რონალდ რეიგანი: „თუ ფაშიზმი ოდესმე მოვა ამერიკაში, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით“

რონალდ რეიგანი: „თუ ფაშიზმი ოდესმე მოვა ამერიკაში, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით“

„თუ ფაშიზმი ოდესმე მოვა ამერიკაში, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით“, - აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი წინასწარ ჭვრეტდა, დადგებოდა დრო, როდესაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაექვემდებარებოდა და დემოკრატიის შუქურად შეფასდებოდა ისეთი ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური რეჟიმები და პოლიტიკური ძალები, როგორიც საქართველოში სააკაშვილის მმართველობა და მისი პარტია იყო.

რეიგანის ეს გასაოცარი სიტყვები განსაკუთრებით დღეს არის აქტუალური. მით უმეტეს 7-8 მარტის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ქართული ოპოზიციის სტილი არის ფაშიზმი, რომელთა მოქმედებები პოლიტტექნოლოგისა და ხავერდოვანი რევოლუციების სპეციალისტის პიტერ აკერმანის გეგმით, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით მიმდინარეობს. ამ გეგმის პირველი ნაწილი რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ, აგრესიული სტუდენტური ჯგუფების მონაწილეობით, რომელთა ყოველი მოქმედება არის დაფინანსებული ოლიგარქ დავით კეზერაშვილის მიერ.

კეზერაშვილის სახელს უკავშირდება ორგანიზაცია „ნაბიჯი“, რომელსაც for.ge-ს ინფორმაციით კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს. ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი გიორგი მუმლაძე. სწორედ ეს ორგანიზაცია ხელმძღვანელობს და ატრენინგებს პოლიტიკურად ანგაჟირებული აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფებს. გეგმის პირველი ნაწილია პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციის მქონე ლექტორებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა და ლექსიის ჩაშლა.

სწორედ, „ნაბიჯის“ მიერ იყო ორგანიზებული თსუ-ში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა. „სტუდენტი“, რომელიც, წესით, უნივერსიტეტში არ უნდა ყოფილიყო და მით უმეტეს აუდიტორიაში, განზრახ, მძიმე დაზიანების გამო ნასამართლევი თორნიკე შუკაკიძეა, რომელიც თსუ-ს სტუდენტიც კი არ არის. სტუდენტები ამბობენ, რომ შუკაკიძეს გარედან მითითებებს აძლევდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე. „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლიბერალური ფაშიზმის ყველაზე აქტიური ავტორები საქართველოში არიან სწორედ მდიდარი „ენჯეოები“: „ამ ბულინგის ავტორები იყვნენ უცხოური გავლენის აგენტები, ის ცნობილი მდიდარი „ენჯეოები“, რომლებზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ლიბერალური ფაშიზმის ყველაზე აქტიური ავტორები საქართველოში არიან სწორედ ეს მდიდარი „ენჯეოები“.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განსხვავებული აზრის დევნა ის ფაშისტური კამპანიაა, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი, თუ სხვა ასეთი პირები აწარმოებენ. მისი თქმით, აკადემიურ სივრცეში პოლიტიკას არაფერი ესაქმება და ეს ყველა უნივერსიტეტის შიდა სტანდარტია.

„ხომ არ ხდება აკადემიურ სივრცის პოლიტიკურად გამოყენება? - ჩვენ ამას ვხედავთ, თუნდაც ის, რომ იქ ორგანიზებულად არიან ესა თუ ის ჯგუფები, სტუდენტების თუ ა.შ. რომელიც ამ საკითხით დაკავებულები არიან, მათ შორის, ჩვენ პოლიტიკურად აქტიური ლექტორებიც ვნახეთ. აკადემიურ სივრცეში პოლიტიკას არაფერი ესაქმება და ეს ყველა უნივერსიტეტის შიდა სტანდარტი გახლავთ. უნივერსიტეტმა თავად უნდა ისაუბრონ ამაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ამ სტანდარტს, ან არ აკმაყოფილებენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები სხვადასხვა სასწავლებლებში დადიან და საკუთარ პოლიტიკური იდეოლოგიას ავრცელებენ. განსხვავებული აზრის დევნა ის ფაშისტური კამპანიაა, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი, თუ სხვა ასეთი პირები აწარმოებენ, რომლებიც პირდაპირ გარიყვისკენ მოუწოდებენ. აი, ეს ჩვენს ხელისგულზე დევს, ეს თქვენს თვალწინ არის“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

7-8 მარტის შემდეგ ოპოზიციისა და მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის ფაშისტური მოწოდებები:

„მოვიკვეთოთ საზოგადოებიდან ის ადამიანები, ვინც ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას!“

„არ მივესალმოთ, ხელი არ ჩამოვართვათ ასეთ ადამიანებს, რათა მათ დაინახონ, რომ კეთროვანები არიან!“

„ასეთი ლექტორები არ შევუშვათ ლექციებზე და გავაძევოთ უნივერსიტეტებიდან!“

„მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!“

„გამოვაცხადოთ ასეთი ადამიანების - საქართველოს მტრების მისამართები და მათ საცხოვრებელ სახლებთან მოვუწყოთ ობსტრუქცია!“

„დავაბულინგოთ ასეთების შვილები, რათა შვილების საშუალებით მოვახდინოთ მათზე ზემოქმედება!“

ამ მოწოდებებს ვისმენთ ლიბერალიზმის სახელით მოქმედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ თავს დემოკრატებს და პატრიოტებს ეძახიან. ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ადამიანების ასეთ მოწოდებებს მხარდაჭერა აქვთ დასავლეთის ქვეყნების იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ასევე ლიბერალებს უწოდებენ საკუთარ თავს. როგორც კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ფაშისტებსაც და კომუნისტებსაც ჰქონდა საკუთარი იდეოლოგიის გამამართლებელი კონსტიტუციებიც და კანონებიც.

„ისინიც, როგორც ესენი, დიდი მიზნების მიღწევებისადმი სწრაფვის აუცილებლობით ამართლებდნენ მათი იდეოლოგიის მოწინააღმდეგეთა კეთროვანებად გამოცხადებას და მათი მორალური, საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური განადგურების აუცილებლობას. ზუსტად ასე იქცევიან თანამედროვე „ლიბერალი“ ფაშისტებიც. ამიტომაც წყლის ორი წვეთივით ჰგავს მათი ქმედებები. წვავენ მათთვის მიუღებელი ოპონენტების წიგნებს; უკეტავენ უნივერსიტეტის კარებებს მათთვის მიუღებელ ლექტორებს; „მოღალატის“ დამღით მორალურად კლავდნენ ადამიანებს“, - აცხადებს კაკაბაძე.

მისივე თქმით, ფაშიზმის რეანიმაცია მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ეს მსოფლიოს პრობლემაა. როგორც კაკაბაძე აცხადებს, დღეს, მსოფლიოში აღორძინებას იწყებს ფაშიზმი, რომელიც გადმოედო საქართველოს და შეიქმნა ფაშისტური ჯგუფები, რომლებიც ღიად ლობირებენ ფაშიზმს ქვეყანაში.

„გავიხსენოთ რა ხდებოდა იგივე კოვიდთან და მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, აუცრელები რომ კეთროვანები იყვნენ - ეს არ იყო ადამიანების სეგრეგაცია? ეს არ იყო ფაშიზმი? - რა თქმა უნდა, იყო ფაშიზმი. დღეს, მსოფლიოში აღორძინებას იწყებს ფაშიზმი, რომელიც გადმოედო საქართველოსაც და ქვეყანაში შეიქმნა ფაშისტური ჯგუფები, რომლებიც ფაშიზმს ლობირებენ და საქართველოში ასეთი აღმოჩნდა ოპოზიცია, რომელიც ამ მიმართულებით მიდის.

მათ თვითონ მათი გამონათქვამები ამხელს, როდესაც იძახიან, რომ ხელი არ ჩამოვართვათ იმას, ვინც ამ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, არ მივესალმოთ ამ ადამიანებს, გამოვაცხადოთ ხალხის მტრებად - ესენი არიან ფაშისტური იდეოლოგიის ადამიანები. პირველად ფაშიზმთან შედარებით ამათ წინააღმდეგ ბრძოლა გართულდა და რატომ - ის, გერმანიაში იშვა და მას მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა. ახლა სხვა მოცემულობაში ვართ, ახლა ჩვენ ამას ვხედავთ მსოფლიოს მასშტაბით. რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ეს არის პირდაპირი ფაშიზმი, განსხვავებული ნიშნით ადამიანების დევნა, სწორედ ეს არის ფაშიზმი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძემ.

ექსპერტი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი თამთა მეგრელიშვილი ერთ-ერთია, რომლის 15 წლის შვილი ბულინგის და ფაშისტური თავდასხმის ობიექტი დედის პოლიტიკური არჩევანის გამო გახდა. როგორც ექსპერტი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მის შვილს თანატოლები აბულინგებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ დედაშენი არის რუსეთუმე, იღებს რუსულ კანონს და ხვალ უკვე რუსეთში გაიღვიძებს.

„რეალურად, მართლა ლუსტრაცია მოხდა ამ ადამიანებისა თუ რაზე წასვლა შეუძლიათ საკუთრი ჯიბის და მდგომარეობის გადასარჩენად. არა მხოლოდ ლიდერებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და აბულინგებდნენ, არამედ რიგითი წევრების შვილებსაც. მიხეილ ყაველაშვილის და ეკა სეფაშვილის შვილებზეც იყო ბულინგი. ასევე ჩემს შვილზეც განხორციელდა ბულინგი. ისე ინერვიულა, რომ სკოლაშიც არ წავიდა.

ჩემი 15 წლის შვილს, რომელიც არაფერ შუაშია, ეუბნებოდნენ რომ დედაშენი არის რუსეთუმე, იღებს რუსულ კანონს და შენ ხვალ რუსეთში გაიღვიძებო, ამას ეუბნებოდნენ საკუთარი მეგობრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დაუფიქრებლად მოქმედებდნენ და მერე ბოდიშებიც მოიხადეს. როდესაც უბანში გავიდა, მისმა თანატოლებმა, რომელთანაც მას არ აქვს ურთიერთობა, მაგრამ იცნობს, მის თვალწინ დაწვეს „ქართული ოცნების“ დროშა, რა თქმა უნდა, გამოერიდა ამ სიტუაცას. ეს იყო მშობლისგან ნაკარნახევი, რაც მშობლისგან ნახეს, შვილებმაც იგივე გააკეთეს. მე არა მგონია ეს ბავშვები ამ დონეზე პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ“, - აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ის, დღეს რაც ხდება, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს დესტუქციული ოპოზიციის მხრიდან და ეს არ ჩერდება, უწყვეტ რეჟიმში მიდის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

„გამოვიდნენ სტუდენტები, რომლებიც ანგაჟირებული იყვნენ, ზოგიერთს ფულიც კი ჩაერიცხა კონკრეტული განცხადებებისთვის და სირცხვილის კორიდორის მოწყობისთვის. ბავშვებს აწერინებენ, რომ თითოეულის მისამართს გავიგებთ და მივალთო, ესენი ჯერ ხელისუფლებაში არ არიან და უკვე რაზე მიდიან, რისთვის არიან მზად და ხელისუფლებაში რომ მობრუნდნენ წარმოიდგინეთ რას იზამენ?

არც ერთი პოლიტიკური პროცესი ასეთ მიდგომებს არ უნდა იცნობდეს, ეს იყო 2003-2012 წლამდე პოლიტიკა, რომელსაც მართლა სისხლიანი ფურცლები ჰქვია. აქედან გამომდინარე, ვეთანხმები კობახიძეს, რომ ლომჯარიას განცხადება იყო ცალსახა ფაშიზმი. მათი პოლიტიკური ცხოვრების სტილი არის ფაშიზმი, მათთვის არაფერი არ შეცვლილა. ეს რეჟიმი იდგა სისხლზე, ძალადობაზე, ქართველი კაცის გაუპატიურებაზე. ვერავინ შეცვლის იმას, რაც პოლიტიკურ ბეგრაუნდში აქვთ. დღეს გავეშებულები მზად არიან აბსოლუტურად ყველაფრისთვის, სარზე გაგვაკრავენ, ოღონდ კი ხელისუფლებაში მოვიდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამთა მეგრელიშვილმა.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ის, რაც ხდება საქართველოში, ეს არის სწორედ ლიბერალური ფაშიზმი, ეს არის ამერიკაში 20-ე საუკუნის დასაწყისში ცნობილი მოძრაობა - „კუკლუქს კლანის“ რეინკარნაცია, როდესაც იდეოლოგიური სარჩულით იდევნებოდა უცხო აზრი, იდევნებოდა ადამიანი რასობრივი, კომფენსიური ნიშნით.

„როდესაც სიტყვა ლიბერალიზმი ისმის ჩვენი მხრიდან, ეგრევე მაგალითად მოჰყავთ ილია ჭავჭავაძე, რომელიც სწორად იგებდა ზუსტად ლიბერალიზმს. ლიბერალიზმს ჩვენც ვიგებთ ძალიან სწორი მიმართულებით, მაგრამ ის, რაც ხდება საქართველოში, ეს არის სწორედ ლიბერალური ფაშიზმი, ეს არის ამერიკაში 20-ე საუკუნის დასაწყისში ცნობილი მოძრაობა - „კუკლუქს კლანის“ რეინკარნაცია, როდესაც იდეოლოგიური სარჩულით იდევნებოდა უცხო აზრი.

ნახეთ, დღეს დევნიან ხელისუფლების მომხრე ლექტორებს, ხელისუფლების მომხრე სტუდენტებს, სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ ხელისუფლების მომხრე დეპუტატების მისამართებს, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილებს უწოდებენ მოღალატეებს, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, ეს არის „კუკლუქს კლანი“ რომელსაც ლიბერალიზმთან, როგორც ასეთთან, არანაირი შეხება არ აქვს“, - აცხადებს ქართველიშვილი.

მისი თქმით, ეს არის ის მანტია და სარჩული, რომლითაც ეს ადამიანები ცდილობენ თავისი პროგრესულობა დაგვანახონ და ეს ყველაფერი შეფუთონ პროდასავლურ იდეალებში.

„ეს არის დღევანდელი პროდასავლურობა, თუ დღევანდელი დასავლური ფასეულობები გაიგივებულია ლიბერალურ ფაშიზმთან? საქართველოს, მის ისტორიას, აწმყოს და მომავალს, მის საბაზისო ფასეულობათა ბაზას, მის ტრადიციულობას და ღირსებას ამ ეტაპზე იდეოლოგიურად არაფერი არ ესაქმება აი, ამ მავნე 21-ე საუკუნის გამანადგურებელ მოვლენასთან, როგორიც არის ლიბერალური ფაშიზმი.

ამიტომ დაველოდებით, ჩვენ, ჩვენი არ დავკარგოთ და შევინარჩუნოთ და ამ გზაზე ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად. თუ დასავლეთი ვერ მოერევა და საკუთარ თავში ვერ დაძლევს ამ მეტასტაზებს, ავადმყოფობას, ჩვენ უნდა გვქონდეს იმდენი მოთმინება, რომ არ დახურდავდეს ჩვენი ძირითადი ფასეულობები ამ საშინელ ბოროტებაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ლაზი არადა რა მიმზიდველი იყო ერთ დროს ეს ლიბერალიზმი. საინტერესოა, ამ გავლენისაგან თავისუფალი ქვეყანა თუ არსებობს მსოფლიოში.
1 წლის უკან
amo ხელისუფლებამ დაუყონებლივ ყველა რესურსი (საკანონმდებლო, მედია, ცნობადი სახეები, ინტელიგენცია და . . .) უნდა გამოიყენოს უცხოელების მიერ ჩვენი ხალხის ტვინის გამორეცხვის შესამცირებლად. მაგრამ ეტყობა ეს შეუძლებელია. რო დააპირეს მიიღეს მიტინგი.
1 წლის უკან
merab პაპუაშვილო და ხელისუფლების წევრებო, ვითომ რომ შეწუხდით ლიბერალური ფაშიზმით. ნატო გოგელიას სახლში მივარდნაზე რომ ოჯახის უფროსი დაიჭირეთ, ეგეც ლიბერალი ფაშისტები იყვნენ?
ნუ ფლიდობთ, ოცნების და ხელისუფლების წევრებო!
თქვენ ხართ შემსრულებლები ლიბერალი ფაშისტების მითითებების.
1 წლის უკან