საქართველო მზად იყო ნატო გამოყოფილ რეგიონებში გაეცვალა

საქართველო მზად იყო ნატო გამოყოფილ რეგიონებში გაეცვალა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველო-რუსეთის ომის ხუთი წლისთავის წინ ამბობს, რომ ის ცდილობდა კონფლიქტის თავიდან აცილებას იმით, რომ რუსეთს სთავაზობდა ნატოში საქართველოს გაწევრიანების ამბიციებზე უარის თქმას, თუკი მოსკოვი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე დაეხმარებოდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან წინასწარ ჩაწერილ ინტერვიუში, სააკაშვილმა თქვა, რომ ამ წინადადებით მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების არაფორმალურ სამიტზე მიმართა. ეს სამიტი 2008 წლის თებერვალში გაიმართა.

„ჩვენ ვუთხარით [პუტინს], რომ მზად ვიყავით გვეთქვა „არა“ ნატოსთვის“, თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას დახმარება სჭირდებოდა მის ორ გამოყოფილ ტერიტორიასთან დაკავშირებით, და რომ სანაცვლოდ საქართველო მზად იყო ეღიარებინა რუსეთის ინტერესები აფხაზეთში.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ „პუტინი ერთი წუთითაც კი არ დაფიქრებულა“ საქართველოს შეთავაზებაზე.

„[პუტინმა] გაიცინა და თქვა, „ჩვენ არ ვცლით თქვენს ტერიტორიებს თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე“, განაცხადა სააკაშვილმა. „და ეს ნიშნავდა იმას, რომ „ჩვენ მოგაჭრით თქვენ ტერიტორიებს ყველა შემთხვევაში“.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის დაჟინებით სთხოვდა პუტინს დახმარებას, რათა ეპოვათ გზა სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან გამწვავებული ვითარების ჩასაცხრობად.

„მე ვთხოვე მას შეხვედრა და ლაპარაკი“, თქვა სააკაშვილმა. „ვუთხარი, „ამაზე უარესი ვერაფერი მოხდებათქო“. ვუთხარი, რომ „ყოველდღე პროვოკაციები და სროლებია, იარაღის შეტანა ხდება, გაურკვევლობაა, ამაზე ცუდი რაღა უნდა მოხდესთქო“, ამ დროს მან შემომხედა და თქვა „აი აქ კი ძალიან ცდები. ნახავ, რომ ძალიან მალე ყველაფერი იქნება გაცილებით, გაცილებით, გაცილებით ცუდად“.

სააკაშვილმა დარწმუნებით თქვა, რომ 2008 წლის ომი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ყოფილიყო თავიდან აცილებული, თუკი საქართველო „შეუმდგარ სახელმწიფოდ“ დარჩებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარება შეუძლებელი იყო, რადგან თბილისი არასდროს იტყოდა უარს საკუთარ ტერიტორიებზე, რომელსაც სააკაშვილმა „რუსეთის მიერ ოკუპირებული“ უწოდა.

7-დან 8 აგვისტოს ღამით, საქართველოს არმიამ სამხრეთ ოსეთზე შეტევა დაიწყო. სამხრეთ ოსეთს, თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით, დღემდე საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

რუსული შეიარაღებული ძალები რეგიონში შეიჭრნენ და ქართული არმია მოიგერიეს. საქართველო კონფლიქტში დამარცხდა, სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა კი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რაც რუსეთმა უმალ აღიარა.

მედვედევი არ ინანიებს

რუსეთის პრემიერმინისტრი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი იყო, როდესაც სამხედრო მოქმედებები გაჩაღდა, 6 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოჩნდა. მან მაყურებლებს უთხრა, რომ ის არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში დამატებით რუსული სამხედრო დანაყოფები გაგზავნა.

„მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, და მჯერა, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმ კონკრეტულ სიტუაციაში“. თქვა მან. „ამ გადაწყვეტილების გადახედვის არანაირი პირობები არ არსებობს. ეს დიდი შეცდომა იქნებოდა“.

მედვედევმა კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს ქმედებებზე ნატოში გაწევრიანების კუთხით და თქვა, რომ ეს დაძაბავს რუსეთთან ურთიერთობას.

„თუკი სახელმწიფო სხვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრია, რომლის ბირთვული რაკეტების სამიზნეები რუსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ჩვენ ამას ვერ მივესალმებით“, თქვა მედვედევმა.

„ეს ჩვენი ნაციონალური მიდგომაა“, დასძინა მან. „თქვენ [საქართველოს] თქვენი გაქვთ. ჩვენი ნაციონალური მიდგომა ასეთია: რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, უზარმაზარი ბირთვული არსენალით – ჩვენ ამის უგულებელყოფა არ შეგვიძლია“.

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამკვირვებელი ელენე ხოშტარია აპროტესტებს რამდენიმე ფრაგმენტს მედვედევის ინტერვიუდან. მისი თქმით, მედვედევის კომენტარები არაფრად აგდებს საქართველოს ინტერესებს და კრემლის „ახალი რეალობა“ არის ის, რომ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ის ასევე მედვედევის მხრიდან რუსეთის ბირთვული არსენალის ხსენებას აფასებს, როგორც განცხადებას, რომელიც „პირდაპირ მუქარას შეიცავს“.

foreignpress.ge