შინაგან საქმეთა მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა.

მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრი ასევე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ მიუსამძიმრა.