„გაბრიელ გარსია მარკესის „პატრიარქის შემოდგომა“ გავიხსენოთ, ყოფილი დიქტატორები, რომლებსაც აუშენეს კლდეზე შენობა, იქიდან ყოველ გემს უყურებდნენ და სიკვდილამდე ელოდნენ, რომ მივიდოდა გემი, რომელიც მათ გაათავისუფლებდა და თავის ადგილას დააბრუნებდა. როგორც ჩანს, ეს ავადმყოფობა დიქტატორებს აქვთ. სააკაშვილიც არ არის გამონაკლისი, ზუსტად ამიტომაც ელოდება გემს, რომელიც გაათავისუფლებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.
ისტორიას ახსოვს უცნაურობები, 1939 წელს ჰიტლერიც დასახელდა ბევრად უფრო პრესტიჟულ ნობელის პრემიაზე ნომინანტად, ნობელიანტ კანდიდატებს შორის ყოფილა პუტინიც, რომელიც დასახელდა მის მიერვე მოწამლულ ნავალნისთან ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ ამ ადამიანებმა ჯილდო მიიღეს, უბრალოდ, საკმაოდ ფართო სპექტრს შეუძლია წარადგინოს ნობელანტი კანდიდატი. თქვენ, როგორც უფლებადამცველმა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია სააკაშვილის „ნულოვანი ტოლერანტობა“, როგორ აღიქვით ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ გადაცემული არც თუ ისე პრესტიჟული ჯილდო სააკაშვილისთვის? სხვათა შორის, ამ ჯილდოს აღების შემდეგ სააკაშვილს თავის მართლება მოუწია, რომ ქართველები კი არ დაუხოცავს, არამედ რუსი ინტერვენტები.
- რუსი ინტერვენტები სააკაშვილს არ დაუხოცავს, ესეც მორიგი სიცრუეა მისი მხრიდან. სხვათა შორის, ზუსტად იმ პერიოდში სააკაშვილის ავანტიურის, სულელური ნაბიჯის გამო სამაჩაბლოში ტრაგედია რომ დატრიალდა, მე ვუყურებდი იქითა მხარესაც რა ხდებოდა. არასოდეს დამავიწყდება პატარა გოგონა, რომელიც რუსულად ამბობდა, ღმერთო, გააკეთე ისე, რომ აღარ დაგვმბომბონო. არასოდეს დამავიწყდება იქაური მაცხოვრებლები, რომლებიც სარდაფებში იყვნენ შეფარებულნი, მე ვხედავდი ოპერაციაგაკეთებულ კაცს ჭრილობებზე მატლი ესეოდა. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, ცოცხალ ადამიანს მატლი ესეოდა. მე ვნახე ის კადრებიც, მოხუცი ქართველი ქალი რომ ჰყავდათ შეფარებული. ჩვენსას რომ დავინახავთ, ისიც უნდა დავინახოთ, იქითა მხარეს რა ხდებოდა. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მაგრამ ავანტიურა მისი სისულელის გამო მოხდა. დღეს კიდევ თავს იმართლებს, ასობით ინტერვენტი დავხოცეო, აქეთა და იქითა მხარეს რაც მოხდა, ეს მის ნამუსზეა და მის სულს დააწვება სიმძიმედ.
მახსოვს ის პერიოდიც, როცა ვარდების რევოლუცია მოხდა და დაიწყო სისასტიკე. პირველად 2004 წლის თებერვალში ავიმაღლე ხმა, სულ რამდენიმე თვის შემდეგ ვარდების რევოლუციიდან. ან როგორ უნდა დამავიწყდეს, როდესაც კასპში ორი ძმა მოკლეს და მამა იდგა და ორ შვილს გლოვობდა. როგორ უნდა დამავიწყდეს, სააკაშვილი სპეცოპერაციობანას რომ თამაშობდა და ორსული ქალი დაიღუპა მაშინ ქუთაისში. სხვათა შორის, არასამთავრობო სექტორში უფლებადამცველებს რომ ვეუბნებოდი, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, მპასუხობდნენ, ეს პოსტრევოლუციურიაო. ვპასუხობდი, არ შეიძლება პოსტრევოლუციური იყოს მკვლელობა-მეთქი, ვამბობდი, თუ ისინი მოძლიერდნენ და ეს სისასტიკე დაკანონდა, თუკი ახლა გავუტარებთ ამ სისასტიკეს, დრო მოვა და ყველას გაგვაჩუმებენ. მართლაც ასე მოხდა, სისტემური გახდა ეს ყველაფერი.
გული მწყდება იმაზე, რამდენად ძლიერი ყოფილა დასავლეთის ზეწოლა, კოაბიტაცია ჩვენ გვაიძულეს, თორემ სისტემური დანაშაულის გამოკვეთა პრობლემას არ წარმოადგენდა. თუნდაც ციხეებში მიღებული დაზიანებების მეშვეობით უნდა გამოეკვეთათ სისტემური დანაშაული. მექანიზმიც ვიცოდი, როგორ უნდა გამოკვეთილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ კასრების კადრებიც კი, რომლის ნახვის შემდეგაც ბევრი უცხოელი ცუდად გახდა, დღეს მივიწყებულ იქნა, იმ უცხოელებმა ეს ყველაფერი დაივიწყეს. აქედან გამომდინარე, საოცრად უსამართლოა დღევანდელი ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. რატომღაც ჩვენს ნეოლიბერალებს ჰგონიათ, რომ უცხოელები მათიანები არიან, სინამდვილეში, მათიანები კი არ არიან, არამედ ყველანი პოსტსაბჭოურობის ტაფაში ვიხარშებით. ეს დისკრიმინაციაა, რომ რაც ევროპაში დანაშაულად ითვლება, საქართველოში დანაშაულად არ გვითვლიან თავად ეს ევროპელები, დამნაშავეს გმირად აქცევენ, ეს არის საოცარი დისკრიმინაცია. ამას ევროპისგან არ ველოდით.
ჩვენ საბჭოთა დროში ვცხოვრობდით, ვოცნებობდით, საბჭოეთიდან გამოვსულიყავით და სამართლიანობისკენ წავსულიყავით, მაგრამ ევროპიდან დავინახეთ უსამართლობა და საშინელი დისკრიმინაცია.
ე.წ. კასრების საქმე ახსენეთ. იქნებ, დასავლეთი იმიტომაც გვთავაზობდა სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი კადრების განადგურებას, რომ თავიდანვე გათვლილი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება მცირეხნიანი ტაიმაუტის შემდეგ. იქნებ, ამ საქმეების განადგურებით დასავლეთი მხოლოდ იმას არ ფიქრობდა, რომ ეროვნული შერიგება მომხდარიყო და საქართველოში შიდა სამოქალაქო დაპირისპირება არ დაწყებულიყო და მიშას გამოყენება კიდევ უნდოდათ. თუმცა ერთიცაა, ეროვნული შერიგება როგორ მოხდება, თუკი დამნაშავეს არ მიეზღვება, რადგან დოსტოევსკის არ იყოს, დანაშაული სასჯელის გარეშე განმეორებადია. იქნებ, რეალურია ბაიდენის ნათქვამი, რომ დიქტატორები უკან ბრუნდებიან და მათი მადა ძალაუფლების მიმართ უფრო იზრდება. რეალურად, ეს სიტყვები ბაიდენმა პუტინზე თქვა, მაგრამ ყველა დიქტატორს მიესადაგება.
- ახლა გამახსენდა მარკესის „პატრიარქის შემოდგომა“, ყოფილი დიქტატორები, რომლებსაც აუშენეს კლდეზე შენობა, იქიდან ყოველ გემს უყურებდნენ და სიკვდილამდე ელოდნენ, რომ მოვიდოდა გემი, რომელიც მათ გაათავისუფლებდა და თავის ადგილას დააბრუნებდა. როგორც ჩანს, ეს ავადმყოფობა დიქტატორებს აქვთ. სააკაშვილი რა გამონაკლისია? სხვანაირად ვერ გახდებოდა ისეთი, როგორიც იყო. ასეთი ტიპაჟი რომ არის, ზუსტად ამიტომაც ელოდება გემს. გეთანხმებით, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ეროვნული შეთანხმება, ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ევროპას. ფსიქოლოგების ერთ-ერთ შეკრებას ვესწრებოდი, სადაც იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა გადაეჭრათ ეროვნული შერიგების საკითხები. ასეთი გამოცდილება აქვს ევროპას, ძალიან კარგი გამოცდილება, ოღონდ ეს გამოცდილება საქართველოს არ შესთავაზეს, ჩვენთან, უბრალოდ, ბრძანება გასცეს სააკაშვილისდროინდელი დანაშაულების დავიწყებაზე, დაივიწყეთ ეს ყველაფერიო, რამაც, უბრალოდ, არ იმუშავა. ჩვენ გვიბრძანეს, როგორც რობოტებს, რაც მოხდა, დაივიწყეთო, მაგრამ ჩვენ რობოტები არ ვართ, ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენი გონება კლიპურმა აზროვნებამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გახრა, ჩვენი ლოგიკური აზროვნება ვერ გამოიხრა, ამდენად, მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ მომხდარი დავიწყებული არ არის. ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ჩვენც გვჭირდება განვლილი ცხოვრების გაანალიზება, შეფასება და სახელდება, ანუ სახელის დარქმევა, რისი უფლებაც ჩვენ არ მოგვცეს.
ჩემთვის პროცესების ათვლა გასაგები გახდა მას შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი პრემიერობიდან რომ წავიდა და მთელი თავისი ქონება „ქართუ ბანკს“, ანუ საქართველოს რომ გადასცა. აქ უკვე მივხვდი, რომ საშინელი პროცესები იწყებოდა, სხვა შემთხვევაში, ივანიშვილი ამას არ გააკეთებდა. გადადგომა ერთია, მაგრამ მეორეა მისი ქონების გადაცემა. ეს სულ სხვა ნაბიჯი იყო. ამის მერე მელიამ თავი დააჭერინა, ეჭვი არ მეპარება, კი არ დაიჭირეს მელია, არამედ თავი დააჭერინა. შემდეგ იყო გახარიას გადადგომა, შემდეგ-შეუთავსებლების შეერთება, ყველანი ერთად დასხდნენ მაგიდასთან, ბოკერია და ბურჯანაძეც კი. მერე იყო შარლ მიშელის დოკუმენტი, ფაქტობრივად, ეს იყო იძულება, მოსწავლეები რომ დასვა და უკარნახო, როგორ უნდა მოიქცნენ, მერე უკვე დაიწყო „ოცნების“ პარტიის წინააღმდეგობა, როცა მიხვდნენ, რომ ასეთი ზეწოლა გამორიცხული იყო.
დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმა იმდენად გაუტია პრეზიდენტობის ბოლო წლებში, რომ ერთი ვადით მის შეცვლას დათანხმდა დასავლეთი, მაგრამ მეტი ვადით არა. მას შემდეგ ჩვენ არ დაგვისვენია. თუ მოხდებოდა ყველაფრის სახელდება და სისტემურ დანაშაულს თავისი სახელი დაერქმეოდა, ეს ძალა ვეღარ მობრუნდებოდა ვერასოდეს. მაგრამ სააკაშვილის რეჟიმს დასავლეთში სახე შეუნარჩუნეს. ნორვეგიის მემარჯვენეების მიერ სააკაშვილის დაჯილდოება რა იყო, იცით? ჩვენ ვუყურეთ გაძონძილ სააკაშვილს, გაძონძილს, როგორც პოლიტიკოსს და არა როგორც ადამიანს. მე მისი თანაგრძნობა არ მაქვს და არც მექნება, რადგან მე ვაზროვნებ, მაგრამ, როგორც ექიმი, მე ვუყურებ ადამიანს და ვხედავ ცუდ დამოკიდებულებას მის მიმართ ოჯახის, თანამოაზრეებისა და ლობისტების მხრიდან. ისინი ექსპერიმენტს ატარებენ ამ ადამიანზე, ფაქტობრივად, ცილოვან შიმშილზე ჰყავთ. მეტყვით ახლა, ვეგეტარიანელებიც არსებობენ, რომლებიც არ იღებენ ამ ნივთიერებებსო, მაგრამ ვეგეტარიანელობა ეს არის თვითონ ადამიანის შიგნით მიმდინარე პროცესი, ვეგეტარიანელის ტვინს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ არ უნდა ხორცის მიღება. ხოლო, როდესაც შიმშილობა ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ სერიოზული შინაგანი კონფლიქტი მიმდინარეობს. თანაც, დაბალი კალორაჟი და დაბალი ცილოვანი საკვები მის გონებრივ შესაძლებლობებს გარკვეული დროის შემდეგ დაეტყობა. არა იმიტომ, რომ მოწამლულია, არამედ იმიტომ, რომ მასზე, როგორც პოლიტიკურ ცხოველზე, ექსპერიმენტს ატარებენ მისი ოჯახის წევრები, დამკვეთი და ექიმი. დაახლოებით ეს იგივეა, საკონცენტრაციო ბანაკებში რომ ტარდებოდა ცოცხალი ექსპერიმენტი. მიმუშავია სამეცნიერო თემებზე, როდესაც თეთრ ვირთხებზე ვატარებდით ექსპერიმენტებს. იმ პერიოდში ჯერ კიდევ ცოცხალი ექსპერიმენტი შეიძლებოდა, ანუ ყოველგვარი გაყუჩების გარეშე შეიძლებოდა ტრავმა მიგვეყენებინა ვირთხებისთვის, რადგან ეს მეცნიერებას სჭირდებოდა. შემდეგ უკვე აიკრძალა ცოცხალი ექსპერიმენტი ვირთხაზეც კი. ახლა ჩვენ ვხედავთ ცოცხალ ექსპერიმენტს ადამიანზე, პოლიტიკურ ლიდერზე.
ანუ პოლიტიკურ ვირთხად აქციეს სააკაშვილი?
- ფაქტობრივად, ასეა. მიკვირს, დედა როგორ შეიძლება იარაღად გამოვიდეს, ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ გამახსენდა, დედა რომ იძახის, საკუთარ შვილს ხომ არ გავგლეჯო. ამ შემთხვევაში, გიული ალასანიასთან მიმართებით არ მუშაობს ეს ინსტინქტი. რატი ბრეგაძე და სახელმწიფო არ არის დედა. იქ, სადაც ეს ინსტინქტი უნდა მუშაობდეს, არ მუშაობს. პოლიტიკურ ვირთხად აქციეს ადამიანი და მასზე ატარებენ ცდებს, რაც ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, მძიმე სანახავია.
მარტის აქციების დროს უმადობას არ უჩიოდა სააკაშვილი... ეს ნიშნავს, რომ მასზე ცდებს მართლაც ნაძალადევად ატარებენ.
- ახალ წელსაც ასე იყო.
გიული ალასანია ამტკიცებს, თითქოს 58 კილომდე ჩამოვიდა სააკაშვილი, მაგრამ ზურაბ ჩხაიძე ამბობს, 64 კილო და 400 გრამიაო. შეიძლება ადამიანს შერჩევით ჰქონდეს კარგი მადა და პერიოდულად უმადობა დაემართოს?
- ეს ზღაპარია, უბრალოდ, არ მიაქვთ საკვები. ერთი კიტრის პრინციპი გამარკვიოს ვინმემ. კიტრი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი, ხომ შეუძლიათ, მიუტანონ სამი კიტრი, ან ერთი კილო კიტრი, დღეს თუ არა, ხვალ შეჭამს პაციენტი. არ ფუჭდება ეს პროდუქტი. მაცივარიც იქვეა, კადრებში დავინახეთ, მაცივრიდან იღებს რაღაცებს. რატომ მიაქვს დედამისს ერთი კიტრი და რატომ არა სამი კიტრი? იმიტომ, რომ არ ჭამოს მეორე კიტრი. ხედავთ, კიტრიც არ უნდა ჭამოს. სადმე რომ მიდის გიული ალასანია, ერთ კიტრს როგორ ყიდულობს, არ რცხვენია? ახლა იმასაც ამბობს სააკაშვილი, მე მახსოვს, როგორ გამიკეთეს საწამლავიო. ეს ხომ სიგიჟეა, იმხელა სიცრუეში შევიდა ეს ხალხი, რომ მათთვის სიცრუე არაფერია. უბრალოდ, ძალიან მენანება „ვივამედის“ კოლექტივი, რომელიც ამხელა დამცირებას იტანს. ძალიან ძნელია იმის თქმა, სად უკეთესია მისი გადაყვანა მისივე ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანში ეს კაცი მართლა გაგიჟდება, ეს ყველამ კარგად იცის, ამას ხმამაღლა არავინ ამბობს, აქ რომ ანორექსიაა და ფსიქიატრია ჩასართავი, ეს ცალსახაა. თუმცა სიმულაციასაც ამბობენ და შეიძლება ეს სიმულაცია იყოს, მაგრამ სანამ არ დამტკიცდება, მე ვერ ვიტყვი ვერაფერს. ფაქტია, აქ აუცილებლად ფსიქიატრის ჩართვაა საჭირო. როგორც დედამისი ამბობს, თუ მართლაც ვერ ჭამს, ამას სჭირდება ფსიქიატრი.
ანორექსია ფსიქიატრების თემაა, აქ უკვე პრეპარატებია საჭირო, რომლითაც უნდა გამოიყვანო ადამიანი ამ მდგომარეობიდან. მას მარტო დარჩენის, ჩაკეტილი კარების შიში აქვს. ერთია სააკაშვილი, როგორც საცდელი კურდღელი და მეორეა, რაც ნორვეგიელებმა იკადრეს. ისინი ცდილობენ, შეიბრალონ ეს ადამიანი, რომელმაც ხან ნეკნები გამოაჩინა, ხან ჰალსტუხი ჭამა, ხან ლოყები შეისრუტა, რომ გამხდარი გამოჩენილიყო. ვიზუალურადაც სააკაშვილის ხატი შეიქმნა, როგორც გაძონძილი პოლიტიკოსის. ასეთი პოლიტიკოსი შეიძლება შეგეცოდოს, შეიძლება გმირადაც აქციო, ტანჯული ადამიანი შეიძლება აქციო გმირად, მაგრამ ლიდერად ვერ აქცევ. გმირად სიკვდილის მერეც შერაცხავენ ადამიანებს, მაგრამ ლიდერად ვერ იქცევა. პოლიტიკურად სააკაშვილი მკვდარია. მისმა ლობისტებმა საშინელი საქმე გაუკეთეს, როცა პოლიტიკურად გაძონძილი გახადეს, ის ლიდერი ვეღარასოდეს ვეღარ იქნება, მაგრამ უნდათ, რომ გმირობა მაინც შეუნარჩუნონ. მაინც მგონია, რომ სააკაშვილი თავისიანებისთვისაც ზედმეტია. სხვა შემთხვევაში, ამ ექსპერიმენტისთვის არ გაწირავდნენ. პოლიტიკურად გაძონძილი ლიდერი გამორიცხულია. ეს არ ესმით დღევანდელ ევროპელებს, არც ჩვენი არ ესმით, არც უნდათ, გაიგონ. რაღაც თამაშებში შედიან, ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ. ისე საინტერესოა, ნორვეგიაში გმირობა რომ მიანიჭეს, ამას თანხა თუ ახლავს რაიმე?
შესაძლოა, პირიქითაც გადაუხადა სააკაშვილის ოჯახმა ნორვეგიის კონსერვატიულ პარტიას ამ პრემიის საფასური საკუთარი ლობისტების მეშვეობით.
- ზოგჯერ თანხა ახლავს ხოლმე პრემიებს და არ ვიცი, ამას ახლავს თუ არა. რატომ იწყნარებენ საქართველოში ოპოზიციონრები ამით თავს, არ ვიცი. თუ ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ შერაცხა გმირად და პრემია მისცა, ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ლიდერი გახდება ოდესმე სადმე.
ყველაფერი, რაც ბოლო დროს სააკაშვილის ირგვლივ ხდება, ლობისტების სცენარის ნაწილია?
- საქართველოში მისი ჩამოსვლიდან დაწყებული, კალორიების დათვლის ჩათვლით, დღემდე ყველაფერი მისი ლობისტების სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. ლობისტებმა რომ გაუწიეს დათვური სამსახური და რეპუტაციის ზიანი მიაყენეს სააკაშვილს, ასეთი ზიანი არავის მიუყენებია. საქართველოში ჩამოსვლამდე სააკაშვილი სულ სხვა რეპუტაციის იყო, ეს ჩვენ ვიცოდით, რა იყო სინამდვილეში სააკაშვილი, მაგრამ მისი სექტისა და მიმდევრებისთვის სააკაშვილი ავტორიტეტი იყო. რაც ლობისტებმა დაგეგმეს და განახორციელეს, რაშიც უზარმაზარი თანხები მიიღეს სააკაშვილის ოჯახისგან, ამაზე მეტად რეპუტაციას ვერ დააზიანებდნენ ვერაფრით. ასეთი რეპუტაციული დაზიანება რამდენი მილიონი დაუჯდა სააკაშვილის ოჯახს, მეცინება უბრალოდ. ლობისტებს ფული გადაუხადეს რეპუტაციულ დაზიანებასა და პოლიტიკურად გაძონძილი სააკაშვილის მიღებაში. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს მისმა ექსპერტებმა და ლობისტებმა, რომლებიც თავიდან გვარწმუნებდნენ, სააკაშვილი დღე-დღეზე მოკვდებაო, იმის მერე რამდენი დრო გავიდა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის საქმის მოსამართლე რამდენად გამართულია, როდესაც გამოჩნდა, რომ ბევრი რამ ასე არ იყო. რა მოწამვლა, რის მოწამვლა, ეს ყველაფერი ხომ ანეგდოტია. მათ ისიც ვერ შეძლეს, ექსპერტები ისე მოემზადებინათ, ცოტა უფრო მეტი დამაჯერებლობა ჰქონოდათ. ეს სნობიზმი და პროვინციული მიდგომაა, რომ ყველა უცხოელი კარგია და „Заграница нам поможет“, ანუ ფული გადაიხადეს ადამიანის პოლიტიკურ დაქუცმაცებაში, დააქუცმაცეს კიდეც სააკაშვილი. ერთადერთი, კიდევ ვფიქრობ იმაზე, რომ ციხეში გაგიჟდება ეს საცოდავი. ამას ვამბობ, როგორც ექიმი. თუმცა მე არ ვიცი, „ვივამედში“ ერთი სართული რატომ უნდა ეკავოს სააკაშვილს. შეიძლება „კავკასიურ წრეში“ დედის როლი ზუსტად ეს არის, რომ ჯანდაბას, იყოს სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში, ანუ ისევ რატი ბრეგაძე გამოდის დედის როლში. თორემ უსამართლობაა, რომ ეს ავაზაკი ადამიანი, ამდენი ადამიანის უმიზეზოდ გამამწარებელი, ამდენი ოჯახის დამღუპველი ერთ სართულს იკავებდეს კლინიკაში. თუ ისევ ბერტოლტ ბრეხტს დავუბრუნდებით, მაშინ რატი ბრეგაძე დედის როლშია და ჩვენი ჰუმანურობაც ეს არის.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი არ ჩამოდიოდა მოლაშვილის, თეთრაძის და სხვა უბედურებების დროს, რაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ ციხეში ხდებოდა. ახლა რისთვის ჩამოდის ეს კომიტეტი და რამდენად რეზონანსული იქნება?
- წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შეიძლება ჩამოვიდეს და, თუ ობიექტური იქნება, თუ არ იქნება ისეთი, როგორც ევრობიუროკრატიამ გვაჩვენა, თუ ასე არ მიუდგებიან საქმეს, რომ ტყუილი სიმართლეა, ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, მაშინ ჩამოვიდნენ და ნახონ სააკაშვილის მდგომარეობა, არაფერია დასამალი. ვისურვებდი, ერთ მხარეს რომ მოუსმენენ, კომპეტენტურ ადამიანებსაც მოუსმინონ მეორე მხარეს. სააკაშვილის ე.წ. მოწამვლასთან დაკავშირებით ყველა პროცესს ვუყურებდი, რის ტრანსლირებასაც ახდენდნენ, ეს იყო პროფესიული სირცხვილი, რა სპექტაკლი დადგეს, იმდენად სუსტად იყო ყველაფერი მომზადებული. ადამიანები პასუხს ვერ აძლევდნენ, პრიმიტიულად იჭედებოდნენ, მრცხვენოდა. ამერიკული სასამართლო მედიცინა, ვიცოდი რომ პოსტსაბჭოთაზე დაბლა იდგა, მაგრამ ასე დაცემულიც არ მეგონა.
7-8 მარტის აქციების დროს სააკაშვილი მისთვის მწარე რეალობას კარგად დაინახავდა, რომ მის დასაცავად არ გამოდის ახალგაზრდობა, მაგრამ გამოდიან ევროპული მომავლის და აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ. სააკაშვილს დღესაც ჰყავს მიმდევრები, როგორც ნებისმიერ დიქტატორს ჰყავს მიმდევარი. სამწუხაროდ, ბოროტებას აქვს ასეთი უნარი, რომ ერთმანეთს იერთებენ, ერთმანეთს ეძებენ უარყოფითი პოლუსები და ნახულობენ კიდეც, მაგრამ ამ ახალგაზრდების ჩათრევა ბოროტებაში გამოუვათ?
- ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი კიდევ ცალკე ფენომენია. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ვახტანგ გოგუაძე, რომელიც თავის დროზე საუბრობდა დალასის დოქტრინაზე, რომლის მიხედვითაც, დასცინეთ მათ, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია, აზრის ლიდერები გამოიყვანეთ საქვეყნოდ და დასცინეთ, გააუბრალოეთ, გააცამტვერეთ. მართალი გითხრათ, იმ პერიოდში შეთქმულების თეორიად აღვიქვამდი ბატონი ვახტანგის ნათქვამს და სერიოზულად არ მიმაჩნდა. დღეს ბატონი ვახტანგი აღარ არის, მაგრამ ეს ყველაფერი რომ რეალობა იყო, ძალიან გვიან მივხვდით ამას, ჩვენს განათლების სისტემას არ უმუშავია ამის წინააღმდეგ, ჩვენ თაობა გაგვეპარა, ჩვენ თაობა დავკარგეთ. ეს თაობა, იცით, ვისი შვილები არიან? სწორედ იმ დაკარგული თაობის, ჩემი შვილის თაობა ამ ბავშვების მშობელია. მე ჭავჭავაძეზე ტანკები არ მინახავს, ჩემმა შვილმა კი ნახა, მე მაშინ საქართველოში არ ვცხოვრობდი და ტელეფონით რომ ველაპარაკებოდი, დედა, ჭავჭავაძეზე ტანკებიაო. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ჯაბა იოსელიანის პერიოდი, თბილისის ომი, აფხაზეთის ომი ნახეს ამ ბავშვებმა, მათთვის აღარ იყო პიონერთა სასახლე, აღარ იყო განათლება, აღარ იყო ღირებულებები. სწორედ ამ თაობის შვილები არიან ისინი, ვინც ახლა მარტის აქციების დროს ქუჩაში გამოვიდა. ყველას არ ვეხები, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ამ ბავშვების ნაწილი საოცრად დაზომბირებულია. მათთვის არაფრის ახსნას აზრი არ აქვს. ანუ ომის ბავშვების შვილები არიან ესენი. მათი ნაწილი კიდევ გამოაყენებინებს „ნაცებს“ თავს, ნაწილი პეროგარჭობილი ივლის, ეს ვითომ ინტელიგენცია, რომელიც სუფთა საბჭოთა ინტელიგენციად დარჩა, რომელიც დანოსებს, კოლექტიურ წერილებს წერს იუნესკოში ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ.
ეს რა მითხარით?
წელში დამტვრეულ, დაინვალიდებულ, ცემაში მოკლულ და გაუპატიურებულპატიმრებს თუ შევადარებთ, ბაირამობაა მაგ არაადამიანისთვის გაგიჟება.
არა, უარესადაა საქმე:
ვინც მათ დავალებებს უსიტყვოდ და გადამეტებით ასრულებს, მის დანაშაულს ვერ დაინახავენ. და სააკაშვილს დავალებული ჰქონდა ტერორი და გენოციდი ქართველი ხალხის.
ხოლო, პიდარასტების დროშის დახევაზე - დაჭერას ითხოვენ.
5-5 წლით, 30-მდე უდანაშაულო ზის ციხეში, 5-6 ივლისის ამბებზე.
დიახაც 12 წელია სუ მაგას ვამტკიცებ აქ
დიახაც ჩვენი დიდი მეგობრებისაგან დავალება ჰქონდა მიშას, დავალება და იმათი ინსტრუქციებით იმიტომაც გვტირობდა დედას, ასე ვთქვათ ---- ,,გვარეფორმირებდა,, იმათ მოსაწონ ჭკვაზე
აკი 26 მაისის დარბევის მერე (ბურჯანაძის ხალხი ალყაში რომ მოაქციეს და მერე დახოცილი ხალხი ბუტკებზე რომ შემოყარეს)) ამერიკელები მაშინ მიშას ძაან ძაან ზრდილობიანად ,,გაუწყრენ,,, ისიც ვინუჟდენზე ...ხოოდა მიშამ მაშინ ამერიკელებისაგენ ის ზრდილობიანი საყვედურიც კი არ მიიღო,....იმათ .ეგრევე წამოაძახა ----------------------- ჩემგან რა გინდათ, სამმართველოში თქვენი ხალხი იჯდა, სუ ისინი ხელმძღვანელობდნენ ამ მიტინგის დაშლას , რაც მოხდა თქვენი გაკეთებულია, ჩემგან რა გინდათო ....
ეგრევე ჩაუშვა თავისი მასწავლებლები
დიახაც ეგრეა.............დიახაც ეგრე............. მთელი 20 წელი ეგენი საქართველოში მორჩილი საზოგადოების გამოყვანეს ეწეოდნენ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ....ძაან კუზიანი ხერხემელი აღმოგვაჩნდა და ქართველებს თავიაანთ ჭკვაზე ვერ გაგვასწორეს
და ......ვერც გაგვასწორებენ
პირიქით მაგათ მოუვათ ჩქარა სიქტიმი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!