საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებსაც აანონსებს და „ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაფიქრია, რომ 7 და 8 მარტს რუსთაველზე გამოსული ხალხის საპროტესტო განწყობა შეინარჩუნონ. სურთ, რომ ქვეყანაში ქუჩის აქციები არ ჩაცხრეს. ამიტომ შეფარულად ცდილობენ, რომ ხალხი იმ საკითხზე გამოიყვანონ, რაზეც ბოლო დროს ყველაზე მწვავედ რეაგირებენ. ხაბეიშვილი ევროკავშირის თემას იყენებს და 9 აპრილს უნდა აქციების ავანგარდში იყოს, რაც რელურად არ გამოუვა.
„გთავაზობთ, 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე და ამასობაში, დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რომ რეალურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს. მივცეთ 9 აპრილამდე დრო, რომ როგორც რუსული კანონპროექტი გაიწვიეს 3 წუთში, ასევე სწრაფად ანახონ საზოგადოებას ხვალიდან, რომ იძულების წესით იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვემზადოთ მოქმედებისთვის“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
აბსოლუტური ცინიზმია, როდესაც ყველაზე არაპატრიოტული ძალა საქართველოში 9 აპრილს აანონსებს აქციას, - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
„პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს შექმნა ადამიანის ჩაგვრის, ღირსების აყრის, გარიყვის, ჩარეცხვის სისტემა, ძალადობის სისტემა, პარტია, რომელმაც მათი მმართველობის დროს ჩააბარა საქართველოს ტერიტორიები რუსეთს, ისინი აანონსებენ 9 აპრილს, ასეთ მნიშვნელოვან დღეს აქციას. ეს არის პოლიტიკური ცინიზმი. მეორე მხრივ ცინიზმია იმიტომაც, რომ პარტია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გველაპარაკება 12 პუნქტზე. მათ არც ერთ საკითხში მონაწილეობა არ მიუღიათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ დაანონსებული აქცია პარტიაში კი ახალი უთანხმოების მიზეზია. პარტიის წევრების ნაწილი ღიად ამბობს, რომ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.
„მე არ ვიცოდი ამ აქციასთან დაკავშირებით. ყველა აქციას კი თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ეს სიმბოლური, პირველ რიგში, არის ერთიანობა. ამიტომ, შეიძლება 9 აპრილამდეც მოხდეს ეს პროტესტი, ახალგაზრდების, ადამიანების სხადასხვა ჯგუფის. თარიღთან მიმართებაში შეიძლება არაერთგვაროვანი გრძნობები აღძრას, მაგრამ მთავარია, რომ პროტესტის უფლება აქვს ყველას“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს წევრი ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე, აქციის იდეას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ სასურველი იყო აქციის დაანონსება მომხდარიყო საერთო პარტიული განცხადებით.
„რა თქმა უნდა, ერთი საერთო დიდი ოპოზიციური აქცია, აქცია სადაც იქნება დემონსტრირება ქვეყნის ევროპული მისწრაფებისა, არის სწორი და არის დროული. სხვა საკითხია ეს ცალკეულმა პარტიებმა უნდა გამოაცხადონ, თუ ეს უნდა ყოფილიყო კონსულტაციების შედეგად მიღებული. ამიტომ, არაფერი ამაში დასაძრახი არ არის, გარდა იმისა, რომ სასურველია ეს ყოფილიყო საერთო პარტიული განცხადება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ქვეყანაში 7-8 მარტს დაწყებული საპროტესტო განწყობა პირადი ინეტერსებისთვის გამოიყენოს და არსებული მუხტი რადიკალურ საპროტესტო აქციებში გადაიყვანოს. ის ამ განცხადებებით ცდილობს, რომ ყურადღების ცენტრში იყოს და აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს ევროპული მომავალი ადარდებს.
„ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ხალხის ქუჩაში გამოყვანა 7-8 მარტის აქციების შემდეგ უფრო ადვილი იქნება. ეს შანსი გაჩნდა და უნდა გამოიყენონ. ის ან ილუზიაშია ან ვირეშმაკობს. უნდა, რომ ეს ხალხის აქტიურობა პარტიის ინტერესებისამებრ გამოიყენოს. ეს ინტერესები კი რაც არის, ყველამ კარგად ვიცით. ამ პარტიას და ლიდერს ხალხის გარეთ გამოყვანა რომ შეძლებოდა, მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად არ გამოიყვანდნენ? ხაბეიშვილს რა შესაძლებლობაც აქვს ვნახეთ. ეს არის ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის ძალიან მდაბიო მცდელობა. მათი სურვილია, რომ ეს საპორტესტო მუხტი არ დავარდეს, ხოლო მის სათავეში თავად მოექცნენ. თანაც დააკვირდით, რა ეგიდით ითხოვს ხალხი გარეთ გამოსვლას - ისევ ეროკავშირის გამოყენებით.
ვხედავთ ბოლო დროს ევროპის ხსენებაზე ჩვენს საზოგადოებას რა რეაქციაც აქვს და ამ შეპარული მესიჯით უნდათ, რომ მერე სიტუაცია რევოლუციური სცენარებისკენ წაიყვანონ. ამის პორფესიონალი ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მის უკან დგანან. მე მგონი, რომ ეს ეიფორია გადაივლის, ხალხი კარგად მიხვდება, რომ ე.წ. კანონპროექტის ამბავი უბრალოდ შემოგდებული თემა იყო და რეალურად ასეთის მიღებას თავად ევროკავშირი აპირებს. ამიტომ არ ველი, რომ 9 აპრილს რამე განსაკუთრებული აქცია იქნება. ხაბეიშვილის ცრუ მოლოდინები მერე პარტიაზე და მის რეიტინგზე როგორც მოქმედებს ყველამ კარგად ვიცით“, - ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ რადგან დინახა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა ბოსებმა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხალხი არ ყლაპავს, მისი გათავისუფლების მოწოდებით ქუჩაში არ გამოდიან, ახლა ის ტაქტიკა აირჩიეს, რა მოწოდებაზეც შესაძლოა ხალხი კვლავ გამოვიდეს. უნდათ, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების ვითომ მოთხოვნით, ქვეყანაში ქუჩის აქციები არ გააჩერონ და სიტუაცია დესტაბილიზაციისკენ წაიყვანონ.
„ოპოზიციურ სპექტრს ახლა, როგორც მიხეილ სააკაშვილის თემა, ასევე ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა სჭირდებათ იმისთვის, რომ იქნებ რაღაცა გამოიწვიონ. დღე და ღამე ყველა ინსტიტუცია უნდა იძახდეს იმას, რატომ არის სააკაშვილი დაპატიმრებული და როგორგ მიჰყვება გგემას ხელისუფლება, რათა 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.
ხელისუფლებას აქვს ვალდებულება სამართლებრივ ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს, მაგრამ მეორე მხრივ ვალდებულია ვინც დასასჯელია და დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა დაისაჯოს. არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ადამიანს ვაპატიოთ აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტელით, რომ მოდის და სამართალდამცველს პირდაპირ ცეცხლს უკიდებს, ეს მშვდიბიანი აქცია აღარ არის. ძლივს ვეღირსეთ ხელისუფლებაში ისეთ მთავრობას, რომელიც ამბობს, რომ მისი უფროსი ქართველი ხალხია. მეორე მხრივ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტარების სახით აქ ვინმე ვაუფროსოთ. ქართველ ხალხს ზუსტად უნდა ავუხსნათ და ამ მიმართულებით სამუშაოა, რომ შესაძლოა, ქვეყნის მტრები ევროპარლამენტარებიც იყვნენ. ამიტომ ამ ევროკავშირით სპეკულაციის უფლება არავის აღარ უნდა მიეცეს“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
12 იყო, გახდა 13 .
ევრო პარლამენტმა მე-13 პუნქტი დაუმატა: სააკაშვილის განთავისუფლება.
მართალია საყვარელიძე, ვირ ეშმაკობს ხაბეიშვილი. ვითომ, სააკაშვილი, ნაცები, ნაც ზონდერები, ნაც პიდარასტები არაფერ შუაშია. ზუსტად ისე იქცევა, როგორც გეი პიდარ პარტიას შეეფერება. გარყვნილი და უსირცხვილო და ახლა უკვე ოცნებისგან გათავხედებული, გადატრიალებაზე წამსვლელი.
პაპუაშვილო, თქვენ მოასუქეთ დაშლილი და სოროებში შემძვრალი ნაცები და მოგიტრიალდათ თქვენვე, სანამ ავადმყოფები ლოგინში ხართ!
ქვეყანას გაანადგურებენ, თუ მიეცათ საშუალება, თორე "ოცნება" ყველაფრის ღირსები ხართ!
არადა მაგ კოხაბიტაციის ავტორებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეგ კოხაბიტაცია საქართველოსთვის ძალიან უარყოფით შედეგს მოიტანდა, (მოიტანა კიდეც) მაგრამ მათ მაინც ,,დაგვაკოხაბიტაციავეს,, იმიტომ რომ არ აწყობდათ მათ საქართველოს დაწყნარება--დალაგება......მათ ზუსტად ის ქაოსი აწყობდათ და უნდოდათ რაც იმ ე.წ. კოხაბიტაციამ საქართველოს მოუტანა---მოგვიტანა..
მოიტანა ის რომ სისხლის სამართლის დამნაშავენი(ნაცები) მათმა პატრონებმა დაუსჯელები დაგვატოვებინეს. დაუსჯელობით გათამამებულმა ნაცებმა კიდევ ისევ ისე გააგრძელეს საქართველოს ტანჯა--წამება როგორც მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
ზუსტად ისეთივე უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის სააკაშვილის განთავისუფლებაც.................მეგობრები ძველ დროს დაგვიბრუნებენ!!!!....