შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროს ვლადიმერ გასპარიანს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა შესაბამის უწყებებს შორის პოლიციის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია პოლიციის უფროსის, გენერალ–ლეიტენანტ ვლადიმერ გასპარიანის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური, საპასუხო, ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე–საბურთალოს პოლიციის შენობას და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევიან. სტუმრები აღნიშნულ ობიექტებს დაათვალიერებენ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.
ასევე ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება.
სომხეთის დელეგაციის ვიზიტი 11 აგვისტოს დასრულდება.