შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2013 წლის 8 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.

აღნიშნულ სხდომას ასევე დაესწრნენ ა.შ.შ.-ს საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL), ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ), გაერო-ს ნარკოტიკების გავრცელებასა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის (UNODC), ევროსაბჭოსა (CoE) და ევროკავშირის (EU) წარმომადგენლები და სხვა უცხოელი პარტნიორები.

სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის პროექტი და დამტკიცდა სამუშაო ჯგუფები.