გერმანია იმ ქვეყნებს შორის არის, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი სწორედ გერმანიამ და საფრანგეთმა გააჩერეს, რასაც საპასუხოდ მოჰყვა რუსული აგრესია, ომი და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. დასავლეთმა 2008 წელს დაშვებული შეცდომები უკრანაიაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აღიარა, როდესაც თავად დადგა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე.
საქართველო წლებია ნატოში გაწევრიანების რიგში დგას. სანამ ნატოს „ღია კარს“ გაგვიღებენ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების რიგში დგას და ამისთვის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. თუმცა, რადიკალური ოპოზია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია.
„ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივიღებთ ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის ქვეყნებში, რომ საქართველო იმსახურებს ამ შეფასებას, მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ - ამას სჭირდება შენარჩუნება და დაცვა. თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ. ამიტომ შეეცდებიან, რომ მეტი საბოტაჟი და არეულობა იყოს, რომ დაანგრიონ ეკონომიკა და ტურიზმი, რომ იყოს 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა. მინდა ვუთხრა ჩვენს მტრებს, რომ ჩვენი ქვეყნის დანგრევას ვერ შეძლებენ. ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის საშუალებას არ მივცემთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დავალების შესასრულებლად საქართველოს დრო კიდევ აქვს და, როგორც ჩანს, ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამაზე მეტყველებს ჯერ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ახლა უკვე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველოს სტატუსის მიცემაზე უარს არ ეუბნებიან, თუმცა დავალებები ბოლომდე უნდა შეასრულოს.
გერმანელი დიპლომატი ამბობს, რომ ხედავს საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს და ზეწოლას, რომელსაც აწყდება შიგნიდან და გარედან. შესაბამისად, ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებასთან ისაუბრებს იმაზე, რა ნაბიჯებს დგამს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, - აცხადებს ანალენა ბერბოკი.
თუ ანალენა ბერბოკს რაიმე კითხვები აქვს ქვეყნის კურსის შეცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხებს საქართველოში ვიზიტის დროს მიიღებს. ილია დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ გერმანია ტრადიციულად, ისე როგორც აქამდე, იქნება საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი.
„იმ განცხადების მიუხედავად, რაც ყველამ ერთად ვნახეთ, მე მჯერა, რომ ეს ვიზიტი მოიტანს თავის ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, რადგან გერმანია არის ძლიერი, გამორჩეული პარტნიორი და წევრი ევროკავშირის, რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი ხმა ევროკავშირში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მასპინძლობა. ძალიან იმედიანად ვარ, რადგან ეს ვიზიტი მოემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ყოფნის პერიოდში ნახოს ის კონკრეტული შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლებში და ის დამოკიდებულება, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებებისადმი, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იქმნება დაბრკოლებები. გერმანელი დიპლომატის საპასუხოდ კობახიძე ქვეყნის მიზანს და დღის წესრიგს ასახელებს - კანდიდატის სტატუსის მიღება - დეკემბერში.
„ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება, დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 რეკომენდაციის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე - დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გერმანელ დიპლომატს პასუხობს ქართველი დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის განცხადებით, საქართველოს მიერ ევროპული კურსის გადახვევაზე განცხადება არაობიექტური დასკვნაა. მისი თქმით, როდესაც მეგობარი ქვეყნის პირველი დიპლომატი ასეთ ეჭვს გამოთქვამს, სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, რა იყო ამის მიზეზი და აუცილებელია შესაბამისი დასკვნების გაკეთებაც.
„ამგვარი აქცენტის უბრალოდ გატარება არ არის სწორი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ სიტყვებმა უნდა დააფიქროს ბევრი, საჭიროა კონსულტაციები და მათ შორის გერმანელ კოლეგებთან და, რაც მთავარია, შიგნითაც სიტუაციის გადახედვა - რისი ბრალია - კომუნიკაციის ხარვეზია, თუ სხვა რამის, როცა ამგვარ მიუღებელ და ძალიან არასაიამოვნო დასკვნებს აკეთებენ.
თავისი წილი აქვს გასაკეთებელი დიპლომატიასაც, მაგრამ როდესაც ასეთი ორაზროვანი განცხადებები კეთდება, ცოტა უფრო მეტი ჩახედვა და დაკვირვება სჭირდება. საჭიროა კარგად დაფიქრება და უპირველესად თვითონ დედაქალაქში, თბილისში. საჭიროა კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან. შესაბამისი განმარტება უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ევროპულ ბიოროკრატიაში არიან ცალკეული პიროვნებები, წრეები, ჯგუფები, რომლებიც იჯერებენ ოპოზიციის და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნარატივებს, რომ თითქოს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას გადაუხვია, მაგრამ მისი თქმით, ვერაფერს ვიზამთ, ესეც ჩვენი მწარე მოცემულობაა. როდესაც ასეთი ოპოზიცია გყავს, რთულია მასთან თანამშრომლობა. როგორც ანჯაფარიძე ამბობს, ბერბოკის ეს განცხადება იმავე ოპერიდან არის, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგია, მაგრამ ხელისუფლება ჰყავს ცუდი.
„ვნახეთ ეს ოპერა უკვე არაერთხელ. ვფიქრობ, რომ ანალენა ბერბუკის ეს განცხადება არის ძალიან დამაზიანებელი ქართულ-გერმანული და ზოგადად, ქართულ-ევროპული ურთიერთობისთვის. ასეთი კატეგორიული ტონით განცხადებები: „ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს და ზეწოლას“, - ეს უკვე თავად ვიზიტს უკარგავს იმ შინაარსს, რა შინაარსიც მას უნდა ჰქონდეს. ეს არის საქართველოს მეგობარ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, თუ ეს არის ევროპელი ზედამხედველის განცხადება, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ პირდაპირ ასეთ კრიტიკას გამოთქვამს?“, - ინტერესდება ანჯაფარიძე.
მისი თქმით, როდესაც ჩამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი და დემოსტრატიულად ხვდება ოპოზიციის იმ ახალგზარულ ნაწილს, ესეც უკვე არის გარკვეული ჟესტი იმისა, თუ რა განწყობით ჩამოდის საქართველოში.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი დიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში რომ ჩამოდის, მაგრამ გააჩნია რითი ჩამოდის, მის პორტფელში რა დევს, დახმარების და ხელის გაწვდის სურვილი ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნის მიმართ, თუ პირიქით, ზეწოლა მთავრობაზე და ოპოზიციისთვის ერთგვარი ხელის გამართვა. გასაგებია, როდესაც საქართველოდან წავა, ოპოზიცია მის განცხადებებს გამოიყენებს და იტყვის, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, ფიქრობენ, რომ საქართველომ პროევროპული კურსიდან გადაუხვია და ერთ-ერთ არგუმენტად გამოიყენებს, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ ააგოროს საპროტესტო აქციები, მით უმეტეს იცის, რომ ხალხი ამ თემაზე ქუჩაში ჯერ კიდევ გამოდის და ძალიან მძიმედ რეაგირებს კურსის შეცვლაზე. გერმანელმა დიპლომატმა თავისი განცხადებებით ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
თუმცა, არა! ხელისუფლებას არ უჭერს მხარს. თავის ენჯეო ნაც აგენტურას შეხვდა. დასახეს მიზნები და ხელისუფლების შეცვლის გეგმა.
ახლა მთავარია, ხალხს შევუქმნათ მოლოდინი, რომ ცოტაც და ევროპაში ხართ! მერე ვიტყვით, რომ აი, როგორ მიგიღოთ, როცა ხელისუფლება გყავთ რუსული.
დამრტყმელ ჯგუფმა რეპეტიცია და სწავლება უკვე გაიარა 7-8 მარტს. დაშტერებული ხალხის მასა გვაკლდა და მაგაზე ვმუშაობთ. მაგ ხალხს როცა დავაჯერებთ, რომ ევროპაში მიღებისთვის მზად არიან, მოქმედება იწყება.
აბა- ჰე, აბა - ჰო, ბოლოს დაამატა ბერბოკმა და ისიც შეგვახსენა, რომ ხომ იცით, მთელი დასავლეთი ვეომებით რუსეთს. ოღონდ, ეგ არ თქვათ, მე რომ გითხარით.
ერთხელ, ეს ღიად წამომცდა და იქ ამბავი ატყდა...
მოკლედ, ძაან დაიმედებული დატოვა აგენტურა.
სულგუნს ყიდდა თუ იმერულ ყველს??
ისე კარგად კი მაცინე
...პლიუს მისი ძეგლები ( სხვებიც ზედ მიაყოლეს) სუ მდინარეში გადაუძახეს
ეხლა ვამბობ კოლუმბი ჩქარა მხედრიონელი გახდება მეთქი.
იმედი მაქვს რომ ამას მაინც კოლუმბის ძახილივით 12 წელი არ დასჭირდება---და მაქსიმუმ მაქსიმუმ 2 წელში ამას ყველა დავინახავთ...
უფრო მალე გამოვლენ დემოკრატიული ილუზიებიდან
ამერიკა ჩვენი მეგობარია?---- ისემც იმათი კეთილები ქუნემ მთელმა მსოფლიომ.....
ხო უკვე კარგად გამოჩნდა მთელი ამ წლების მანძილზე ამერიკის ჩვენთან მეგობრობის ნამდვილი მიზანი??
აი კრედიტი მოგვცა ........ აი ხორბალი მოგვცა ........ აი დაგვეხმარა........ აგე ხომ დაინახეთ რატომ გვეხმარებოდა??---როცა იმათ ინტერესებს დასჭირდებოდა მთელი საქართველო კამიკაძეებად უნდა გადაქცეულიყო და მათი ინტერესებისათვის რუსეთისთვის დემოკრატიულად თავი შეგვეკლა
მარტო რუსის ტრაკში ეკლად ყოფნა საკმარისი არაა,, არა
აბა ეგენი ფულებს რომ გვახარჯებდნენ, გიჟები კი არ იყვნენ რომ მუქთად დაეხარჯათ ჩვენზე ფულები?..ეხლა გვეუბნებიან გადახდა უნდა ვალსაო.................სანაცვლოდ .წადით და თავი შეაკალით რუსეთს. თქვენი საქართველო სუ კიტრზეც გვკიდიაო....
ეხლა მაინც ჰასკაააცაააა რატო გვეხმარებოდნენ ეგენი??
ფერშტეინ?? მაგრამ ვისაც არ უნდა რომ ეს გაიგოს არც ფერშტეინი უშველით და არც ჰასკაცა
ჰოოდა ამათ გზაც იქით ჰქონიათ...
მოკლედ იმედი მაქვს რომ მანამ ეგენი ჩვენ გვიტირებენ დედას, მანამდე თვითონ ეტირებათ დედა და..... კოლუმბი მხედრიონელი გახდება!!!