ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

მანამდე მან განცხადება გაავრცელა, სადაც შსს-ს მოუწოდა არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, შეკრებაში მონაწილეებს კი მოუწოდა, რომ არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები აგენტების შესახებ ამერიკულ კანონს აპროტესტებენ.