ხუთი წლის წინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. საქმე ეხებოდა სამხრეთ ოსეთის მცირე ტერიტორიის მოპოვებას, თუმცა აღნიშნულმა ამერიკელ დამკვირვებლებს პირველი მსოფლიო ომი მოაგონა, საქართველოს პრეზიდენტი კი გაერთიანებული ერების მხარდაჭერის შესახებ მცდარი ინფორმაციით დაძაბულობას ამწვავებდა.
„საქართველოს პორტებსა და აეროპორტებს ამერიკის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, რათა განახორციელოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და სხვა მისიები. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ამოცანაა, დაძაბულობის შესამცირებლად“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 13 აგვისტოს სატელევიზიო გამოსვლაში. თუმცა, სააკაშვილის სიტყვები ყველაფერს ემსახურებოდა, გარდა სიტუაციის დაწყნარებისა.
ხუთი დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული მწვავე კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა. რუსეთის ჯარი არა მარტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მითვისებულ ტერიტორიებზე ახორციელებდა კონტროლს, არამედ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ გორზეც და შავი ზღვის ფოთის პორტზე.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქ თბილისთან უკან დაიხია. ინფორმაციული სიტუაცია აირია. მიუხედავად დროებითი ზავისა, იყო ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარები თბილისის მიმართულებით გამოემართნენ. რამაც თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილში პანიკური შიში გამოიწვია.
იყო სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა. მაშინდელი რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი იხსენებს: „იყო მთვრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემოთავაზება, თუმცა ჩვენ უარი განვაცხადეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ: თუ ჩვენ მოვკვდებით, მოვკვდებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. ჩვენ უკან არ დაგვიხევია."
სააკაშვილს სჯეროდა, რომ რუსებს მხოლოდ ამერიკელების სამხედრო ჩარევა შეჩერებდათ, თუმცა ეს არ მომხდარა. ამერიკის ჯარებმა მხოლოდ საქართველოს პორტებისა და აეროპორტების კონტროლი აიღო საკუთარ თავზე.
ამერიკას რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან არიდება სურდა
სააკაშვილის მტკიცებულებები, რბილად რომ ვთქვად, უტრირებულ იქნა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონ ბუშმა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა ამერიკის ჯარების გემებსა და თვითმფრინავებს. ეს რუსეთის მთავრობისადმი გაგზავნილი დელიკატური სიგნალი იყო. ბუშს კაბინეტის წევრებმა ურჩიეს საქართველოში სამხედრო დახმარების გაგზავნა, თუმცა გასაგები იყო, რომ ეს რუსეთთან უშუალო კონფრონტაციას გამოიწვევდა, რაც ამერიკის მთავრობას არ სურდა. ასე აღწერა სიტუაცია აწ გარდაცვლლილმა ამერიკის დიპლომატმა რონ ასმუსმა. მაშინდელმა ევროპის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მთავარმა მრჩეველმა დამონ ვილსონმა ეს ვერსია დაადასტურა. ვილსონის შემდეგ, ამერიკული საგუშაგო ხომალდები შავ ზღვაში მხოლოდ ტიპური აღჭურვილობით მარაგდებოდა. თუმცა, სააკაშვილი დღემდე ამტკიცებს, რომ მათ შორის მძიმე სარაკეტო დანადგარებიც იყო.
სააკაშვილის საპროტესტო გამოსვლას იაკობაშვილმა ასე უპასუხა: „დეტალები ზოგჯერ დიდ ცდომილებას ახდენს.“ რის შემდეგაც თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17 დადგა. რუსეთმა მოითხოვა მისი გაყვანა, ვინაიდან ისინი აეროპორტში შედიოდნენ და იქ ამერიკული თვითმფრინავის არსებობა არ აწყობდათ. სხვა სიტყვებით: იაკობაშვილის სააკაშვილის მტკიცებულებები ლეგიტიმურად მიაჩნია და თვლის, რომ ამით რუსები შეჩერდებიან. თუმცა ამან კონფლიქტის გამწვავება გამოიწვია, რაც ფიონა ჰილის შეფასებით ძალზედ საშიში იყო.
ჰილი 2006-2009 წლებში რუსეთში ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური საიდუმლო სამსახურის მრჩეველი იყო. „როდესაც მე ვაშინგტონიდან შედეგები მივიღე, ვფიქრობდი, რომ პირველი მსოფლიო ომი მეორდებოდა. როდესაც სტუდენტი ვიყავი, ყოველთვის ვკითხულობდი თუ როგორ შეიძლება წარმოიშვას ასეთი სიტუაცია. ახლა კი ვფიქრობდი: აი, თურმე როგორ ხდება ეს.“
ეტაპობრივი ესკალაციის პროცესი არა რამდენიმე დღისა და თვის, არამედ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ქართველების შიდა კონფლიქტების საფუძველზე, თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობამ იმატა, რაც უსაფრთხოების ინტერესებიდან მომდინარეობდა. შემდგომი ელემენტი იყო ვლადიმერ პუტინსა და სააკაშვილს შორის არსებული პირადი ღრმა ანტიპათია საერთაშორისო ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა კოსოვოსა და ნატოს ბუქარესტში აღიარება. 2008 წლის აგვისტოში ესკალაციის პროცესი გამწვავდა.
ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში საქართველოს ნაწილობრივ რესპუბლიკას - აფხაზეთს ღია ომის საფრთხე ემუქრებოდა. სიტუაციის დაწყნარებას ემსახურებოდა უშუალო მოლაპარაკებები აფხაზეთსა და საქართველოს შორის, ნაწილობრივ შვედეთისა და ამერიკის შუამდგომლობით. თუმცა მისი აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ამერიკელებთან მოლაპარაკებაში ჩაერთო აგრეთვე გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი. თუმცა, ვაშინგტონთან კოორდინაცია რთული იყო. ამერიკის მთავრობა ზეწოლას ახდენდა ევროპის ვალდებულებაზე დამკვირვებლებთან და პოლიციელებთან. თუმცა ამას ბრიუსელი არ დასთანხმდა.
საქართველო შტაინმაიერს არ ენდობა
ქართველებმა შტაინმაიერის მიმართ ნდობა აბსოლუტურად დაკარგეს. იაკობაშვილი გვიამბობს, რომ შტაინმაიერმა ჯერ კიდევ ივლისში ბათუმში შეხვედრისას აღწერა სცენა, რაც რამდენიმე კვირის შემდეგ სამხრეთ ოსეთში გაითამაშა, რაც შტაინმაიერის მოსკოვთან ახლო ურთიერთობაზე ერთგვარი მინიშნება იყო .
ამერიკის მთავრობის მხრიდან გაფრთხილებები არ ყოფილა. ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა ამტკიცებს, რომ მათ თავის მხრივ სააკაშვილს მისცეს გაფრთხილება არ გაემწვავებინა რუსეთთან ურთიერთობა. მეორეს მხრივ, მათ განმეორებით აღნიშნეს, რომ ამერიკა სამხედრო დახმარებას არ გასწევდა. ფიოლა ჰილი ადასტურებს, რომ რამდენიმე პიროვნებამ სააკაშვილს მხარი აუბა. თუმცა მათი გვარებისა და წარმომავლობის დასახელება მან არ ისურვა. ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტმა 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ბრძანება გასცა. რუსეთის სამხედრო მანქანები ადგილიდან დაიძრა.
11 აგვისტოს რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრ კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს ჯარები ყაზარმებში უკან ბრუნდებიან და რომ საქართველოს მთავრობა ძალების გამოყენებაზე უარს აცხადებს. იგი აგრეთვე მოითხოვდა, სააკაშვილი გადამდგარიყო. რაისი მის ჩანაწერებში ამას როგორც დიდ შეურაცხყოფას ისე აღწერს. ვაშინგტონში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის ჯარები თბილსში შევიდოდნენ და ამასთან შესაძლებელი იყო უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის გააქტიურება. ამრიგად, გადაწყდა რუსეთისადმი მკვეთრი, თუმცა თავშეკავებული სიგნალის მიცემა: ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა საქართველოში, ამერიკის სამხედრო გემების პორტებსა და აეროპორტებში.
ჰილი აღნიშნავს, რომ მოსკოვთან ამჟამად პრაქტიკულად მხოლოდ საკომუნიკაციო არხი გაიხსნა. გაუგებარმა სიტუაციამ, საწინააღმდეგო ინფორმაციამ კონფლიქტურ ზონაში არსებულ სიტუაციაზე და არასწორმა გათვლებმა არსებული მდგომარეობა დაამძიმა. „ის, რომ ევროპის საზღვარზე გაჩაღებული მცირე ომის შედეგად სიტუაცია უარესად არ დამძიმებულა, რამდენიმე პიროვნებას უნდა ვუმადლოდეთ“, -განაცხადა ჰილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მისი გაბედული ჩარევით სიტუაცია გაანეიტრალა, თუმცა იგი განხორციელებული ღონისძიებისა და დროებითი ზავის შეთანხმების გამო ძლიერ გააკრიტიკეს.
და ბოლოს სარკოზიმ გააკეთა ის, რაზეც მანამდე ევროპა ყოველთვის უარს აცხადებდა: 2008 წლის ოქტომბრიდან იგი ადგილზე სიტუაციის კონტროლს ახორციელებს. დამკვირვებლების განცხადებით, სიტუაცია სტაბილურად მშვიდია.
http://www.tagesspiegel.de/politik/krieg-zwischen-georgien-und-russland-nur-ein-kleiner-krieg-am-rande-europas/8611668.html