მიხეილ სარჯველაძე: გავბედავ და ვიტყვი ჟარგონით, მანგალაძე გარტყმაში არ არის რა ხდება, სრულიად უტიფრად ტყუის ქალბატონი დეკანოძე

მიხეილ სარჯველაძე: გავბედავ და ვიტყვი ჟარგონით, მანგალაძე გარტყმაში არ არის რა ხდება, სრულიად უტიფრად ტყუის ქალბატონი დეკანოძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რადიკალურ ოპოზიციას მიმართა.

„არ მეყოფა რა თქმა უნდა დრო, რომ აქ გამოთქმულ ნიაღვარს ტყუილების, ღვარძლის, ემოციების ხარჯზე, ოპოზიციისთვის არახელსაყრელი გარემოებების დაფარვის მცდელობებს, სრულად პასუხი გავცე. რამდენიმე თვალშისაცემი რამ კი გამოიკვეთა და არ შეიძლება ამას უბრალოდ პასუხი არ გაეცეს. არ ვისაუბრებ რა თქმა უნდა, მაგალითად პაატა მანჯგალაძის განცხადებებზე, გავბედავ და ვიტყვი ჟარგონით, გარტყმაში არ არის რა ხდება. მეორე, სრულიად უტიფრად და ფლიდურად ტყუის ქალბატონი დეკანოძე, როდესაც დღეს კვლავ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე პირთა ორგანიზაციებისთვის იქმნება პრობლემა, როდესაც გუშინ, იურიდიულ კომიტეტზე თქვენ ეს შეიძლება არ გაინტერესებთ, მაგრამ ყველაფერი ითქვა ამასთან დაკავშირებით და დამთავრდა. ამ კვირის პლენარულ სხდომებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გამოდის, მათ შორის ის, რაც უკავშირდება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და თქვა ეს ირაკლი კობახიძემაც, თუმცა ეს არ გსიამოვნებთ. აქ არის ისეთი საკითხები, როგორიცაა სახალხო დამცველის არჩევა. უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო, რომ მივიდეთ იქამდე, რომ რაიმე კონკრეტული შედეგი დავდოთ, მაგრამ ეს თქვენ არ გაინტერესებთ. რაღაცნაირად შეშინებული ვარ, რომ კიდევ რაიმე არ მოიფიქროთ, რათა ხელი შეუშალოთ პროცესის წარმატებით დასრულებას. თითი არ დაუკარებია არც აქ მსხდომი და არც გარეთ მყოფი ოპოზიციიდან არავის იმაზე, რასაც ჰქვია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და სხვას ამუნათებთ. რას ჰგავს ეს?!“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ეს საკითხები არავის აინტერესებს. „მოვიდა ვინმე კომიტეტზე? კომიტეტზე მოვიდნენ მხოლოდ ასარევად, შემდეგ როდესაც ვერ არიეს, საერთოდ აღარავის ინტერესი აღარ გამოუხატავს“ , - აღნიშნა სარჯველაძემ.