ქვეყანაში სამოქალაქო დაპირიპირების რისკი იზრდება. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოპოზიციას რადიკალური გეგმები აქვს, რომელშიც ახალგაზრდების გამოყენებას აპირებს და ამის მაგალითად 7-8 მარტის აქციების დროს რადიკალური ჯგუფების მოქმედებას ასახელებს, რომლებიც ოპოზიციის მითითებით პოლიციელებს თავს ესხმოდნენ და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგოლიადისი დაკავშირებულია გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან.
სოციალურ ქსელში გავრცელდა დაკავებულის მამის და გიორგი ვაშაძის ფოტო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის გაერთიანების აქტიური მხარდამჭერია და თავად გრიგორიადისიც ოპოზიციის აქტივისტია. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ოპოზიციურ პარტიებში.
უფორ მეტიც, „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ „კმარასა“ და „ფრანკლინის კლუბს“ შორის პირდაპირ კავშირია, ეს ახალგაზრდები ზუსტად იმ მეთოდებით და იდეოლოგიით იწვრთნებიან, როგორც თავის დროზე 2003 წელს „კმარა“. მათაც ისევე იყენებენ პოლიტიკურ პროცესებში, როგორეც ეს შევარდნაძის დროს „კმარას“ შემთხვევაში მოხდა.
აღნიშნულს მმართველი გუნდიც იზიარებს და ირაკლი კობახიძეც ამ კავშირს ხედავს.
„ფრანკლინის კლუბსა“ და „კმარას“ შორის კავშირი პირდაპირია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებებზე, რომლებიც „ფრანკლინის კლუბსა“ და „კმარას“ შორის პარალელს ავლებენ.
„კავშირი პირდაპირია „ფრანკლინის კლუბსა“ და „კმარას“ შორის. ესენი „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლები არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომელთაც ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი. ეს არის დაკვეთის შესრულება და ქვეყანაში ვითარების არევა. რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ მიაღწევენ. „კმარას“ დროს იყო სხვა ვითარება. მაშინ იყო ხელისუფლება დასუსტებული. დღეს ხელისუფლება არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ახალ „კმარებს“ უპასუხოს, მათ შორის ასეთ „ფრანკლინის კლუბისნაირ“ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ის რაზეც ხელისუფლება საუბრობს, ლოგიკას არ არის მოკლებული, რადგან ეს ყველაფერი 2003 წლის სცენრას ძალიან ჰგავს. სწორედ „კმარა“ იყო ის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც მაშინდელ შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებდა. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სწორედ იგივე ორგანიზაციებთან გვქონდეს საქმე, რომელიც „კმარას“ მოქმედების სტილს ჰგავს.
„კმარა“ ტრენინგებს საზღვარგარეთ გადიოდა და ამ ორგანიზაციას უცხოელები აფინანსებდნენ. მათი ამოცანა კი ხელისუფლების შეცვლაში გარკვეული როლის თამაში იყო. თუკი ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის მცდელობაა, გამორიცხული არაფერია. პოლიტიკურ ისტორიაში ასეთი არაერთი ტაქტიკა ყოფილა გამოყენებული. ახალგაზრდები არიან ის აქტიური ძალა, რომლებსაც ქვეყანაში გარკვეული აქტიურობის და პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლაც კი შეუძლიათ. თუმცა დღევანდელ დღეს, ვინ აფინანსებს ახალგაზრდებს რთული საკითხია. ალბათ, ამას ხელისუფლება უნდა არკვევდეს. შესაძლოა, პოზიციაც აიფნანსებს და ესეც ახალი ამბავი არ არის. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას აქვს კავშირი. არ არის აუცილებელი დაფინანსების წყარო გარედან მოდიოდეს, თუმცა არც უამისობა მგონია. მაინც სასურველია, რომ ეს თემები ხელისუფლებამ თავად გაარკვიოს და მხოლოდ მედიისთვის სასაუბრო თემად არ დარჩეს, უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს. პოლიციის წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტელების გამოყენება და სამართალდამცველზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ახალგაზდრის თავში მოსული იდეა არ მგონია. თუკი პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ამის უკან კონკრეტული პოლიტიკოსები დგანან, მაშინ მათაც პასუხი უნდა აგონ, მხოლოდ ერთ და ორ ახალგაზრდაზე არ უნდა ტყდებოდეს. აი, საზოგადოება ხელისუფლების ამ განცხადებებს მერე უფრო დაიჯერებს, როცა მათ წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს და ქვეყანაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაზრდას, საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ პროცესების ქუჩაში გადატანის და დაპირისპირების შანსი ნაკლებია. საყვარელიძე ამას იმით ხსნის, რომ ჩვენი საზოგადოება გაიზარდა და პოლიტიკური ძალები, რომელთაც ქვეყანაში დესტრუქცია სურთ, ამას ასე ადვილად ვეღარ შეძლებენ. ხელისუფლებაში სისტემური პრობლემები არ არსებობს და რიგი ორგანოები მსგავს დაპირისპირებას არ დაუშვებენ. ქართველებს ეს ერთხელ უკვე გამოვლილი აქვთ და სწორედ ამის გამო მსგავს შეცდომებს აღარ გაიმეორებენ. ასევე „ნაციონალებს“ არ აქვთ იმის ძალა, რომ მხარდამჭერები ქუჩაში გამოიყვანონ და ქუჩის აქციებით დაპირისპირების მუხტი გაზარდონ. მათ ამის არც რესურსი და არც პოლიტიკური შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე კი ამბობს, რომ ეს ოპოზიცია თავიანთი დასავლელი კურატორებით და ინსტრუქტორებით, ახალგაზრდებს თავიანთ იდეოლოგიაში გუდავენ. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს 7-8-9 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა. ჩიბურდანიძეს ეჭვი აქვს, რომ ახალგაზრდების გამოყენებას ოპოზიცია 2024 წლისთვის აპირებდა, თუმცა ამ კანონის შემოტანის შემდეგ მათ შეცდომა დაუშვეს და ყველა კარტი ერთნაირად გახსნეს.
„ოპოზიციის სულმოკლეობამ, რომელმაც იფიქრა, რომ აგერ, უკვე ხელისუფლებას ვასრულებთო, თავიანთი სრული რესურსი გარეთ გამოფინეს და დაგვანახეს. ჩვენ დავინახეთ ის ყველა მალული ზრახვა, რასაც ისინი თურმე 2015 წლიდან გეგმავდნენ. აი, რაში ხარჯავენ იმ მილიონებს, რომელსაც უცხოური გრანტების სახით იღებენ. ამიტომაც არ აწყობს დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას ჩვენი კანონის მიღება. სიტყვა აგენტზე მთელი ქვეყანა იმიტომ წამოიკიდეს, რომ რეალურად საკუთარი ზრახვები დაემალათ.
ამ ბავშვების იდეოლოგიის მოწამვლაში მილიონობით დოლარი აქვთ ჩადებული და ქართულ საზოგადოებაში ფესვები რვაფეხასავით აქვთ გადგმული. 7-8-9 მარტს მათ თავიანთი სრული რესურსი გამოფინეს, რომლის გამოჩენასაც ჯერ არ გეგმავდნენ. ახლა ხელისუფლებას ეს ხალხი უპირისპირებს ბულინგს, პირად შეურაცხყოფას და ცილისწამებას. როცა წინა პლანზე პოლიტიკაში ეს ტატქიკა გამოდის, ე.ი. ყველაზე მდაბიო პოლიტიკურ პიარკამპანიასთან გვაქვს საქმე. თუკი ისინი პოლიტიკური სიმაღლიდან ხელისუფლებას საუბარს დაუწყებენ, წაგებულები არიან. არგუმენტები სჭირდებათ, რომელიც არა აქვთ. სრულიად გაკოტრებულია ეს ოპოზიციური სპექტრი, რის გამოც პოლიტიკური რესურსი აღარ გააჩნიათ, ამიტომ ახლა ბრძოლა ახალგაზრდებით მანიპულირებით დაიწყეს“, - ამბობს ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დასავლეთის პოლიტიკური ელიტა საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ცდილობს. მათ ეს მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანითაც ვერ მოახერხეს.
„ხელისუფლებაზე ამ ხნის განმავლობაში არნახული წეზოლა ხდებოდა, ასევე, რომ ქვეყანა უკრაინის ომში ჩართულიყო, მაგრამ ვერც ეს მოახერხეს. ახლა ზეწოლა სამწუხაროდ კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან 2024 წლის არჩევნებისთვის დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა სურს. დასავლეთიდან პირდაპირ მოდის მოწოდებები, რომ დათმეთ ხელისუფლება“,-ამბობს ანალიტიკოსი.
პოლიციას ტუალეტის ქაღალდებს , მოლოტოვის და ქვებს ესვრით, შეურაცხყოფას აყენებთ და თან პოლიციის ზურგსუკან იმალებით, ხალხმა რომ არ გადაგჯეგოთ.
ხო! მარტო თქვენ იცით ქვის და მოლოტოვის სროლა!
ერთხელაც, შეგატოვებთ პოლიცია ხალხის პირისპირ და უფასო და ხარისხიან გაკვეთილს მიიღებთ ხალხისგან, როგორ უნდა ქვის და მოლოტოვის სროლა.