7-8- მარტის მოვლენების შემდეგ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თემამ ოპოზიციაში არაერთხელ გაიჟღერა, ასევე მსგავსი მოთხოვნა „ნაციონალების“ მხრიდან რუსთაველზე გამართულ აქციაზე გაისმა. თუმცა გაუგებარია, რეალურად რაში უნდა აწყობდეს არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე რეიტინგდაცემულ ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა? ყველა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, პატარა პარტიები 2%-ს ძლივს აღწევენ. ამიტომ გამოდის, რომ ყველაზე მეტად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ისევ ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდება, რადგან ბოლო მოვლენების განვითარების მიუხედავად „ოცნებას“ აქვს რესურსი, რომ პარლამენტში ოპოზიციაზე მეტი ხმა კვლავაც აიღოს.
ერთ წელიწადში გახურდება საარჩევნო კამპანია, რაღა დროს ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი?! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შეეხებოდა. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები თვითონ ოპოზიციას არ აწყობს.
„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ერთ წელიწადში გახურდება საარჩევნო კამპანია, რაღა დროს ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი?! თვითონ რადიკალურ ოპოზიციას და საერთოდ, ოპოზიციას არაფრით აწყობს ვადამდელი არჩევნები, აქედან ჩანს, რომ ეს განცხადებები არის სპეკულაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე მოვლენ.
„მეგობრებო, მე არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციით იკვებებით, მაგრამ ჯერჯერობით, „ნაცმოძრაობა“ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე (ამას მიუერთებენ) მოვა. დღეს ასეა. ცხადია, ხვალ ასე აღარ უნდა იყოს და ჩვენ ამას ვცდილობთ, მაგრამ თქვენ გსურთ ამაზე არ ვიმსჯელოთ იმიტომ, რომ რეალობა მწარეა და გგონიათ, რომ გაჩუმებით დაიმალება - ეს სისულელეა. შეფასებებს არ ვეხები - ვიღაცას მოგწონთ, ვიღაცას - არა. ვეხები იმ იდიოტებს, რომლებიც „ქოცების შემოგდებულად“ მიიჩნევენ ამაზე მსჯელობას. რეალობაა ეგ, და ცხადია, ამ რეალობას ქოცები გამოიყენებენ, თქვენ თავი რა სიღრმეზეც არ უნდა ჩარგოთ. თუ რეალობა არ მოგწონთ, დაგვეხმარეთ, რეალობა შევცვალოთ - გაჩუმებით რეალობა არ იცვლება“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლების მშვიდობაზე ორიანტირებულმა პოლიტიკამ, „ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი რეიტინგი შესძინა, შესაბამისად, თუ ახლა ვინმეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ უნდა აწყობდეს, ეს ოპოზიციაა. ბევრ მათგანს ბოლო კვლევების მიხედვით, პულსი საერთოდ არ ესინჯება, ამიტომ გაუგებარია, რაში უნდა სჭირდებოდეს რეიტინგდაცემულ პოლიტიკურ სპექტრს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
„დესტურქციული ოპოზიცია იმ პოლიტიკურ კედელს ურტყამს თავს, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია. მათ არანაირი შანსი არ აქვთ, იმისაც კი, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. უბრალოდ, 7-8 მარტს განვითარებული მოვლენების ფონზე, მორიგი ილუზია შეექმნათ, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი ავტომატურად საარჩვენო ხმებში ტრანსფორმირდება. თუმცა ეს ასე არ არის და ოპოზიცია მწარედ ცდება. რადიკალების დესტრუქციას ხალხის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. რუსთაველზე გამოსული ხალხი არ ნიშნავს, რომ ყველა მათი ამომრჩეველია.
ქართულ საზოგადოებაში არსებობს მდუმარე უმრავლესობა, რომელიც ქუჩაში არ გამოდის, რადგან დაპირისპირება და სამოქალაქო არეულობა არ სურს. თუმცა ეს ხალხი საარჩვენო ყუთთან ყოველთვის მიდის და ხმას „ოცნებას“ აძლევს. ოპოზიცია მაინც საკუთარი ახირებების ტყვეობაშია. მათ იმედი აქვთ, რომ ამღვრეულ წყალში თევზს დაიჭერენ და თუნდაც ერთი წლით ხელისუფლებაში მოვლენ. ეს ხალხი კი ყველამ კარგად იცის ვინც არიან. რუსთაველზე გამოსულმა ხალხმაც კარგად იცის „ოცნების“ წასვლის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვინც ბრუნდება. ბიუჯეტის ქურდი და ჯარის გამძარცველი დავით კეზერაშვილი რესურსების მაქსიმუმს ხარჯავს იმისთვის, რომ მორიგი ე.წ. რევოლუცია მოახდინოს. ეს კი უკვე ვანო მერაბიშვილს ათქმევინა. მერაბიშვილი ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის ემზადება და ის თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვება. რა თქმა უნდა, ამ ორ ადამიანს ამბიცია აქვთ და ფიქრობენ, რომ ეს შანსი ახლა აქვთ და იქნებ ამღვრეულ წყალში დიდი თევზიც კი დაიჭირონ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, პატარა კონსტრუქციულ პარტიებს შანსი აქვთ, რომ 2024 წლამდე მოემზადონ, საზოგადეობას საკუთარი თავი მაქსიმალურად დაანახონ და პარლამენტშიც შესვლის შანსები გაუჩნდეთ. აბაშიძე ამბობს, რომ ეს ნაციონალებს არ აწყობთ, რადგანაც ისედაც დემორალიზებულ პარტიას თუკი ოპოზიციურ ფლანგზე კონკურენტი გამოუჩნდა, მათი შანსები დაიკლებს, ამიტომაც ჩქარობენ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნები არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა აწყობდეს. ჩიტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ 7-8 მარტის მოვლენები ოპოზიციისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა იყოს. ის მიიჩნევს, რომ ხალხი, რომელიც რუსთავეზე იყო გამოსული, ოპოზიციას არ გამოუყვანია. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სწორედ ამ მოვლენების ფონზე ხალხთან უფრო მეტი აქვთ სამუშაო. ხოლო ხელისუფლება, ხვალევე რომ არჩევნები დანიშნოს, მაინც ოპოზიციაზე მეტ ხმებს აიღებს.
„საერთდ არ ვფიქრობ, რომ ახლა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა საჭიროა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე, რამაც შეიძლება ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე კრიზისამდე მიიყვანოს. პროცესები ახლა მაქსიმალურად უნდა ჩაწყნარდეს და ქვეყანა 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეს. ძალიან აბსურდია და პოლიტიკური ანალიზის არქონაა, როცა ოპოზიციაში ვიღაცას ჰგონია, რომ რუსთაველზე გამოსული ხალხი მათი გამოყვანილია. არაერთი მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას ქუჩის აქციების, მაგრამ ხალხი მათ არ გაჰყვა. რუსთაველზე პროცესებს თავად ხალხი მართავდა და პოლიტიკოსები, უბრალოდ, მისდევდნენ. ამიტომ, ეს ილუზიები საჭირო არაა და რეალური ანალიზია საჭირო, რა მოხდა 7 და 8 მარტს. ახლა, მგონია, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები არ უნდა აწყობდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი გადალახავს 5%-ს, მაგრამ იმ მანდატებს ვეღარ აიღებს, რაც ახლა აქვს. პატარა პარტიებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ანუ გამოდის, რომ ისევ ხელისუფლება შეძლებს მეტი ხმების აღებას. თუ კოალიციური ხელისუფლება იქნება, მით უარესი. ვინ უნდა შექმნას კოალიცია „ოცნებამ“ და „ნაციონალებმა“? ეს ხომ გამორიცხულია. როგორც კოაბიტაცია არ შედგა, ისე კოალიციური მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება. ქვეყანაში უმძიმესი კრიზისი შეიქმნება. მთავრობის დამტკიცება ვერ მოხდება და ეს ქვეყანას ახლა ნამდვილად არ სჭირდება“,-ამბობს ჩიტაძე.
წავიდა ლიბერალ-ენჯეო-ევრო-ამერიკული სოდომ- გომორის დრო. თვითონაც კარგად ხვდებიან.
მთავრი მათი ამოცანა , ქართველი ხალხის გაჩუმება და გაგუდვაა.
რაც დრო გავა, უფრო დაიკლებს ნაცების მხარდამჭერთა რიცხვი და მალე ჩატარება სჯობს მათთვის.
მაგრამ ეგეც არაა მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნაცებს არანაირი შანსი აღარ აქვთ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის და ამიტომ ნებისმიერ საბაბს იყენებენ არეულობის მოსაწყობად. და არჩევნები საუკეთესო საშუალებაა, რომ ექსცესების მოაწყონ. ამდენი საარჩევნო უბანია, იქით პარლამენტის შენობა. აბა, ეგეთ დესერტზე ნაცები უარს იტყვიან? აქეთ, ენჯეო მხარდაჭერა ექნებათ - არჩევნები გაყალბდაო, იქით კორუმპირებული ევროპარლამენტის რეზოლუციები და . . . იხარე ერო.
პარლამენტის კი არა, ბებია ქალის არჩევნები რომ იყოს, იქაც რამე კონფლიქტის შექმნას შეეცდებიან ნაცები.
მხოლოდ ის თქვა მართალი ---- ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებსო
არადა ჩემი ნება რომ იყოს არჩევნებს მე ჩავატარებდი და მაგ ნაცებს საერთოდ მოვსპოდი
........................10--15 კაცის გარდა პარლამენტში ეგენი ვერ შევლენ