რუსული თელასი და ჩეხურ-ქართული „ენერგოპრო“ - „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ციტადელი!

რუსული თელასი და ჩეხურ-ქართული „ენერგოპრო“ - „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ციტადელი!

„ნაციონალური მოძრაობა“ სრულად ინარჩუნებს თელასსა და „ენერგოპროში“ კონტროლს - მათ გარეშე, საქართველოს  ამ ორ ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდ კომპანიაში არაფერი კეთდება, გასნაკუთრებით - არც ერთი საკადრო ცვლილება არ ხორციელდება, (ეტყობა კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ კადრები წყვეტენ ყველაფერს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავინთი პოზიცია ნაციონალების კადრების დაწინაურებით კიდევ უფრო გააძლიერონ). იმის მაგივრად, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათი მავნე გავლენა შესუსტებულიყო ენერგეტიკაზე და განსაკუთრებით ამ კომპანიებზე (რადგანაც ენერგეტიკაში ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები სწორედ ისინი არიან), გასული წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ტოტალური ბრძოლა გამოუცხადეს „ოცნების“ მხარდამჭერებს და არა მარტო „ოცნების“ მხარდამჭერებს, საერთოდ, არა ნაციონალურად მოაზროვნე ყველა თანამშრომელს. პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება უკანა პლანზეა იქნა გადაწეული.

ეს რევანშისტული ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ ყველა მოწინააღმდეგესთან მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე „ხეთაგურ-გვარამია-დამენიას“ კორუფციული აფიორის გამო ატყდა სკანდალი და მართლაც ქრესტომათიული კრიმინალური საქმე აღიძრა (ქრესტომათიულს იმიტომ ვუწოდებ, რომ მხოლოდ ალექსანდრე ხეთაგურს, ნიკა გვარამიას და მათ დამქაშებს შეეძლოთ მსოფლიოს ხუთეულში შემავალ აუდიტორიულ კომპანიებზე 3-ჯერ და 4-ჯერ ძვირად „აეძულებიათ“ „ „თელასი“, „მტკვარი“ და ხრამი 1-2, სწორედ ამ საქმისთის ერთი კვირის წინ უზენაესი სასამართლოს მანდატურის მიერ დაფუძნებული კომპანიისთვის გადაერიცხათ 1 მილიონი აშშ დოლარი, ვითომდა ანალიტიკური სამუშაოსთვის).

სულ რამდენიმე თვის წინ, „ინტერ რაოს“ სათაო ოფისში, მოსკოვში, ამიერკავკასიის და თურქეთის რეგიონის კურატორად ბატონი დიმიტრი ვოლკოვი ინიშნება, ის კი შესაბამისად ატარებს საკადრო ცვლილებებს თავის საკურატორო რეგიონში. და „თავის“ გენერალურ დირექტორად „თელასში“ საკუთარ მეგობარს, ვინმე სერგეი კობცევს ნიშნავს, რომელიც მანამდე ტაჯიკეთიში მუშაობდა, სადაც რუსული სახელმწიფოს ფულით აშენებული ერთ-ერთი ჰიდროსადგურის დირექტორი იყო. სერგეი კობცევის დანიშვნის შემდეგ შეიცვალა კომერციული დირექტორი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული ზონდერი ზურაბ არსოშვილი იყო და „თელასში“ მუდმივად „ნაციონალურ“ წმენდებს ახორციელებდა. კომერციულ დირექტორს ფეხდაფეხ მიაყოლეს ფინანსური და ტექნიკური დირექტორები და ასე შემდეგ.

ერთი დირექტორის, ასევე, აჭარიდან გამორჩეული ზონდერის, ვინმე ფუტკარაძის შენარჩუნება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო და ის დღესაც წარმატებით ასრულებს მისი მშობლიური პარტიის დავალებებს და მითითებებს. სამწუხარო რეალობაა, რომ მას დღევანდელ ენერგეტიკულ სამთავრობო სტრუქტურაშიც გამოუჩნდა ძლევამოსილი მხარდამჭერი.

სულ ახლახან, თელასის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა ვახტანგ ქინქლაძე (ალექსანდრე ხეთაგურის უახლოესი მეგობარი, მისი და ნიკა გილაურის  „მტკვარი“ და ხრამი1,2- ის გენერალური დირექტორის, დევი კანდელაკის პოკერის „პულკის“ დღემდე უცვლელი წევრი).

ქინქლაძის დანიშვნა, მისი უახლოესი მეგობრის და ივანიშილის მთავრობის ენერგეტიკის მინისტრის „ორ-დღიანი“ მოადგილის (წარსულში ნაციონალური მთავრობის იუსტიციის მინისტრი, სწორედ იმ დროს, როდესაც ცნობილი ციხის ბუნტი მოხდა და ამ საქმეზე დღეს ბაჩო ახალაიას ასამართლებენ) ქავთარაძის დამსახურებაც არის. ქინქლაძის ლობისტად ასევე ასახელებენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, მის ახლო მეგობარს ილია ელოშვილს, რომელიც წლების წინ, ვანო მერაბიშვილის „მეცადინეობით“ შექმნილ და დაკომპლექტებულ „გახმაურებულ“ „ნიუ ენერჯის“ დირექტორი იყო.

ბატონი ქინქლაძე 2011 წლამდე სახელმწიფო ელექტროსისტემაში მუშაობდა და მისი ფუნქცია, ძირითადად, კომერცია და შესყიდვები იყო, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი ტექნიკური-საინჟინრო ცოდნა ვერავითარ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომაა საოცარი თელასის ტექნიკურ დირექტორად იმ კაცის დანიშვნა, ვინც სკოლის კურსიდან „ომის კანონიც“ კი არ იცის კარგად.

სახელმწიფო ელექტროსისტემაც მთლიანად, „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებით იყო დაკომპლექტებული და ასეა ახლაც. კერძოდ, გენერალური დირექტორი სულხან ზუმბულიძე ასევე ნაციონალია და უახლოესი მეგობარის, ნიკა გილაურის მირ დანიშნული კადრია. ასევე საგულისხმო ინფორმაცია - ვახტანგ ქინქლაძე 2010 წელს დაკავებულ იქნა სამართალდამცავების მიერ, დაკავების მიზეზი თანხების არამიზნობრივად გამოყენება იყო, მაგრამ მისი იმდროინდელი და ახლაც, ძლევამოსილი მეგობრების წყალობით მალევე გაანთავისუფლეს და თავიანთ ციტადელში თელასში მიავლინეს სამუშაოდ.

ვახტანგ ქინქლაძის თელასში მისვლას ალეკო ხეთაგურის მამა გივი ხეთაგური სიხარულით აცრემლებული შეხვდა. დიახ ხეთაგურის მამაც დიდი ხანია თელასში ერთერთი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.

ნაცმოძრაობას თელასში არა მარტო ქართველი წევრები ჰყავს, არამედ მათ ინტერესებს, ასევე, უკვე ორი წელია იცავს თელასში მოვლენილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რუსეთის ცნობილი „გრუს“ გენერალ-მაიორი, ვინმე სტეპანიანი. სწორედ ამ პიროვნების დღენიადაგ მეცადინეობით იდევნებიან თელასიდან სხვაგვარად, არანაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, მათ შორის, ნამდვილი ენერგეტიკოსები, სპეციალისტები და კეთილსინდისიერი ადამიანები.

თელასში სხვა საოცარი რამეებიც ხდება: ამას წინათ სამართალდამცავებმა თელასის ერთ-ერთი, არარიგითი თანამშრომელი ქალბატონი „ანაშის“ გამო დააკავეს. სტეპანიანმა და გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ასეთი „კარგად“ მოაზროვნე კადრი შეენარჩუნებინათ და ქალბატონი თელასში დატოვეს. ამ ფაქტის გამო, კომენტარი, ალბათ, ზედმეტია. მოკლედ, გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალების კადრების შენარჩუნებისათვის რუსულ სახელმწიფო კომპანიაში ყველაფერი კეთდება.

თელასში მუშაობს გიგა ბოკერიას სიდედრი და თამარ ჩორგოლეიშვილის დედა - „დიდი პროფესიონალი“ თანაც საკმაოდ მაღალ ხელფასზე, (ამ ადამიანებისათვის ვითომ საძულველ რუსეთის სახელმწიფო კომპანიაში!) აქ ეტყობა დიდი დამსახურებისათვის საპენსიო ასაკის მიუხედავად მუშაობას აგრძელებს „ქართული ღვინის“ სწორუპოვარი მოყვარული ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის მამა და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ასევე მრავლად არიან ძველი ზონდერები - კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები.

ისე პროფესიონალი ენერგეტიკოსები, რაც უნდა სამწუხარო იყოს, დღესაც ისევე იდევნებიან, როგორც ნაციონალური მმართველობის დროს. ენერგოსისტემაში ენერგეტიკოსებზე მეტი ყოფილი სამართალდამცველები მუშაობენ. პროფესიონალი ინჟინრები მეორეზე არა, უფრო მეათე ადგილზე ჰყავს გადაწეული ქვეყნის დღევანდელ ენერგო-ხელმძღვანელობასაც.

თელასზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართულ-რუსული „საქრუსენერგოს“ გენერალურ დირექტორად ისტორიკოსის, სამართალდამცველის დანიშვნაც მთელი ქართული ტექნიკური ინტელიგენციის დაცინვა იყო.

თელასის ყოფილ თანამშრომელს ბატონ მურმან მარგველაშვილს ერთ-ერთ სტატიაში უწერია, რომ თელასმა უკანონოდ 2008 წლიდან დღემდე მიიღო 380 მილიონი ლარი და ამის სანცვლოდ არაფერი გააკეთა. ამბობენ, ასევე ასეულ მილიონობით ზედმეტი თანხა აქვს მიღებული „ენერგოპროს“ და არავითარი აღებული ვალდებულება არ შეუსრულებია. ამის გამო ხომ არ არის, რომ დღესაც გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორ აუღებელ ციტადელთან ეს „ძალიან მეგობრული“ ურთიერთობები?!