„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კოპირებით არის ლომჯარიას, გიგაურის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ტექსტები გადატანილი“

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კოპირებით არის ლომჯარიას, გიგაურის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ტექსტები გადატანილი“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზად იქცა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ამერიკისგან საკმაოდ მწვავე გაფრთხილება და კრიტიკა მიიღო, რამაც შესაძლოა ქვეყანას ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში ხელიც კი შეუშალოს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, საქართველოში მყოფ ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს ეყრდნობა და ანგარიშში მათი ტექსტები პირდაპირაა დაკოპირებული. ამიტომ „ოცნებისთვის“ ეს არის მიკერძოებული ანგარიში, რომელიც კონკრეტულ მტკიცებულებებს არის მოკლებული.

გამოქვეყნებულ დაკვნაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების კუთხით დაუსჯელობა გამოიწვია.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა აგრეთვე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადმოცემის საქმეებზე.

პრემიერ - მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი, მათთვის საინტერესო არაა.

მისივე მტკიცებით, ანგარიში ეყრდნობა მიკერძოებულ დასკვნებს, რომლებიც ელიტურმა NGO-ებმა მოამზადეს.

„5 ივლისი, აფგან მუხთარლის საქმე... ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის მხოლოდ სპეკულაციები, ცალკეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილი ანგარიში. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა, მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, მკვლელობა, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არც ერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა, მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომლებიც, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, - თქვა ღარიბაშვილმა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაც წერია და რასაც ამბობენ ენჯეოები, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ განცხადებებს შორის, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„მე ანგარიშის გაცნობა ვერ მოვახერხე, თუმცა ვნახე რამდენიმე სათაური. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით ანგარიშს, სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, მხედველობაში მივიღებთ. შეიძლება, იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. ამაზეც გვექნება შესაბამისი რეაქცია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე, რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ ენჯეოები, ეს, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორ, ასე ვთქვათ, ორი მიმართულებით განცხადებებს შორის, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენთვის მთავარია, როდესაც გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვესმის, ობიექტურ გარემოებებზე იყოს დაფუძნებული. ობიექტური კრიტიკა თუ იქნება, რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღებთ და ყველანაირად ვეცდებით, აისახოს ეს ყველაფერი ჩვენს ქმედებებზე. კრიტიკა ობიექტური თუ არ იქნება, ამაზე სათანადო რეაქცია გვექნება. რეაქციაში იგულისხმება ის, რომ პასუხს გავცემთ ყველა შეესაბამის განცხადებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ძირითადად, ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ტექსტებით არის გაჯერებული. აბაშიძე ამბობს, რომ რა პოლიტიკური ბრენდითაც არ უნდა ქვეყნდებოდეს ის ანგარიშები თუ განცხადებები, სადაც ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებების ანგაჟირებული მოხსენებებია მოცემული, მის მიმართ სანდობა ნაკლები იქნება.

„დასავლეთში ორმაგი სტანდარტები და მიკერძოებულობა რომ უკვე ჩვეულებრივ სტანდარტად არის ქცეული, ფაქტია. ჩვენი ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს, რაც, როგორც ჩანს, დიდად არ მოსწონთ. ბაიდენის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ოპონირება კრიტიკის ობიექტი თავად ამერიკაში კონსერვატორების მიერ ხდება. ფაქტია, რომ დემოკრატიის სახელით ორმაგი სტანდარტების გატარებას აქვს ადგილი. სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი უხეში, უტიფარი ჩარევა არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა ამხელა ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტი მხოლოდ ანგაჟირებულ და მიკერძოებულ დასკვნებს ეყრდნობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს - საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ვგულისხმობ. საქართველოს ხელისუფლებაზე ვერავინ იტყვის, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს. პირიქით, მაქსიმუმს ცდილობს, რომ ეს ისტორიული შანსი ქვეყანამ ხელიდან არ გაუშვას. ნატოში ინტეგრაციისკენ პრობლემები არ არის. როგორც ბრიუსელი, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების სამოქალაქო მაღალჩინოსნები საქართველოს მაღალ ქულებს უწერენ. რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსი შარშან ნამდვილად გვეკუთვნოდა, თუმცა პოლიტიკური მოსაზრებების და არა მიღწეული შედეგების მიხედვით, ჩვენ ეს სტატუსი არ მოგვცეს. არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო დაწერს, ევროპარლამენტი თუ სხვა მოხსენებას, თუკი დასავლეთის ქვეყნების რიგ დედაქალაქებში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამას აზრი არა აქვს. ნებსით თუ უნებლიედ, დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება, წყალს რუსულ მავნებლურ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე ასხამს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, რუსების საქმეს ანტიქართული განცხადებებით აკეთებენ, თანაც იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპისკენ არის მიმართული. გარკვეული კონიუნქტურული და ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რიგი ქვეყნებიდან, ამ პროცესს აფერხებს.

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კი ფიქრობს, რომ საერთოდ აღარც იყო ამ დასკვნის წაკითხვა საჭირო, რადგან ყველამ უკვე კარგად ვიცით შიგნით რა ეწერება. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირი კოპირებით არის ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ტექსტები გადატანილი. ამიტომ მათი მხრიდან, ხელისუფლების მისამართით მსგავსი ანგარიშის გამოქვეყნება არავის გაკვირვებია.

„საქართველოში მიმდინარე პროცესების შემსწვალელი, შემფასებელი რამდენიმე ობიექტური კრიტერიუმი ვიცი, მათ შორის მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საერთაშორისო ინდიკაციების მიხედვით, რომელიც ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლების კრიტერიუმებს განსაზღვრავს და საქართველოში პენიტენციურ სისტემაში არსებულ სიტუაციას განსაზღვრავს. ამ უკანასკნელს ძალიან კარგად საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“, დასკვნა გვიჩვენებს, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში კვლევა გამოაქვეყნა. ამ კვლევაში იმ სამეულის ფონზე, რასაც ასოცირების ტრიო ჰქვია, უკრაინას და მოლდოვას ვგულისხმობ, საქართველოს ციხეებში არსებული სიტუაცია ამ ქვეყნებში არსებულ ვითარებას არანაირი კრიტერიუმებით არ შეედრება. გარდა ამისა, ძალიან მაღალი შეფასებაა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მთელი რიგი მძიმე დანაშაულების კვლევაა დაფიქსირებული და ამავდროულად, გახსნილი დანაშაულების პროცენტული მაჩვენებელი. მე არ ვიცი რას დავუჯერო, პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოში არსებულ სიტუაციას ამ საერთაშორისო ინდიკატორებით საზღვრავენ, თუ იმ ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მიუკერძოებლობაში ეჭვი აღარავის ეპარება.

ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროქტთან დაკავშირებით ამ ხალხმა წარმოუდგენელი ისტერია ააგორა, ამიტომ ნინო ლომჯარიას და მისი გუნდის წევრების შეფასებები საზოგადოებაში ნდობას აღარ იწვევს. ამ ანგაჟირებულ და ფეიკ ინფორმაციებს, სამწუხაროდ, ეს ხალხი ამერიკის შეერთებულ შტატებს აწვდის. ისინი კი ამ გადაუმოწმებელ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ამა თუ იმ ანგარიშს აქვეყნებენ. ეს ჩანს სწორედ ამ ანგარიშიდან. შეგვეძლო ის არც წაგვეკითხა, რადგან რაც იქ წერია, ზუსტად იგივეს ლომჯარია, გიგაური, საია და სხვები ამბობენ, ყველა ის დასავლეთის აუღურიცხავ დაფინანსებაზე მიბმული ე.წ. არასამთავრობო სექტორი, რომელიც შარშან, ივნისში ღიად ანტისამთავრობო სექტორად ტრანსფორმირდა“, - ამბობს ქართველიშვილი.

 

Aburjga Tasmanieli გასაგებია, სხვას არც რამეს მოველოდი! აშშ სახელმწიო დეპარტამენტი ეყრდნობა თავის დაფინანსებულ აგენტურას - ლომჯარია, გიგაური, სამადაშვილი, ნაცვლიშვილი....., ენდობა და იზიარებს მათ მიდგომებს, ხელმძღვანელობს მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციით! სხვაგვარად რომ ყოფილიყო გასაკვირი ის იქნებოდა! სადაც კაცი ქორწინდება კაცზე, ქალი ქორწინდება ქალზე და თანაც ითხოვენ ეკლესიაში ჯვრისწერის უფლებას, სადაც 50-60 წლის ასაკის მათი გენერლები და ადმირალები საკუთარ სქესში ვერ გარკვეულან, ჰორმონებს ღებულობენ, რომ ქალად გადაიქცნენ, ... და ა.შ. ასეთისგან რა უნდა გაგიკვირდეს?! მათი დედის რძე ტყუილი და მანიპულიაციაა! ეს არის მთელი აშშ და ბრიტანეთი, ბაიდენ-ბლინკენი, ბოლტონი და სალივანი, ნულანდი და ნედ პარაისი....
1 წლის უკან
merab სანამ საქართველოს ამერიკა და ევროპა მართავს, მანამდე ქვეყანა იქნება ეკონომიურად დაცემულ მდგომარეობაში.
1 წლის უკან
trampi ეგ დაკლადები კი არის მაგ ჩათლახების დაწერილი, მაგრამ მთლიანი ანგარიში ამ კაი ხნის ვადაგასული ელჩის--დაგნარის დაწერილია
ეგ ქალი ყველაფერს იპუტავს იმისთვის რომ როგორმე საქართველო შარში გახვიოს..
რომ ამერიკამ როგორმე მისი საქართველოში ,,მოღვაწეობა,, დადებითად(წარმატებულად) შეაფასოს, თორემ მაგის იქ ჩასვლა და გაპენსიორება ერთი და იგივე იქნება...........ჰააა ... ჰააა ..... დამლაგებლად ამუშაონ სადმე .... ეგააა და ეგ მაგის აქაური ბაგაჟი და დამსახურება
ჰოოოდა იმიტომაც აღარ მიეთრევა აქედან..... იქნებ როგორმე რამე შარს გადაგვკიდოს და ერთი--ორი ქულა მაინც დაიწეროს. აბა ისე როგორ წავიდეს აქედან, რა ნამუსით დაენახოს იქაურ პატრონებს??? იქნებ რაღაცა მოახერხოს და რამე, პატარა შარს მაინც გადაკვიდოს(ომი ვერ აგვკიდა), რომ იქაურმა პატრონებმა ცოტა მოწყალე თვალით შეხედონ, თორემ თავის ,,სპორტულ კარიერას,, ეგ კატასტროფით ამთავრებს....... შეიძლება დაჟე პენსიაც კი აღარ მისცენ ...
მოკლედ დაერხა მაგ მართლა დაგნარს
და მთავარი................ კოლუმბს ერხევა, კოლუმბს ....მგონი მაგათი მხედრიონი იწყება უკვე ..
.მე კი 2025--ში ვუწინასარმეტყველე, მაგრამ მგონი ეგენი აჩქარებენ მაგ კაი საქმეს...
ეგრემც ყოფილიყოს!!!!
1 წლის უკან