ტრამპი: უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოქნილობა უნდა გამოიჩინოს

ტრამპი: უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოქნილობა უნდა გამოიჩინოს

კიევმა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოქნილობა უნდა გამოიჩინოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ არ გეგმავს რუსეთისა და უკრაინის ლიდერების პირველ შესაძლო შეხვედრას დაესწროს.

ამავე დროს, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ზელენსკი და პუტინი შეთანხმებას შეძლებენ.

ვფიქრობ, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთთან იმაზე უკეთ შეთანხმდებიან, ვიდრე მეგონა. ვფიქრობ, მათ ყველაფერი კარგად აქვთ. არ ვიტყოდი, რომ ოდესმე საუკეთესო მეგობრები გახდებიან, მაგრამ მათ ყველაფერი კარგად აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.