პარაზიტირება 9 აპრილის ხარჯზე

პარაზიტირება 9 აპრილის ხარჯზე

ლევან ხაბეიშვილმა, სააკაშვილის მსგავსად, წმინდა თარიღებთან შეთამამება დაიწყო და 9 აპრილს საპროტესტო აქცია დააანონსა. მის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პროტესტი საკუთარ მომხრეებშიც. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი არ უწონებს ლევან ხაბეიშვილს 9 აპრილით პარაზიტირებას და მორალურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას. დიღმელაშვილი ამბობს, რომ 9 აპრილს აქციის დანიშვნა უდიდესი უპასუხისმგებლობაა.

სხვათა შორის, 2013 წელს ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ „ნაციონალებმა“ პირველი საპროტესტო აქცია სწორედ აპრილში დაგეგმეს, რათა თავიანთი მომხრეების რაოდენობა დაეთვალათ, რომელთა რიცხვიც კატასტროფულად მცირდებოდა, მაგრამ მაშინაც ვერ გაბედეს 9 აპრილის თარიღის ხელყოფა და მისი ანალოგიით 19 აპრილს დაამთხვიეს პროტესტი, რათა სიმბოლურ თარიღს მთლად არ მოსწყვეტოდნენ. იმ პერიოდშიც ექსპერტები ეჭვობდნენ, რომ 19 აპრილი „ნაცებს“ შემთხვევით არ ჰქონდათ შერჩეული და შემოვლით ცდილობდნენ 9 აპრილთან მიახლოებას.

დღეს ლევან ხაბეიშვილი უკვე 9 აპრილით აპელირებს, რაც უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს არ უკვირს. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ 9 აპრილი „ნაციონალებმა“ შეარჩიეს იმიტომ, რომ ეს მათი ჩვეული სტილია. ყველაფერი, რაც ქართული, ეროვნული და ღირებულია ქართველი ხალხისთვის, მის გადაგვარებას და დამახინჯებას ცდილობენ. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, აღწევენ კიდეც მიზანს.

„ამ ადამიანებმა სამშობლოსა და პატრიოტიზმის ცნებები ისე შებღალეს, რომ ხალხს ამ სიტყვის განცდის უნარი დააკარგვინეს. განსაკუთრებით, ახალგაზრდობას და მომავალ თაობას დააკარგვინეს მაღალი იდეალების შეგრძნების უნარი. გმირობის ცნებას რა უქნეს, ღირსებას როგორ მოექცნენ, ვის უბოძეს ეს ტიტულები დაუმსახურებლად, ასეთი ფაქტები ყველას გვახსოვს. თუმცა 9 აპრილი იყო ერთადერთი დღე, რომელსაც ესენი თავიანთი ბინძური ხელებით არ შეხებიან. ახლა კი 7- 8 მარტის მოვლენებმა ეგენი ისე გააყეყეჩა და ისე თავს გავიდნენ, რომ ჩათვალეს, ამ თარიღსაც შეუძლია შეეხონ. ძალიან ცუდი იქნება, თუკი ამას დაუშვებს ქართული საზოგადოება, რომ 9 აპრილის თარიღიც შეაბღალინონ ამათ, არ ვიცი, რაღა დარჩება მაშინ, რაც ჩვენთვის ღირებული იქნება. ჩვენმა საზოგადოებამ ეს უნდა გააპროტესტოს, როგორ შეიძლება ამ ბინძურების მიშვება 9 აპრილის თარიღის გამოსაყენებლად“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

მანვე განმარტა, რომ 9 აპრილის თარიღს ვინმე თანამდებობისთვის და ხელისუფლებაში მოსასვლელად კი არ იყენებდა, ეროვნული გრძნობის მქონე ადამიანები კი არ ვაჭრობდნენ ამ თარიღით, მომეცით თანამდებობა და პორტფელებიო, არამედ ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო. ამაში სრულიად საქართველო შეთანხმებულია, რომ ეს იყო ჩვენი ერის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე.

ამდენად, ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის ინსტრუქციების შესრულება ამ წმინდა თარიღის შეურაცხყოფაა. ასეთ ადამიანებს წყლის ჭავლი კი არა, ხელკეტები უნდა დაუშინო და იქიდან გაყარო.

„რა უნდათ „ნაციონალებს“ 9 აპრილის მემორიალთან, ამ კლასიკურ მეძავებს?! ნეტავ, რაიმე თუ ხდება „ნაციონალების“ ცხოვრებაში, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელთან არ გააიგივონ? „ნაცები“ მერაბიშვილსაც ივანიშვილის პროექტს უწოდებენ. რაში სჭირდება ივანიშვილს ვანო მერაბიშვილი, ეს გაცვეთილი და სანაგვეზე გადაგდებული ფიგურა?! მერაბიშვილი პოლიტიკოსიც არასოდეს ყოფილა, ეგ იყო გამოყენებული ფიგურა „ნაციონალების“ ხელში. მერაბიშვილს ავტორიტეტი აქვს, თუ გავლენა?! მერაბიშვილის უკან თვითონვე მერაბიშვილია, ასევე, კეზერაშვილი და მათი ფინანსური ინტერესი. „ნაციონალებსაც“ არაფრად სჭირდებათ მერაბიშვილი“, - მიიჩნევს ნანა კაკაბაძე.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი განუდგა 9 აპრილის აქციას. ამდენად, ნაკლებად მოსალოდნელია, 9 აპრილს რეზონანსული და მნიშვნელოვანი აქცია ჩატარდეს.

„9 აპრილი დაკავშირებულია სისხლისღვრასთან, სახელმწიფოებრიობასთან, არა მგონია, კარგი გადაწყვეტილება იყოს „ნაციონალების“ მხრიდან ამ თარიღის გამოყენება. არ ვიცი, რატომ ცდილობენ მაინცდამაინც ასეთი თარიღებით აპელირებას, მაგრამ ეს არცთუ ისე წარმატებული მცდელობა იქნება. ახლანდელ ბოლო აქციაზე ამდენი ხალხის გამოყვანა იმიტომ კი არ შეძლეს, რომ „ნაციონალებს“ უჭერდა ხალხი მხარს, არამედ პროდასავლური, პროევროპული არჩევანის გამო გამოვიდა ხალხი“,- აცხადებს თამარ კიკნაძე.

 

dimpi სანამ აქციას გამართავთ, მანამდე იმაზე გეფიქრათ აჯობებდა თუ ვინ მოგიწყოთ ეგ 9 აპრილი
1 წლის უკან