12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა შესრულებულია - საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება

12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა შესრულებულია - საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება

გერმანიის პირველმა დიპლომატმა, საქართველოს ევროკავშირის საერთო პოზიცია გადასცა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბრიუსელს საქართველოს ევროკავშირში ხილვა სურს, თუმცა ამისთვის ქართველმა პოლიტიკოსებმა პოლარიზაცია უნდა დასძლიონ. ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ ხელი გამოწვდილია, კარი გაღებული - დარჩა 12 პუნქტის შესრულება. ბერბოკი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიიდან ჩამოფრინდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს.

გერმანელმა დიპლომატმა საქართველოში ვიზიტი ქართველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. შეხვდა არასამართავრო სექტორს და ოპოზიციას, თუმცა არასრული შემადგენლობით. ბერბოკი შეხვდა ჯერ პრეზიდენტს და შემდეგ პრემიერ-მინისტრს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ღარიბაშვილმა და ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს, რაც მოხსნის სპეკულაციებს და დაასრულებს ოპოზიციის დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული პრიორიტეტი პოლარიზაციის დასრულებაა, თუმცა ისმის კითხვა, რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად?

„თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას. მე მათ პირადადაც ვუთხარი, რომ შეცდომა იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მისცეს ავანსად, როგორც მოლდოვას და უკრაინას. ჩვენი პროგნოზი ახდა, რომ პოლარიზაცია არათუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა. რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში პოლარიზაცია შემცირდა თუ არა, პირიქით - ვნახეთ დესტაბილიზაციის მცდელობები.

შარშან, ივნისის აქციები, ახლა მარტის აქციები. პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მონაწილეობა 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. შესაბამისად, ჩვენი პასუხი, რაც ევროპელ პარტნიორებს გავუზიარე, არის შემდეგი - თუ ევროპას, ევროპელ პარლამენტარებს და კოლეგებს, რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ირკვევა 12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა შესრულებულია, დარჩენილ რამდენიმე პუნქტს კი პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესს სამართლიანად შეაფასებენ და ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„საუბრის ერთ-ერთი საკვანძო თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო. კოლეგას ის ინტენსიური სამუშაო გავაცანი, რაც ევროკომიტეტის 12 რეკომენდაციის შესრულებისას გავწიეთ. მათი უმრავლესობა შესრულებულია და რჩება რამდენიმე პუნქტი, რომლებსაც პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესს სამართლიანად და დამსახურებულად შეაფასებენ და საქართველო და ევროკავშირი ისტორიულ გადაწყვეტილებას ერთად ვიზეიმებთ. რაც შეეხება ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტს, ის ცალსახად აღიარებს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობას ევროპისთვის“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ანალენა ბერბოკის თქმით, საქართველოს საგრძნობი წინსვლა აქვთ 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, თუმცა აქვე დასძენს, რომ გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა.

„მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაეროს რეზოლუციისა და მკაფიო პოზიცია რუსეთის თავდასხმითი ომის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ, ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ამას ვაფასებთ. ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო: 2008 წლის რუსული ინტერვენცია, 2 რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, რომლებიც არიან დე ფაქტო რუსული კონტროლის ქვეშ და რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც იქ იმყოფებიან.

ასევე, ათი ათასობით რუსი, რომლებიც 2022 წლის ომის შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში. ის, რომ თქვენ ამ ყველაფრის მიუხედავად ხართ უკრაინის მხარეს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რა ღირებულებებს ეფუძნება საქართველო და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ჩვენი ხელი ძალიან შორს არის გამოწვდილი, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარია 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ დიპლომატთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის.

„აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს.

გერმანიას საქართველოს ევროკავშირში ხილვის სურვილი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციის შემთხვევაში. ქართველი ოპოზიციონრები ყველა ზომას მიმართავენ იმისათვის, რომ დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ და არ მიიღოს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტრუქციული ოპოზიცია იქნებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციის ლობისტი და არა კანდიდატის სტატუსის არმიღების ლობისტი, რასაც დღეს ოპოზიციის წევრები აკეთებენ.

„შეიძლება ამოვიღოთ თითოეული კანონპროექტი, თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც 12 პუნქტიდან გამომდინარე მიიღო საქართველოს პარლამენტმა და ვნახოთ, რომელი პარტია რამდენი გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ჩანს, ვის უნდა 12 პუნქტის შესრულება და ვის არა. რას გააკეთებდა კონსტრუქციული ოპოზიცია და ევროინტეგრაციის მოსურნე ამ ოპოზიციის ადგილას, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ჩაერთვებოდა ყველა პუნქტის შესრულებაში და, რა თქმა უნდა, ეს ჩართულობა იქნებოდა კონსტრუქციული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

merab დეგრადაცია?
აგერ ბატონო:
1921 წელს იარაღით დავუპირისპირდით კავშირში შესვლას.
100 წლის შემდეგ, კავშირში რომ შევიდეთ, საშინაო დავალებებს ვასრულებთ ისეთს, სირცხვილით ხელისუფლება ღიად ვერ ლაპარაკობს.
ვიხვეწებით, ვიფიცებთ, ვიგინებით. კანდიდატობას თუ მივაღწიეთ, ეგეც დიდი საქმე იქნება.
რას დაემსგავსეთ, თუ ატყობთ?
1 წლის უკან
trampi რაც უფრო დემოკრატიულად ძაან ძაან მაგრად დაგვაჯვამენ თავზე უფრო უკეთესია --უფრო გამოფხიზლდება ეს ,,დემოკრატიისაკენ,, მიდერეკილ--მოდრეკილი ხალხი...
უფრო მალე გამოვლენ დემოკრატიული ილუზიებიდან
ამერიკა ჩვენი მეგობარია?---- ისემც იმათი კეთილები ქუნემ მთელმა მსოფლიომ.....
ხო უკვე კარგად გამოჩნდა მთელი ამ წლების მანძილზე ამერიკის ჩვენთან მეგობრობის ნამდვილი მიზანი??
აი კრედიტი მოგვცა ........ აი ხორბალი მოგვცა ........ აი დაგვეხმარა........ აგე ხომ დაინახეთ რატომ გვეხმარებოდა??---როცა იმათ ინტერესებს დასჭირდებოდა მთელი საქართველო კამიკაძეებად უნდა გადაქცეულიყო და მათი ინტერესებისათვის რუსეთისთვის დემოკრატიულად თავი შეგვეკლა
მარტო რუსის ტრაკში ეკლად ყოფნა საკმარისი არაა,, არა
აბა ეგენი ფულებს რომ გვახარჯებდნენ, გიჟები კი არ იყვნენ რომ მუქთად დაეხარჯათ ჩვენზე ფულები?..ეხლა გვეუბნებიან გადახდა უნდა ვალსაო.................სანაცვლოდ .წადით და თავი შეაკალით რუსეთს. თქვენი საქართველო სუ კიტრზეც გვკიდიაო....

ეხლა მაინც ჰასკაააცაააა რატო გვეხმარებოდნენ ეგენი??
ფერშტეინ?? მაგრამ ვისაც არ უნდა რომ ეს გაიგოს არც ფერშტეინი უშველით და არც ჰასკაცა
ჰოოდა ამათ გზაც იქით ჰქონიათ...
მოკლედ იმედი მაქვს რომ მანამ ეგენი ჩვენ გვიტირებენ დედას, მანამდე თვითონ ეტირებათ დედა და..... კოლუმბი მხედრიონელი გახდება!!!
1 წლის უკან