ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, კოლექტიური დასავლეთის დიალოგის სივრცე პუტინთან ჩაიჭრა. დარჩა მხოლოდ თურქეთი, სადაც რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა, 27 აპრილს ჩავიდეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ლიდერი, შესაძლოა, თურქეთში „როსტომის“ მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის, Akkuyu-ს გახსნაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდეს.
თურქეთი ის გამონაკლისი სახელმწიფოა, სადაც ვლადიმერ პუტინმა გარანტირებულად იცის, რომ არ დააკავებენ. რადგან, თურქეთს რომის წესდების რატიფიცირება არ მოუხდენია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს. შესაბამისად, თურქ სამართალდამცავებს არ მოეთხოვებათ პუტინის დაკავება მას შემდეგ, რაც სასამართლომ, 2023 წლის 17 მარტს მისი დაკავების ორდერი გასცა.
ჩინეთ-რუსეთ-ირანის და ინდოეთის დაახლოვების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ ომი მის მიწაზე არ იყოს, რასაც ერდოღანის განცხადებით, ზოგიერთი დასავლური ძალა ითხოვს. გარდა ამისა, თურქეთის პირველი პირი აცხადებს, რომ მისი მიზანია, უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და მყარი მშვიდობა იყოს მიღწეული.
„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, რომელიც ხასიათდება კრიზისებითა და ომებით. ამ რთულ პირობებში ჩვენ შევძელით, აგვეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთი და ამას მოფრთხილება სჭირდება. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ომი ჩვენს მიწაზე არ მოვიდეს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანია, უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და მყარი მშვიდობა იყოს მიღწეული. იმედი მაქვს, რომ ეს ომი ჩვენი მტკიცე შუამავლობით დასრულდება“, - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
რას ემსახურება ედოღანის ეს განცხადება, რომლიც სულ რამდენიმე დღის წინ კატეგორიულად ითხოვდა რუსეთის ლიდერისგან უკრაინაში ომის დასრულებას, რთული ამოსახსნელი სულაც არაა. 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. თურქეთის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდება, მაგრამ ერთ რამეზე თანხმდებიან - ერდოღანი უნდა წავიდეს. ერდოღანი, რომ უნდა წავიდეს ამაზე ერთიანი არის დასავლეთიც.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, დასავლეთის არც ერთი ქვეყანა, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოები, ასე პირდაპირ ომში არ არიან ჩართული რუსეთთან, თუმცა უკრაინას ინტენსიურად აწვდიან იარაღს, წვრთვნიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეხმარებიან იმაში, რომ უკრაინამ შეძლოს ომის გაგრძლება და არ დანებდეს. შესაბამისად, ანალიტიკოსის შეფასებით, თურქეთისგან თუ რამეს ითხოვდნენ, სავარაუდოდ ითხოვდნენ იმას, რომ მასაც ისეთივე ინტენსივობით, როგორც ნატოს დანარჩენი წევრები, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის.
„სავარაუდოდ თურქეთისგან მოითხოვდნენ, რომ მას მეტი ბაირახტარი - უპილოტო თვითმფრივანი მიეწოდებინა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა მიაწოდა უკრაინას გარკვეული რაოდენობა დრონებისა და ამ დრონების მწარმოებელი ქარხანაც გახსნა და, ალბათ, თურქეთისადმი იქნებოდა თხოვნა, რომ სრულად ჩართულიყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, რომ თურქეთის ტერიტორიების გავლით რუსეთში არ მოხვედრილიყო ის ტვირთები, რომელიც ექვემდებარება სანქციებს, ან აქვს ორმაგი დანიშნულება.
სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ისიც მინდა ვთქვა, რომ საქართველოს თუ უყენებენ პრეტენზიას სანქციების გვერდის ავალაში, ერთ-ერთი პრეტენზია სწორედ ის არის, რომ თურქეთიდან შემოსული გარკვეული სახის ტვირთები, რომელზედაც არსებობს ეჭვი, რომ რუსეთმა ისინი შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს, გადის საქართველოს ტერიტორაზე, საუბარია შემოვლით გზებზე. გასაგებია, რომ თურქეთი მსხვილი სახელმწიფოა და მასთან ხმამაღალ ტონებში ლაპარაკი ცოტა არ იყოს რთულია, საქართველოსთან ადვილია“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
ზაალ ანჯაფარიძე არ გამოვრიცხავს, რომ ერდოღანის ეს განცხადება უკავშირდებოდეს წინასაარჩევნო მოსაზრებებს. გარდა ამისა, ერდოღანს მოლაპარაკეკები ჰქონდა პუნტინთან რამდენიმე დღის წინ და ხისტი ტონით მოსთხოვა, რომ შეეჩერებინა ომი უკრაინაში, არის ინფორმაცია, რომ 27 აპრილს პუტინი გეგმავს თურქეთში ჩასვლას. მისი თქმით, როგორც ჩანს, მწიფდება რაღაცა კომბინაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში ომი შეჩერდეს.
„არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა დასავლეთის ჩუმი თანხმობით. იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, კოლექტიური დასავლეთის დიალოგის სივრცე პუტინთან ჩაიჭრა. შესაბამისად, დარჩა თურქეთი, რომელსაც დიალოგის ხიდები ჯერ კიდევ არ დაუწვავს რუსეთთან. ვფიქრობ, რომ რაღაცა მცდელობასთან გვაქვს საქმე, რომ ეს ომი უკრაინაში რაღაცნაირად შეჩერდეს. მაგრამ, ეს დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, მომდევნო 2-3 თვეში როგორ განვითარდება პროცესები უშუალოდ უკრაინის ფრონტზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
ერდოღანის ხმამაღალ ამბიცებს საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე, რომლის განცხადებით, ერდოღანს არ აქვს მყარი პოზიცია და ახლა ყველაფერს გამოიყენებს იმისთვის, რომ თავისი პოზიცია გაამყაროს.
„არსად არ გაჟღერებულა, რომ თურქეთს სთხოვენ ომში ჩამბას. შეიძლება იგულისმა ის, რომ იარაღის მიწოდება სთხოვეს, მაგრამ არასად არ გაჟღერებულა, რომ რომელიმე ნატოს წევრ ქვეყანას მოუწოდებდნენ ომში ჩართვას. გერმანიას და ბრიტანეთს არ სთხოვენ ომში ჩართვას - პოლონეთს არ მოუწოდებენ და რუმინეთს, რომლებიც საზღვარზე არიან და თურქეთს რატომ მოუწოდებნენ ვერ გეტყვით. ახლოვდება არჩევნები და იქნება ძალიან ბევრი პიარსვლა“, - მიიჩნევს კაპანაძე.
მისივე შეფასებით, თურქეთის მიზანია ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყოს, რომელიც ცდილობდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა პუტინი და ზელენსკი, რაც არ გამოუვიდა. ასპარეზზე ჩინეთის გამოსვლა ერდოღანისთვის ნიშანია იმისა, რომ შეიძლება თურქეთი დაივიწყონ.
„ამიტომ ცდილობს ისევ გამოვიდეს საჯაროდ და ისევ გამოჩნდეს რადარებზე როგორც მედიატორი, ყველაფერი ეს ალბათ, მაინც უკავშირედება არჩევნებს. შეძლებს თუ არა მედიატორის როლის შესრულებას - ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოლაპარაკება შედგება, შედგება დასავლეთის მედიატორობით და დასავლეთის მოთხოვნით. იმიტომ, რომ დღეს მე ვერ ვხედავ რაზე შეიძლება უკრაინა ელაპარაკოს რუსეთს? რაც შეეხება თურქეთის პოზიციას, ყველაფერს შევხედოთ საარჩევნო თვალით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის განცხადებით, თურქეთი წარმოდაგენს უცხო ქვეყნების სადაზვერვო ზეგავლენის ობიექტს და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ თურქეთში იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა, რაც უცხო სახელმწიფოების საერთო ინტერესებიდან გამომდინარეობდა. კუხალაშვილი ფიქრობს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ითვალისწინებს ამ გარემოებებსაც და ითვალისწინებს თავისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, მათ შორის საარჩევნო კამპანიას.
„ეს სამივე მიმართულება არის გათვალისწინებული პრეზიდენტ ერდოღანის მიერ. განცხადება იმისა, რომ თურქეთის ომში ჩართვა უნდათ, მე არ ვფიქრობ, რომ არის აბსურდული. ზოგადად, ის, ვინც მართავს ამ პროცესს და თვითონ უკრაინაც, დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაერთოს ამ საომარ მოქმედებებში. ამ მიმართულებით მოღვაწეობს როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე უკრაინა. ორთავე ქვეყანას, როგორც საომარ მოქმედებებში მონაწილე ქვეყანას, აქვს ინტერესი, რომ თავის მხარეზე გადმოიყვანოს კონკრეტული სახელმწიფოები, რომ გაატარონ თავისი ინტერესები. სავარაუდოდ, გამოდის, რომ თურქეთის სტრატეგიული ინტერესებში არ შედის რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“, - ამბობს კუხალაშვილი.
ექსპერტი ფიქრობს, რომ თურქეთის პრეზიდენტის განცხადება თუნდაც იყოს დეზინფორმაციული ხასიათის, აუცილებლად უნდა გახდეს საქართველოს სპეცსამსახურების მყარი ანალიზის საფუძველი.
„არ გამოვირცხავ და ალბათობის მაღალი ხარისხით შემიძლია ეს ვერსია ჩავთვალო მისაღებად - თურქეთზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რომ ის რაღაცა ფორმით ჩართულიყო ომში რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგოდ. არსებობს უამრავი მიმართულება, რომელიც ესაჭიროება საომარ მოქმედებებში ჩართულ მხარეებსაც და მის მაპროვოცირებელ მხარეებსაც. ამიტომ, თურქეთი გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა და ყველაფრის გამოყენება, რაც საომარი მოქმედებებისთვის იყო მიზანშეწონილი, შესაძლებელია განხორციელებულიყო თურქეთის მხრიდან, მათ შორის მისი ტერიტორიის გავლით, ან გამოყენებით“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
ცოტაცა ცოტაცა და ამ კოლუმბს ზუსტად ესე მოუვა .. მალე მაგას უკვე ყველა დიდ ნივრიანს დაადებს.... თანაც ძალიან დიდ ნივრიანს
მაგრამ მაინც ......დაჩქარება საჭირო, დაჩქარება თორე კოლუმბი უკვე ტარანზე გადადის---გრძნობს თავის აღსასრულს და შემოდგომის ბუზივით იმიტომ იკბინება ასე მწარედ, თანაც ყველგან--დაჟე მთელ მსოფლიოში
ისე ჩინეთთან კოლუმბის ჭიდაობა ძალაინ საინტერესო იქნებოდა
......არა ... ბრძოლა წესების გარეშე მაგან აქამდეც იცოდა, მაგრამ ეხლა უკვე მთლად ტარანზე გადადის, ტარანზე...
ხოოდა იმედია ტრამპი კოლუმბს კაი დიდ ჩიტსაც დააჭერინებს...