„გამოსავალი არის საერთო სახალხო აჯანყებაში, რომელიც მიშას და მის ბანდას გაასამართლებს“

„გამოსავალი არის საერთო სახალხო აჯანყებაში, რომელიც მიშას და მის ბანდას გაასამართლებს“

„გამოსავალი არის საერთო სახალხო აჯანყებაში, რომელიც მიშას და მის ბანდას ჩაუშესკოს ან ფუხიმორის სტილში გაასამართლებს... ასეთი სასამართლო ვის რად უნდა! გავდივართ ქუჩაში“, - ამბობს ირაკლი კაკაბაძე. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შემოგდომაზე სახალხო აჯანყების მოწყობის პირობას დებენ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. არაძალადორბივი აჯანყების ორგანიზატორი პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე და გიორგი კორკოტაშვილია. ამის მიზეზი ბაჩანა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გახდა. ირაკლი კაკაბაძე თვლის, რომ ბაჩო ახალაიას გამართლება არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, და, რომ რეჟიმი ისევ ინარჩუნებს ძალაუფლებას.

For.ge ირაკლი კაკაბაძეს ესაუბრა.

თქვენ დაანონსეთ არაძალადობრივი სახალხო აჯანყება. ამბობთ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილის, რომელიც ჯერ კიდევ სამართლიანობის მოლოდინშია, სხვა გზა, გარდა სახლხო აჯანყებისა არ დარჩა. გამოსავალია საერთო სახალხო აჯანაყება?

ირაკლი კაკაბაძე: თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდა, ხალხი თვითონ გამოვა ქუჩაში. მნიშვნელოვანია რას დააპირებს საქართველოს მოსახლეობის 95% რომელიც გამწარებულია. გამწარებულია იმ 10 წლის განმავლობაში განხორციელებული ძალადობის გამო. ქართველი ერი მოექცა უარეს მონობაში, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის დროს. ჩვენ საბჭოთა კავშირთან იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ უარეს მონობაში ამოგვეყო თავი. მოსახლეობის 90% ისევ იმ დგომარეობაშია, რომელშიც იყო, ახლა ვხედავთ, რომ 75 ათასი ოჯახი უსახლკაროდ რჩება და კიდევ მეტი ადამინი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს მიღმა. ეს გაუგონარი ვითარებაა.

აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ხალხის მოთმინების ფიალაც აივსება თუ არ დაიწყება სამართლის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა, ისეთების როგორიც არიან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიასი და სხვა უდანაშული ადამაინის მკვლელები. თუ არ გაიხსნება ეს საქმეები და მათ შორის არ აღდგა ეკონომიკური სამართალი, ხალხს თუ არ დაუბრუნდა წართმეული ქონება, რომელიც დაკარგეს სააკაშვილის პერიოდში, ხალხის პროტესტი გარდაუვალია.

სამართლის აღდღენის კუთხით მიმდინარე პროცესები, თვლით რომ არაა დამაკმაყოფილებელი?

- როგორ შეიძლება ეს გვაკმაყოფილებდეს. რაღაცა მასკარადი, ცირკი მიმდინარეობს. ეს არაა სერიოზული პროცესი. იმედია, რომ რადგან ჯერ კიდევ სააკაშვილს აქვს ხელისუფლება, წასვლის შემდეგ, ანუ 27 ოქტომბრის მერე რაღაცა დაიწყება.

გადაწყვეტილება საერთო სახალხო აჯანყების შესახებ მიიღეთ მას შემდეგ რაც ბაჩო ახალაიას მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. როგორ ფიქრობთ, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულება, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა?

იურისტები განმარტავენ, რომ ამ საქმეზე ბრალდების მხრამ ვერ დადო მყარი მტკიცებულება, რომელიც ამხელდა ახალაიას ამ დანაშაულში...

- დამპალ სისტემასთან გვაქვს საქმე. როდესაც ასეთი ოლიგარქიული სისტემა გვაქვს, რომელიც პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა, თავისთავად, სისტემაა დამპალი. ცხადია პოლიციურ-ოლიგარქიული სახელმწიფო ბაჩანა ახალაიას ვერ გამოუტანს განაჩენს, რადგან ახალაია ზუსტადაც, რომ ოლიგარქიულ-პოლიციური სახელმწიფოს ყველაზე ერთგული დამცველია. თვითონ სახელმწოფო უნდა შეცვალო, ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს და გახდეს ხალხის სახელმწიფო და არა ქონების სახელმწიფო. აი, მაშინ, უკვე, აღსდგება სამართლიანობა.

სასამართლო ხელისუფლებამ დიდი დანაშაული ჩაიდინა. აქ პროკურატურაზეცაა პასუხიუსმგებლობა, რადგან ბრალდება, რომელიც ბაჩო ახალაიას შარშან ნოემბერში წაუყენეს, იყო დაუსაბუთებელი, მაშინ, როცა ამდენი დასაბუთებული ბრალდება დევს ახალაიას მისამართით. ფაქტია, რომ პროკურატურამ ძალაინ სუსტად იმუშავა და რეალურად, სასამართლოზე მეტად მიქარა. ბრალდება იყო სრულიად მოუმზადებელი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურაში დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაა და სასწრაფოდ საჭიროებს რეფორმირებას, რათა ახალაიასნაირი ჯალათები პროკურატურის უმაქნისობის გამო არ გამოჩნდნენ გმირებად.

სისტემა თავისთავად არის ძალიან ბოროტი. ხალხის საწინააღდეგო პოლიციური სისტემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იცავს მდიდრების ქონებას. არანაირ ანგარიშს არ უწევს უბრალო ადამიანების ცხოვრებას. ადამიანის ცხოვრება ბევრად უფრო ნაკლებად ღირებულია, ვიდრე, ვიღაცა მდიდარი ტიპების ქონება. ამას აკათებს პროკურატურა, ამას აკეთებს სასამართლოც და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი.

სანამ საქართველოში ასეთი ნეოლიბერალური, დამპალი პოლიციური სისტემა იქნება, მანამდე სამართალი არ იქნება. უნდა დაიწყოს ამ სისტემის ტრანსფორმირება. ჩვენ გვჭირდება სახალხო დემოკრატია, საქართველოში დღესდღეობით არის დამპალი ელიტების ბატონობა, რომლებიც ხალხს პარავენ ფულს და ამ მოპარული ფულით ცხოვრობენ. ხალხისგან მოპარული ქონებით ცხოვრობენ. ქურდები მართავენ დღეს საქართველოს. არა მარტო ნაციონალები, ქურდების ხელშია დღეს საქართველო. რეალურად ჩვენთან არის ქონების რესპუბლიკა. პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას იანვრიდან შეცვლის. იმედი მაქვს, რომ შეიცვლება არა მხოლოდ საკადრო პოლიტიკა, არამედ სტუქტურული პოლიტიკა.

არის მოლოდინი, რომ „ნაციონალები“ და „ოცნება“ გადაინაწილებენ პირველ და მეორე ადგილებს, თუ ასე მოხდა, მაშინ სახეზე იქნება კიდევ ერთი დანაშაულებრივი გარიგება და ხალხი ამაზე პასუხს მოსთხოვს ორივე ძალას ერთად. თუ მათი საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ მეორე ადგილზე გავიდა, მაშინ აშკარა გარიგებასთან გვექნება საქმე და ამაზე ხალხი გამოვა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აჯანყების აუცილებლობა არ იქნება და მოხდება სისტემის ტრანსფორმაცია. სამწუხაროდ, დღეს მიმდინარე პროცესები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ოქტომბერში ქართველი ხალხი თავის ხმას გააგონებს ხელისუფლებას და ხელისუფლება დასკვნებს გააკეთებს.

თქვენ ახსენეთ კოაბიტაცია და სხვათა შორის ბაჩო ასალაიას გამამართლებელი განაჩენი, მათ შორის მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს არის კოაბიტაციის შედეგი. კოაბიტაციის რეჟიმში ყოფნა იმ ადამიანებთან, რომლებიც მხილებული არიან, კორუფციაში, მკვლელობაში, პატიმართა უფლებების დარღვევაში და მეტიც, გაუპატიურებაში, რამდენად სწორია?

- უკვე ძალიან ბევრს ეპარება ეჭვი „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის პატიოსნებაში... იგივე კობა დავითაშვილის განცხადება იყო დროული და იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ამ პროცესზე 27 ოქტომბრის მერე მაინც. ბერლუსკონის 4 წელი მიუსაჯეს, მაგრამ არავის მოუთხოვია კოაბიტაცია გააკეთეთ ბერლუსკონთანო. სარკოზის წინააღმდეგაც არის საქმე აღძრული და ა.შ. ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. აქიდან გამომდინარე, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ამ შემთხვევაში, დანაშაულებრივია, თანაცხოვრების და სექსულაური თანაცხოვრების აღმნიშვნელი ტერმინის კოაბიტაციის გამოყენება დანაშაულებრივი გარიგების გასამართლებლად.

დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არაძალადობრივი სახალხო აჯანყება ადეკვატურია იმ რეალობის, რაც ხდება ქვეყანაში?

- საერთოდ, თუ ასე გაგრძელდა და იანვრამდეც ასე დარჩა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთადერთი ადეკვატური პასუხი. თუ არადა ქართველი ხალხი იქნება ისეთ მონობაში, როგორშიც არასოდეს არ ყოფილა.

იმ შემთხვევაში თუ დაიწყო არაძალადობრივი აჯანყება, ირაკლი კაკაბაძე იქნება მისი ლიდერი?

- დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მონაწილე ნამდვილად ვიქნები, მაგრამ ლიდერი ვინ იქნება, ამას ხალხი იტყვის. საერთოდ, არც არის მნიშვნელოვანი ვინ იქნება ლიდერი. მეც ისევე ვარ გამწარებული, როგორც ჩვენი მოსახლეობა და ისევე მტკივა გული ამ საშინელებაზე რაც ხდება. კონკრეტულ სიტუაციაში ვინ რა როლს შესარულებს, ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ. ვილაპარაკოთ მაშინ, როცა ეს ფუნქცია გადანაწილდება და ყველა თავის როლს შეასრულებს.

ეს პოლიციურ-ნაციონალური სისტემა არის დამპალი. ძირფესვიანად უნდა შეცვლა და არა ის, რომ არჩევნებში ერთმა პარტიამ მოიგო და მეორემ წააგო, - ეს სასაცილოა. სისტემას სჭირდება ძირეული შეცვლა, რომ აღსდგეს სოციალურ ეკონომიკური სამართლიანობა. იმ უსამართლობაზე, რომელიც ხდება ქვეყანაში, მთავარი მოქმედი პირი არის მიხეილ სააკაშვილი. როცა სააკაშვილი არ იქნება და თუ იგივე შედეგები გვექნა, მაშინ უკვე პასუხი მოეთხოვება ამ ხელისუფლებას.