საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხს წლის ბოლოსთვის ელოდება, მანამდე კი შუალედური დასკვნაა მოსალონელი. დასავლეთში აცხადებენ, რომ სტატუსის მიღება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შეასრულებს ქვეყანა 12 რეკომენდაციას. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ 12 პუნქტიდან დარჩენილია ორი კანონპროექტის მიღება, დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი გააკეთეს რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ მათი ცალმხრივი პასუხისმგებლობით, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციის რადიკალური ფრთა არ იღებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. აღნიშნული განცხადება მიშელმა კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესი მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რომელმაც პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა: „დღეს გვქონდა შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირიდან, მონიტორინგის ჯგუფიდან, რომელზეც საკმაოდ ნაყოფიერი, შინაარსიანი დიალოგის ფონზე დაგვრჩა სრულიად სამართლიანი განცდა იმისა, რომ ევროკავშირი ხედავს პროგრესს და იმ ნაბიჯებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის წარმატებით დაგვირგვინებისთვის. ეს პროცესი პირველ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღებით, საბოლოო ჯამში კი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით უნდა დასრულდეს“.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მსჯელობა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებაც იყო.
საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპელი პარტნიორებისგან მთავარი გზავნილი არის ის, რომ ისინი საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესს ხედავენ, რაც ქვეყნისთვის დასახული მიზნის მისაღწევად დამატებითი სტიმულია. მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირისგან მიღებული რეკომენდაციების შესასრულებლად 82-ზე მეტი კანონი იქნა მიღებული.
„ჩვენ მთავარი გზავნილი მოგვცეს პარტნიორებმა. მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ძალიან აქტიური საპარლამენტო წელი იყო 2022 წელი. 82 კანონზე მეტი ახალი კანონი იქნა მიღებული იმისთვის, რომ ქვეყანამ შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ ევროკავშირისგან მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ ვიზიტებს და ვახორციელებთ მათ, ხედავენ საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ეს არის ჩვენთვის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები, შევასრულოთ 12 რეკომენდაცია და მივაღწიოთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვწევთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ იმედის საფუძველი არსებობს და, დიდი ალბათობით, საქართველო წლის ბოლოს დადებით შეფასებას მიიღებს. მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ თუკი 12-პუნქტიანი რეკომენდაცია სრულად შესრულდა, მაშინ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს. ამისთვის კი ფაქტია ხელისუფლება მუშაობს და ეს მუშაობა წყალში არ უნდა ჩაიყაროს.
„მაქვს იმედი, რომ საქართველო ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუს მიიღებს. საქართველოში როცა ყველა ერთად რაღაცას ინდომებს, საქმე გამოდის ხოლმე. ფაქტია, რომ ყველა ამბობს ევროკავშირში გვინდაო. ამ ყველაში ვგულისხმობ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას და ხალხს. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეიძლება საქართველოს ისევ უარი უთხრან. გულახდილად გითხრათ, რა სიგნალებიც ევროკავშირიდან მოდის, თუნდაც მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ევროკავშირიც მონდომებულია საქართველო მათი ოჯახის წევრი გახდეს. თუნდაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასტურია იმის, რომ გერმანიაც კი, რომელიც გამოირჩეოდა გარკვეული სკეპტიციზმით სააქრათველოს მიმართ, დაინტერესებულია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი გადადგას.
ის, რომ პროცესი წინ მიდის და მოძრაობს, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. თუნდაც რეფორმების მხრივ, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე კორუფციის ინდექსით და სხვა მნიშვნელოვან პუნქტებში საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ არის. არ ვიცი ქართველებზე ძალიან ვის შეიძლება ევროკავშირის წევრობა სურდეს. ეს ბოლო მოვლენებიდანაც კარგად ჩანდა - ხალხის სურვილი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. მე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ პირადი ინტერესები ამ შემთხვევაში მაინც გვერდით გადადონ და ხელისუფლებას მისცენ საშუალება, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა სრულად შესრულდეს, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმე გააკეთონ. მარტო ხელისუფლება არ არის ვალდებული, რომ ეს პუნქტები შეასრულოს. ოპოზიციაც ამაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული და ხალხს აცნობებდეს რა კეთდება ამ გზაზე წინ წასასვლელად“,-ამბობს მენაღარიშვილი.
მისივე თქმით 7-8-9 მარტის მოვლენები ევროკავშირი წევრი ქვეყნებისთვის როგორც ქართველი ხალხის მხრიდან, ასევე ხელისუფლების მხრიდან უკან დახევით დიდი გზავნილი იყო. მენაღარიშვილი ამბობს, რომ ევროპაში ამასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორ რეაგირებს ხალხის სურვილსა და მოთხოვნაზე ხელისუფლება, რადგან ეს ევროპული სტანდარტების და დემოკრატიის საუკეთესო ინდიკატორია. ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს აჩვენა ხელისუფლებამაც, როცა მან უკან დახევა გადაწყვიტა.
„არავის ეგონოს, რომ მარტის მოვლენები გავლენას არ მოახდენს ევროკავშირი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე. ამას ევროპაში უკვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს. როგორც ხალხის რეაქციას, ასევე ხელისუფლების რეაგირებას მასზე. დათმო ხელისუფლებამ და ეს კარგია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ევროპაში ამას დადებითად შეაფასებენ. რაც შეეხება ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებს და მიღებულ რეზოლუციებს, რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ მათ რაიმე გადამწყვეტი სიტყვის თქმა არ შეუძლიათ. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოები იღებენ. ამიტომ სჯობს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ახლა 12-პუნქტიან გეგმაზე იმუშაონ და საბოლოოდ, ეს ისტორიული შანსი გამოვიყენოთ“, - ამბობს მენაღარიშვილი.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ დასავლელ პარტნიორებს მართლაც ძალიან სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო მათი ყველა ვიზიტი გამიზნულია იმისთვის, რომ ხელიდან არ გავუშვათ ისტორიული შანსი. მას for.ge-სთან ამის დასტურად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის თბილისში ვიზიტი მოჰყავს.
„ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს ძალიან გულშემატკივრობენ და უნდათ, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე დაინახეს ხალხის ძალიან სერიოზული სურვილი და მათ აქვთ იმედი, რომ საქართველო ამას შეძლებს. თუმცა, ჩვენი პარტნიორები ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებენ, რეფორმებს ვერ გაატარებენ, ამისთვის ქვეყანაში სრული კონსოლიდაციაა საჭირო. ჩვენ ხშირად ვიწონებთ თავს, რომ მთელი რიგი პარამეტრებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. კი, ნამდვილად ასეა და ამას ევროკავშირშიც კარგად ხედავენ, თუმცა პრობლემა ის არის, პოლიტიკური სიტუაცია არ არის შესაბამისად მომწიფებული. სამწუხაროდ, რასაც ვხედავ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის პირადზე წინ ქვეყნის ინტერესები დააყენოს... აქ ყველას ვგულისხმობ. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ოპოზიციაში ვერ ხვდება ქართველი ხალხის დაკვეთა რა არის. ვერ ხვდება იმ პასუხიმგებლობას, რასაც პოლიტიკოსობა და დეპუტატობა ჰქვია. კარგი იქნება, თუ პოლიტიკიდან წავლენ ის პირები, რომლებმაც ამდენი ხნის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწიეს და მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებენ. 12-პუნქტიანი რეკომენდაცია არის ის საკითხი, რომელის გარშემოც ყველა უნდა გაერთიანდეს“, - ამბობს ფხალაძე.
,,....სიძუ/ლვილმა ჯებირი გაარღვია და იფრქვევა როგორც ვულკანი. მანამ არ დამშვიდდება, სანამ ბოლომდე არ ამოიფრქვევა. ასევე არც სიძულვილი დაცხრება მანამ, სანამ ბოლომდე არ ამოინთხევა.
სიძულ/ვილი ბრმაა. განსჯა არ შეუძლია. იგი სტიქიაა და განურჩევლად წალეკავს კველას, ვინც წინ დახვდება. დღეს საქართველოში სიძუ/ლვილი მძინვარებს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაცხრება. ბოლომდე გადმოინთ/ხევა და იმიტომ
ეკლესიატე ამბობს ,,ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ მიწისქვესეთში,, შემდეგ ჩამოთვლის და გვასწავლის,,ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა, ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა, ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა.......ჟამი სიკვარულისა და ჟამი სიძუ/ლვილისა, ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა,,
ახლა საქართველოში ომის ჟამია,ნგრევის, მტრობის, გესლის ნთ/ხევის, სიძულვილის ჟამი.
გავა დრო და ეს ჟამი შეიცვლება მშვიდობის,სიყვარულის, ლხინის ჟამით. ასეთია ცხოვრების,ისტორიის მსვლელობის კანონზომიერება და იმიტომ. ისე როგორც სახადს, კველა ჟამს თავისი ბუდობის ხანა აქვს. ომისას--თავისი, მშვიდობისას---თავისი, ნგრევისას--თავისი, შენებისას--თავისი, სიძულვილისას--თავისი, სიყვარულისას--თავისი. ამიტომ მოთმინება და მოლოდინი გვმართებს. მძიმეა ეს მოლოდინი და მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი.
როცა ადამიანს მუწუკი აწუხებს, მანამ არ მორჩება, სანამ ჩირქი ბოლომდე არ გამოირწკვება
ეხლა საქართველოში სიძუ/ლვილის ჟამია. ამ დროს ხალხის ზნ/ეობრივი გახრწნა--დაცემა ჩვეულებრივი მოვლენაა. ზნეობის საფუძველი სიკვარულია და არა სიძულვილი. სიძულვილი უზნეობის საძირკველია. როგორც კი სიძულვილი დაცხრება დაიწყება ზნ/ეობრივი ამაღ/ლებაც