიყოლებით დაირაზმნენ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლებმაც ისარგებლეს და გამოფხიზლდნენ.

რატომღაც „ნაციონალები“ გმობენ ქალების მიმართ ჩადენილ უმსგავსო ქმედებას და ავიწყდებათ, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს და რატომ არ ინდობდნენ არც ქალებს, არც მამაკაცებს, არც ბავშვებს სქესის განურჩევლად, განსაკუთრებით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობას ადგილი ჰქონდა მაშინდელი რეჟიმის მიერ შექმნილ ციხეებში.

არავის დავიწყებია, როგორ ღირსების შემლახავ ვითარებაში დაიღუპა სერგო თეთრაძე, როგორ ართმევდნენ წილებს ბიზნესმენებს და მათი ოჯახის წევრ ქალბატონებზე როგორ ძალადობდნენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ შალვა რამიშვილის მიმართ ისტერიული კამპანია მიმდინარეობს, რასაც მდინარაძე „პოსტივის“ მზარდი რეიტინგით ხსნის, რამაც „ნაცმედიის“ ყველაზე პოპულარულ „მთავარ არხსაც“ გადაუსწრო. მდინარაძის თქმით, ძალადობის ფაქტებს დამტკიცება სჭირდება.

ირაკლი კობახიძეც მიიჩნევს, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა. კობახიძე ამბობს, რომ „პოსტივი“ გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს, რის გამოც დაიგეგმა პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ.

„კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს“,-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სექსუალურ თემებთან დაკავშირებით ატეხილ სკანდალს მორალურად გაუმართლებლად მიიჩნევს „ნაციონალების“ და ცალკეული არასამთავრობოების მხრიდან.

„ამასთან დაკავშირებით მახსენდება, ქალი რომ დაბერდება და დაიწყებს პატიოსნებაზე ლაპარაკს, მაშინ ვხვდები, რომ, ბოდიშით და, „დიდი ბო…ური წარსული“ ჰქონდა მას. როგორც წესი, სიბერეში ზოგიერთი ასეთი ქალი პატიოსნებას თამაშობს, არ მოსწონს ახალგაზრდა გოგონები, ვაიმე, ეს გოგონები რა ცუდად იქცევიან, უიმე, სიგარეტს როგორ ეწევიანო. ჩემი ჰობია ფსიქოლოგია და მაშინვე ვხვდები, რომ ასეთი ქალები ახალგაზრდობაში მაგარი ნატარები იყვნენ. ისინი „პატიოსნები“ ხდებიან სიბერეში, როცა აღარავის უნდა. კარგით რა, ვინ დაიწყო მორალისტობა, თანაც მარტო შალვა რამიშვილის ძალადობას ხედავენ ქალის მიმართ და სხვების ძალადობას ვერ ამჩნევენ?! ყველას ჩვენი ცოდვები და შეცდომები გვაქვს, ყველამ ჩაიხედოს თავის სულში. რომელი მორალისტები ეგენი გამომივიდნენ. მანიაკი შალვა რამიშვილიო რომ იძახიან და ლამის ჩაქოლვას უპირებენ ეგ მართლა მანიაკები“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი for.ge-სთან საუბარში.

ლევკოთეა ნაციონალები და მათი ქალები რაც არიან, გასაგებია. ნაცების ამორალურობაზე ასობით ტომი დაიწერება.
მაგრამ რამიშვილი როგორი მორალის და ღირებულებების ადამიანია, ესეც ვიცით. რადგან ნაცებს უპირისპირდება, არ ნიშნავს, რომ ზნეობრივი მაგალითის ნიმუშია.
პირადად ჩემთვის, სამსახურეობრივი მდგომარობის გამოყენებით (ანუ, ფინანსურად მოწყვლადობის გამო), ადამიანის იძულება მისთვის მიუღებელი ნაბიჯების გადადგმაზე, უმდაბლესი საქციელია.
1 წლის უკან
ცუგო- ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ შალვას რა ეპითეტებითაც აქვს თავისი თავი გაკიცხული, მსგავსი თვითკრიტიკა ტელევიზიით იშვიათად გამიგია.
1 წლის უკან