ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია, რაც დასავლეთმა დადებით ნაბიჯად შეაფასა. თუმცა ხელისუფლება აპირებს, მაინც განუმარტოს საზოგადოებას, რამდენად აუცილებელი იყო ასეთი კანონის მიღება.
რა აღიზიანებდათ არასამთავრობოებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტში? აშკარაა, რომ მათ არ სურდათ დამამცირებელი იარლიყის - „აგენტის“ ტარება, მით უმეტეს, მაშინ, როცა ეჭვი უჩნდებოდათ, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს ხელისუფლება მათი სტიგმატიზაციისა და დასჯისთვის გამოიყენებდა. ამდენად, ჩნდება კითხვა, ხომ არ ჯობდა, თავიდანვე ხელისუფლებას სიტყვა „აგენტი“ შედარებით უფრო რბილი ფორმით ჩაენაცვლებინა?!
ბევრ ადამიანს ამ სიტყვამ წარსულის მოგონებები გაუმძაფრა, გაახსენდათ პერიოდი, როცა 90-იან წლებში „კრემლის აგენტის“ იარლიყით არაერთ პუტჩისტს მოიხსენიებდნენ. ეს ტერმინი არა მხოლოდ პირველი პრეზიდენტის დროს იყო აქტუალური, როცა მართლაც კრემლის უამრავი აგენტი ებრძოდა ზვიად გამსახურდიას, არამედ ეს ტერმინი „წარმატებულად“ აითვისა სააკაშვილმა და ყოველ მეორე ადამიანს ოროსანს თუ არა, აგენტს მაინც ეძახდა.
რა მოეთხოვებათ აგენტებს სხვადასხვა ქვეყანაში?
რუსეთში „უცხოეთის აგენტებმა“ მათ მიერ შექმნილ ყველა აუდიოს, ვიდეოს, თუ ტექსტს უნდა დაურთონ შეტყობინება საკუთარი სტატუსის შესახებ, ყოველ ნახევარ წელიწადში უნდა დაწერონ დეტალური ანგარიში თავიანთ დაფინანსებასა და საქმიანობაზე. თუკი ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, 13 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რასაკვირველია, რუბლებში, ან ორწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ამერიკაშიც სავალდებულოა, „უცხოეთის აგენტებმა“ 6 თვეში ერთხელ ანგარიშები წარადგინონ და მინაწერები გააკეთონ გამოქვეყნებულ მასალებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოლიდური ჯარიმა ემუქრებათ 250 ათასი დოლარის ოდენობით, შესაძლოა, ხუთ წლამდე ვადით ციხეშიც ამოყონ თავი.
რაც შეეხება საქართველოს, აქ „უცხოეთის აგენტებს“ არ ევალებოდათ, საკუთარი თავისთვის ეს დამამცირებელი სტატუსი ეწოდებინათ, სამაგიეროდ, მათ ევალებოდათ, ფინანსურ დეკლარაციაში აღეწერათ, რაში ხარჯავდნენ უცხოეთიდან მიღებულ გრანტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 10-დან 25 ათას ლარამდე დაჯარიმება ელოდათ. ამასთან, სახელმწიფოს შეეძლო აუდიტის მეშვეობით შეემოწმებინა ეს ორგანიზაციები.
რა შეიცვლებოდა, თუკი საქართველოში „აგენტების კანონპროექტიდან“ სიტყვა „აგენტს“ ამოიღებდნენ?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტიდან სიტყვა „აგენტის“ ამოღება არაფერს შეცვლიდა. უფრო მეტიც, „აგენტის“ ნაცვლად რომც ეწოდებინათ „უცხო ქვეყნის გავლენის მოქალაქე“, ეს მაინც არ შეცვლიდა რეალობას, რადგან აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავდა, გაეკონტროლებინა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას.
„ამ კანონპროექტის მიზანი იყო, გარკვეულწილად, შეეწყვიტათ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ან შეეზღუდათ მათი საქმიანობა. გარდა ამისა, მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციების დაბულინგება და დისკრედიტაცია, რომ ეს არასამთავრობოები თურმე თვითონ კი არ აკრიტიკებდნენ „ქართულ ოცნებას“ და დამოუკიდებლად კი არ აზროვნებდნენ, არამედ მათ აფინანსებდნენ იმისთვის, რომ გაეკრიტიკებინათ „ქართული ოცნება“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტერმინი „აგენტი“ არ არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. მთავარია, შევთანხმდეთ იმაზე, რომ უცხოური გავლენა არსებობს, ამ გავლენას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევებრძოლებით, ეს შეუძლებელია გლობალიზაციის ეპოქაში, ერთადერთი, რაც შეიძლება გაგვეკეთებინა - ეს გავლენა გამჭვირვალე გაგვეხადა.
„ამ კანონსაც ასე ერქვა, გავლენის აკრძალვის ან გავლენის შეზღუდვის შესახებ კი არ იყო ეს კანონი, არავინ არ იზღუდებოდა და არაფერი არ იკრძალებოდა, უბრალოდ, ლაპარაკი იყო გავლენის გამჭვირვალობაზე. არ არსებობს სხვა იარაღი, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს და ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ ამ გავლენებისგან. ვისაც ახლა კრემლის აგენტები გაახსენდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს იმიტომ, რომ საკუთარი კომპლექსები აწუხებთ, მაშინდელი ასოციაცია დღემდე აქვთ გონებაში“,- აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ცალკეულ ადამიანებს თუკი ტერმინი „უცხოეთის გავლენის აგენტი“ არ მოეწონათ, მათ შეეძლოთ, მოეფიქრებინათ სხვა უკეთესი ტერმინი, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „აგენტი“ ყველაზე უკეთ გამოხატავდა შინაარსს.
„თუ ამ სიტყვაზე კომპლექსები გაუჩნდათ, კი ბატონო, შეეცვალათ. მაგალითად, მე არ მომისმენია სხვა ტოლფასოვანი ტერმინი, რაც იმავე შინაარსს გამოხატავდა. ახირება და დირექტივა კი არ იყო, რომ ვინმესთვის მაინცდამაინც აგენტი დაგვეძახა, ეს იყო შინაარსობრივად გამომხატველი რეალობის. როცა გავლენას ავრცელებ და საგრანტო პროექტით ფინანსდები, ამას თავისი მიზნები და ამოცანები აქვს. დონორი ამაში ფულს იხდის და, რასაკვირველია, ფულს იხდის იმაში, რომ თავისი გავლენა გაავრცელოს საქართველოში. ეს გავლენა, თავისთავად, არც ცუდია, არც კარგი, გავლენას გააჩნია, თუ კარგ საქმეს აკეთებ, ეს საამაყოცაა. ისევე, როგორც სოციალური აგენტის საქმიანობა საამაყოა“,- აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
არაიქა ...... არიაქა
სასწრაფოთ .;.......................სასწრაფოთ
არა რუსულ კანონს კანადაში.................................................არამც და არამც
დაიღუპა დემოკრატია კანადასი (იმათი დედაც ქუნემ --- დარღვეული არის და მეტიცაა)
სასწრაფოდ ლომჯარია კანადაში--- დემოკრატიის გადასარჩენად!!!!!!!!!
მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ
გამოდით ყველანი, დადექით ტრიბუნის წინ, დაიჭირეთ ძაან აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:
რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი კანონის მიღება...
ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში
არ მოწონთ აგენტებს? კარგით ერთი! რა? არ არიან აგენტები თუ?
მაგათ რა მოწონთ და არ მოწონთ, რა მნიშვნელობა აქვს . ააა, ამერიკა ვეღარ გაატარებს ესე ეფექტურად თავის ხაზს და აგენტებში უაზროდ ფულის ხარჯვა გამოუვა?
ეს რა მითხარით?!
ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და უნდა ვეფეროთ. ემანდ, რამე არ ეწყინოთ! თორე, ვეღარ დაანგრევენ ქვეყანას.
აფსურდის თეატრი დადგით ოცნებამ და ამერიკის შნირმა ნაც ენჯეო პედარასტიამ.
მთავარია, საით ვდგავართ - ღმერთთან, თუ ანტიქრისტეს მსახურებთან.
2. სიტყვა აგენტი უნდა ჩაენაცვლებინათ... თუნდაც სამარიტელით...
3. უნდა ეძახათ, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ იღებენ.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ეს სამი მთავარია, ჩემი აზრით...