საქართველოს რიგით მეშვიდე ჩემპიონატი ქვიშის რაგბში დასრულდა. ჩემპიონატში, რომელიც საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ორგანიზებით ბათუმში მიმდინარეობდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „არმია“ მონაწილეობდა.
თამაშებს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული გვარდიის უფროსი ლევან გამყრელიძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ესწრებოდნენ.
„არმიამ“ მესამე ადგილისთვის სხვადასხვა კლუბების მორაგბეებისგან შემდგარ გუნდთან „ბარბაროსებთან“ იბრძოლა და პროფესიონალები ანგარიშით - 5:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს ქვიშის რაგბის გუნდი სპორტის ამ სახეობის უმაღლეს ლიგაში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და ჩემპიონატი მესამე ადგილით დაასრულა.
ფინალში კი ერთამანეთს თბილისის „აკადემია“ და საქართველოს ექს-ჩემპიონი „ბათუმი“ შეერკინნენ. „აკადემიამ“ „ბათუმი“ ანგარიშით - 6:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.