„ზურაბიშვილს გამარჯვება ისე უნდოდა, რომ ამ „ოლიგარქის“ ფოტო საარჩევნო ბილბორდზე ჰქონდა გამოსახული, მაგრამ შემდეგ უფროსი გამოიცვალა“

„ზურაბიშვილს გამარჯვება ისე უნდოდა, რომ ამ „ოლიგარქის“ ფოტო საარჩევნო ბილბორდზე ჰქონდა გამოსახული, მაგრამ შემდეგ უფროსი გამოიცვალა“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის მისამართით რიტორიკას მოულოდნელად და რადიკალურად ცვლის. მას „ოლიგარქს“ პირველად უწოდებს. „ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს ჟურნალისტის კითხვაზე - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ის პასუხობს: „არის, ალბათ, კი“.

თუმცა, პრეზიდენტის აზრით, ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი.

ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ კითხვასაც ორაზროვნად უპასუხა: „რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით“.

ზურაბიშვილმა ასევე სააკაშვილის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ, ეს არის ის, რაც შეიძლება იყოს რთული სხვების მიმართ, თორემ რას გავაკეთებ, ამაზე არც კის ვამბობ და არც არას და როცა საჭირო იქნება გეტყვით“.

ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მათი აზრით, ზურაბიშვილი თავს ანგარიშვალდებულად ახლა დასავლეთთან მიიჩნევს, ამიტომ დაიწყო ის თამაში, რაც ამ პოლიტიკური წრეებისთვის არის მისაღები. ამის დასამტკიცებლად კი ივანიშვილის „ოლიგარქად“ მოხსენიებაც აღარ ითაკილა.

შეკითხვას - ტერმინი ოლიგარქი თქვენთვის არ არის მისაღები ივანიშვილთან მიმართებით? სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „რატომაც არა. ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი ამ დეოლიგარქის კანონზე არ არის რაღაც... ვენეციის კომისიის მიდგომა ამ საკითხზე არის, რომ თქვენ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. უნდა მიიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც იქნება პრევენციული, რომ არავინ შეძლოს რომ მიიღოს მეტი გავლენა“.

წამყვანმა შეკითხვა დააზუსტა - ივანიშვილი ოლიგარქია? პრეზიდენტმა უპასუხა: „არის, ალბათ, კი. ოლიგარქი იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი - სისტემის არგამჭვირვალეობა. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ, სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა და ა.შ.“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ პრეზიდებტმა თავად გადაწყვიტა ნაციონალების მესიჯბოქსებში ჩაჯდეს და იმეორებს იგივეს, რასაც სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და ანა ნაცვლიშვილი საუბრობენ. ზურაბიშვილის ნინო ლომჯარიზაცია დაიწყო, რადგან მის ლექსიკაში ვეღარ გაარკვევ რეალურად ვინ საუბრობს.

„ზურაბიშვილის განცხადებები ბოლო დროს საერთოდ რეალობას არის მოწყვეტილი. პრეზიდენტი სააზოგადოების თვალში სრულიად არალეგიტიმურია. ძალიან დიდი ნერვების და რესურსის ფასად დაუჯდა მის ამომრჩეველს ზურაბიშვილის დაცვა. მას ნაციონალები და სხვა დანარჩენი რადიკალები ამუნათებდნენ. ათასგვარ სისულელეს და სიბინძურეს აბრალებდნენ. თუმცა, რატომღაც ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ დესტრუქციული ჯგუფის პოლიტიკური გზავნილები გაიზიაროს და ამით ვითომ ნეიტრალური პოლიტიკური აქტორი გამოჩნდეს. ჩემი შეფასებით, ის უფრო დასავლეთში იწერს ქულებს, ვიდრე ქართული საზოგადოების თვალში.

ზუსტად ეს ახასიათებთ რადიკალებს. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ოპოზიციური პარტია იქნება. ქვეყნის შიგნით ზურაბიშვილს და ოპოზიციის სხვა დანარჩენ პოლიტიკოსებს საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, ამიტომ ცდილობენ, რომ ეს გარე ლეგიტიმაცია მოიპოვონ. ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს ზურაბიშვილიც შეემატა და ცდილობენ მხარდაჭერა დასავლეთიდან მოიპოვონ. ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან ეს ძალიან გაუთვლელი ნაბიჯია. რომ არა „ოცნების“ გუნდი და მათი მხარდამჭერთა ნება, ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტი არ იქნებოდა. ის ჩვეულებრივი მარგინალური პოლიტიკოსი იქნებოდა, თუ პოლიტიკაში ისევ დარჩებოდა“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ცხადია, რომ ზურაბიშვილის გათვლა დასავლეთზე აქვს, მაგრამ ზუსტად რა უნდა, ეს, ჯერჯერობით, რთული სათქმელია. აბაშიძე ამბობს, რომ არსებობს სხვადასხვა ჭორი იმის შესახებ, ის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ კარიერას დასავლეთში, კერძოდ, საფრანგეთში გააგრძელებს, თუმცა მან ეს უარყო. თუმცა აბაშიძე მეორე ვერსიად მისი შვილების ევროპაში კარიერის გაკეთებას ასახელებს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის საქართველოში არანაირი კარიერა აღარ ექნება და ის, უბრალოდ, გიორგი მარგველაშვილივით მარგინალიზებული ფიგურა იქნება. ამიტომ, მას, როგორც ჩანს, გარკვეული იმედი აქვს, რომ დასავლეთში უფრო დააფასებენ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია დამოუკიდებელ პოლიტიკოსს თამაშობს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ჩათვალა, რომ ქვეყნის შიგნით არავისთან აღარ არის ვალდებული. ამიტომ ახალი „უფროსი“ გაიჩინა და ეს დასავლეთია, რომელსაც ანგარიშს უკვე დიდი ხანია უწევს.

„როგორც იტყვიან ხოლმე „დრონი მეფობენ და არა მეფენი“ ძალიან სამწუხაროა, როცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლის სახეცვლილება ასე სწრაფად მოხა. საქმე კი ისაა, რომ ის დროის გასვლისთანავე უფრო და უფრო რადიკალური ხდება. გვახსოვს შარშან, როცა არ მოგვცეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მისი რიტორიკა ასეთი მწვავე არ ყოფილა. მან ივანიშვილს მაშინ „ოლიგარქი“ არ უწოდა. ახლა კი უფრო პირდაპირი და ღიაა. ალბათ, ფიქრობს, რომ უკვე დროა დასავლეთისთვის თამამი განცხადებები გააკეთოს და მათი დარწმუნება შეძლოს, რომ ის დამოუკიდებელი მოთამაშეა, თუნდაც ივანიშვილისგან გათავისუფლდა და ა.შ. სამწუხარო ისაა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი 2018 წელს სულ სხვაგვარად საუბრობდა.

მაშინ ამ „ოლიგარქის“ ფოტო მის საარჩევნო ბილბორდზე იყო გამოსახული. გამარჯვება ისე უნდოდა, რომ ე.წ. ოლიგარქის ზურგს უკან იყო ამოფარებული. მაშინ რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ მან უფროსი გამოიცვალა. მისთვის ახლა ანგარიშგასაწევი ძალა დასავლეთია და მათთვის პოზირებს. მისი ეს განცხადებები, მოქმედებები და შეცვლილი რიტორიკა სწორედ ამის ნიშანია. რაც შეეხება სააკაშვილის და გვარამიას შეწყალების თემას, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, ჯერ ამ კოზი0რს იტოვებს. შეხედავს აქედან რა სახის პოლიტიკური დივიდენდს მიიღებს და იმის მიხედვით გადაწყვეტს. თუკი დასავლეთისთვის ეს საჭირო იქნება, ალბათ, ამასაც გააკეთებს“, - ამბობს საყვარელიძე.

ლევკოთეა ამ ქალის მსჯელობა ბრძენი კინალოკოს ტექსტებს მაგონებს :)
ბმული
1 წლის უკან
ლევკოთეა საქმე იმაშია, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე რომ გახდე, ამისთვის საჭიროა ან ელექტორალური ძალა გქონდეს, ან ჭკვიანი, ავტორიტეტული პოლიტიკოსი იყო და რომელიმე ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას ჩაუდგე სათავეში.
ზურაბიშვილს არასოდეს ექნება ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა. არც რომელიმე ძლიერი პარტია (ანდა,
რომელია ძლიერი) ჩაიბამს თავში ლოკომოტივად.
ამიტომ, მის პოლიტიკოსობას (აღარ ვლაპარაკობ დამოუკიდებელ პოლიტიკოსობაზე) ვადის გასვლისთანავე დაესმება წერტილი.
სადმე ევროპაში დანიშნავს დასავლეთი საპენსიო პოზიციაზე და მაგით დასრულდება.
1 წლის უკან
merab ზურაბიშვილო, საქართველომ ბევრი შენისთანა მოღალატე მოინელა და ისტორიაში თავის ადგილზე დასვა.
იგივე ბედი გელის შენც! სადაც არ უნდა იყო, ან აღარ იყო, ქართველი კაცებისგან - გინება და ქალებისგან - წყევლა, თან მიებმევა შენი სახელის და გვარის ხსენებას უკუნისამდე.
1 წლის უკან