„სი ძინპინი უკრაინაში უნდა ჩასულიყო მოსკოვიდან, თუკი მისი ვიზიტის მიზანი იქნებოდა ამ კონფლიქტის მოწესრიგება“

„სი ძინპინი უკრაინაში უნდა ჩასულიყო მოსკოვიდან, თუკი მისი ვიზიტის მიზანი იქნებოდა ამ კონფლიქტის მოწესრიგება“

„მე მსურს სი ძინპინთან საუბარი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ჩინეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია. ვოლოდიმერ ზელენსკი ადასტურებს, რომ სი ძინპინთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ჰქონდა, მაგრამ ამ წლის განმავლობაში მათ შორის კომუნიკაცია არ ყოფილა. უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას ეხმაურება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ზელენსკის ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა, ჯერჯერობით, ნაადრევად მიიჩნევენ შეხვედრის კონკრეტულ თარიღზე საუბარს.

როგორც ცნობილია, ერთი თვის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, ჩინეთმა ე.წ. მშვიდობის გეგმა წარადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. გეგმა რუსეთმა მოიწონა, ხოლო უკრაინამ და მათ შორის აშშ-მ არა. გეგმის გამოქვეყნების შემდეგ ჩინეთის ლიდერი მოსკოვში ჩავიდა და ამით კიდევ ერთხელ გამოუცხადა რუსეთს მხარდაჭერა.

დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს უჭერს მხარს, მაგრამ ეს არაა ისეთი მასშტაბური მხარდაჭერა, როგორიც რუსეთს სურს, რადგან ჩინეთს ყველაზე მეტად აწყობს გაჭიანურებულ ომში რუსეთის ყოფნა. ეს მას აძლევს საშუალებას, რომ თავისი გავლენები გაზარდოს შორეულ აღმოსავლეთზე.

for.ge ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

რუსეთი ჩინურ დრონებს წარმატებით იყენებს, მაგრამ მას ასევე წარმატებით იყენებს უკრაინა. ჯანკოის დაბომბვა ჩინური დრონებით განახორციელეს უკრაინელებმა. აქედან გამომდინარე, ჩინეთის ლიდერი, რომელსაც ხელში უჭირავს 12-პუნქტიანი გეგმა, შესაძლებელია ჩავიდეს უკრაინაში?

ირაკლი მენაღარიშვილი: რა თქმა უნდა, დაბეჯითებით რაღაცის მტკიცება უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ მაინც მგონია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ამ მოწვევას პერსპექტივა არ აქვს. სი ძინპინი უკრაინაში უნდა ჩასულიყო მოსკოვიდან, თუკი ცენტარულ ევროპაში მისი ვიზიტის მიზანი იქნებოდა სწორედ ამ კონფლიქტის მოწესრიგების თემა. როგორც აღმოჩნდა, ასე არ იყო და ის, რომ იგი მოსკოვიდან უკან გაბრუნდა, ნიშნავს, რომ ჩინეთს რაიმე პრეტენზია ამ კონფლიქტის მოწესრიგებაში, შუამავლის როლი შეასრულოს, საფუძველი არ აქვს. ვერ გეტყვით როგორ განვითარდება ახლა მოვლენები, მაგრამ არ ვარ მთლად ოპტიმისტურად განწყობილი.

რა შემთხვევაში შეიძლება ჩინეთმა პოზიტიური როლი შეასრულოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში?

- თუ მოინდომა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც მოვლენები აჩვენებს თავის ადგილს არ ხედავს ამ კონფლიქტის მოწესრიგებაში. თუმცა, იგი დაჟინებით სთხოვდა ბატონ პუტინს, რომ როგორმე დაესრულებინა ეს დაპირისპირება, ანუ საომარი მოქმედებები, რაც გასაგებია, რადგან, ფაქტობრივად, ეს ომი არის საერთაშორისო წესრიგის შერყევის მცდელობა და ჩინეთს ამგვარი არასტაბილურობა გლობალური მასშტაბით არ აწყობს. მაგრამ, რამდენად არის ამისთვის მზად, რომ ნაბიჯი გადადგას და ჩავიდეს კიევში და კიდევ სხვა მოძრაობები გააკეთოს, ეს ცოტა უფრო რთული საკითხია. ამიტომ, სამწუხაროდ, აქ ოპტიმისტი არ ვარ.

ცხადია, რომ ჩინეთი თავის თამაშს თამაშობს და ამ თამაშში რუსეთს აქვს მხოლოდ საშუალების ფუქნცია, მოკავშირეა, მაგრამ რამდენად მყარი მოკავშირეა ჩინეთი რუსეთის?

- სიმყარეზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ის, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს და თავის გლობალურ გათვლებში რუსეთის მოკავშირეობა მას აწყობს, დასტურდება იმით, რომ ჩინეთის ლიდერი ჩავიდა მოსკოვში. ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. გარდა ამისა, როგორც ეტყობა, რუსეთის მიმართ ჩინეთს აქვს სერიოზული გეგმები, საუბარია შორეულ აღმოსავლეთზე, აღმოსავლეთ ციმბირზე და ა.შ. ასე რომ, მათი ეს ურთიერთობა უდავოდ იქნება მოკავშირეთა თუ არა, კეთილგაწყობილი პარტნიორობა და ურთიერთმხარდაჭერა.

მოგეხსენებათ, რომ ჩინეთის ლიდერის ვიზიტის დასრულებიდან ძალიან მალე პუტინმა გააკეთა განცხადება ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის შესახებ და ეს გაამყარა იმით, რომ ლუკაშენკო ითხოვს ამას. ეს ფაქტი შესაძლებელია თუ არა, რომ ბზარის მიზეზი გახდეს ჩინურ-რუსული ურთიერთობის და ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ სი ძინპინის ვიზიტი არ იყო ისეთი წარმატებული, როგორი მოლოდინიც იყო?

- ამათ შორის პირდაპირი კავშირის დანახვა რამდენად საფუძვლიანია ჯერ კიდევ კითხვის ნიშანს შეიცავს. ეს არაა მთლად ნათელი. ჩინეთს არაერთხელ გაუკეთებია მიმართვა რუსეთისადმი ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით. ჩინეთს, რა თქმა უნდა, მსოფლიოში, ბირთვული იარაღით, არმაგედონი, უბრალოდ, არ აწყობს. მეორე მხრივ, რამდენად არის იგი მზად, რომ აქტიური ნაბიჯები გადადგას ამ ამბიციების აღსაკვეთად, ჯერ კიდევ სერიოზულ კითხვის ნიშნებს შეიცავს. საინტერესო იყო ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულმა არალეგიტიმურმა სანქციებმა საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეიძლება, მართლაც უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყანაზე. მინდა გითხრათ, რომ, ადრე თუ გვიან, პუტინს მოუწევს ამის აღიარება, ეს ომი კატასტროფა იქნება პუტინისთვის.

რუსეთი იძულებულია აღიაროს, რომ ეკონომიკა მძიმე დღეშია, მაგრამ ამავე დროს ბირთვული იარაღით იმუქრება. ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ დასავლეთის ქცევამ, შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს. ბატონო ირაკლი, ეს არის მუქარა, რომელიც დიდი ხანია გვესმის, თუ მართლაც შესაძლებელია, რომ რუსეთმა არჩევანი გააკეთოს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე?

- მათ, უბრალოდ, სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა ამ კარტის გათამაშებისა, თუმცა არა მგონია არ ესმოდეთ რამდენად საშიშია ეს თვითონ რუსეთისთვის. მაგრამ, სხვა გამოსავალი რუსეთს, უბრალოდ, არ აქვს, არაფერი დარჩა იმ აქტივებიდან, რომლითაც ადრე თავს იწოდებდა. რეალურად არც არმია აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, როგორც ისინი თვლიდნენ და არც მათი ტექნიკა აღმოჩნდა ისეთი ხარისხის და ეფექტური, როგორც ამტკიცებდნენ და არც ქვეყნის ეკონომიკამ არ მისცა საშუალება ამ უზარმაზარ ქვეყნას შედარებით მომცრო უკრაინის წინააღმდეგობა გაეტეხა. ჯერჯერობით, უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს თავის სტრატეგიას და თან წარმატებით. ამიტომ, მე სრულიად შესაძლოდ მიმაჩნია ისეთი სცენარი, როდესაც წლის ბოლომდე უკრაინული არმია, უბრალოდ, განდევნის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიიდან.

რომანი ისე ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში ყოფილო მინისტრი უფრო უნდა იყოს გათვითცნობიერებული. ეშმაკი დეტალებში და ნიანსებშია ირაკლი ხომ იცი. ჩინეთის ინტერესი რუსეთისადმი, მიმდინარე პერიოდში, არ ეხება ტერიტორიებს. ეს წვერებიანი არგუმენტი აღარ არის მთავარი. მილიტარიზაცია და ეკონომიკა ის სფეროების, სადაც მათ აბსოლუტირად პარიტეტულად სჭირდებათ ერთმანეთი. მოიძიე სერიოზული ინფორმაცია, არის ქსელში, ენები იცი, შენგან უფრო კომპეტენტურ ანალიზს ველით. თუმცა, შენც ხომ დამოკიდებული ხარ დონორებზე, მესმის.
1 წლის უკან
რომანი გასწორებული
ისე, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში ყოფილო მინისტრი უფრო უნდა იყოს გათვითცნობიერებული. ეშმაკი დეტალებში და ნიანსებშია ირაკლი ხომ იცი. ჩინეთის ინტერესი რუსეთისადმი, მიმდინარე პერიოდში, არ ეხება ტერიტორიებს. ეს წვერებიანი არგუმენტი აღარ არის მთავარი. მილიტარიზაცია და ეკონომიკაა ის სფეროები, სადაც მათ აბსოლუტურად პარიტეტულად სჭირდებათ ერთმანეთი. მოიძიე სერიოზული ინფორმაცია, არის ქსელში, ენები იცი, შენგან უფრო კომპეტენტურ ანალიზს ველით. თუმცა, შენც ხომ დამოკიდებული ხარ დონორებზე, მესმის.
1 წლის უკან
merab მენაღარიშვილს უნდა გვითხრას, რომ ზელენსკის პრეზიდენტად აღიქვამენ ჩინეთში. არადა, კლოუნის ფუნქცია აქვს და ამერიკის დასმული მარიონეტია ყველასთვის. ყველამ იცის, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებებს ამერიკიდან ღებულობს.
და რომ შეხვდეს სის, რა...?
1 წლის უკან
DDDzia "მოტორ სიჩის" ჩინეთისთვის 5 მილიარდად მიყიდვის შემდეგ, ხახოლებმა აშშ-ს რჩევით საწარმოს ნაციონალიზაცია გამოაცხადეს და თან ისე, რომ ფულის დაბრუნება დაავიწყდათ.
ფულის დაბრუნების მოთხოვნას კლოუნმა იგნორი გაუკეთა.
მოკლედ, გადააგდეს.
აახიეს მაყუთი.
ფული ჩინეთის სახელმწიფოსი იყო.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მრცხვენია, ეს ეტყობა ბაიდენზე ბევრად უფროსია?!
1 წლის უკან