გასულ კვირაში, სომხეთმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებზე. ხელშეკრულებები, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებებთან ერთად, გულისხმობს ამ ქვეყნების დაახლოებას ევროკავშირთან. თუმცა, წინ ჯერ კიდევ მთელი რიგი დაბრკოლებებია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ამ ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის.
„რადიო თავისუფლება“ მიმოიხილავს, თუ რას უმზადებს მომავალი სომხეთს და საქართველოს, ისევე როგორც აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას და უკრაინას ნოემბრის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ვილნიუსში, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს მოაგვარებს.
მოლდოვა
მოლდოვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის გამორჩეული სტუდენტი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილი წარმატებული ისტორია გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მას პოლიტიკური კრიზისის სახით წლის დასაწყისში გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა. ივნისში, კიშინიოვმა დაასრულა ევროკავშირთან ასოცირებისა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) მოლაპარაკებები, რაც განამტკიცებს ამ ქვეყნის პოლიტიკურ კავშირებს ბრიუსელთან. დიდი ალბათობით, შეთანხმებას ხელი მოეწერება ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე. მოლდოვის მიზანი ახლა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევაა.
ოქტომბერში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ მოლდოვის პროგრესს იმ ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რომელსაც მან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმართულებით მიაღწია, რომელიც ასევე უნდა მოიწონონ ვილნიუსში. მოლდოვისთვის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აღიარონ კიშინიოვი, როგორც პოტენციური კანდიდატი – სტატუსი, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინას და ალბანეთს აქვს. მაგრამ გაფართოების ნელი ტემპის გამო, ეს სავარაუდოდ შორეული პერსპექტივაა.
უკრაინა
უკრაინა, ყველაზე არაპროგნოზირებადი ქვეყანაა მოქმედი ექსსაბჭოთა ასპირანტებიდან. ერთი მხრივ, კიევს ამ გზაზე ყველაზე სერიოზული პროგრესი აქვს ასოცირების შეთანხმების თვალსაზრისით და DCFTA უკვე ხელმოწერილია. მაგრამ გაურკვეველია, მოეწერება თუ არა მას ხელი ვილნიუსის სამიტზე და მეტიც, მოხდება თუ არა შეთანხმების ტექსტის დამოწმება (რატიფიცირება) ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მას უნდა დაინახოს, რომ უკრაინამ დაასრულა რამდენიმე ელექტორალური და სასამართლო რეფორმის განხორციელება, კერძოდ, წუხილი შერჩევით სამართალს უკავშირდება. დათქმული ბოლო ვადა ამ ცვლილებებისთვის მუდმივად იცვლება, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, ეს ოქტომბერი იქნება.
ევროპის სახალხო პარტიას (EPP), მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების მთავარ ჯგუფს ევროპაში, უნდა, რომ უკრაინამ დაჯილდოებამდე, მისი წევრი, ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო ციხიდან გაათავისუფლოს. და ვიდრე EPP ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიაა და ისეთი წამყვანი წევრი ქვეყნების ხელისუფლებაშია, როგორიცაა გერმანია და პოლონეთი, ტიმოშენკოს ბედისწერა და კიევის ევროკავშირისკენ მისწრაფება, მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მეორე მხრივ, ბევრი ევროპელი სტრატეგი შიშობს, რომ უკრაინა რუსეთის ორბიტაზე გადაინაცვლებს, თუკი კიევზე ასეთი ძლიერი ზეწოლა გაგრძელდება.
საქართველო
საქართველო, რომელმაც ამ კვირაში დაასრულა მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმებასა და DCFTA-ზე მოლდოვის მსგავსად, ელოდება ხელმოწერას პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ნოემბერში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაც ძალაშია. მაგრამ უკრაინის მსგავსად, EPP ისეთ პრობლემაზე ლაპარაკობს, რომელსაც თავად ოპოზიციური ფიგურების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ კრიმინალურ საქმეებს უწოდებს – და ამ მხრივ მას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აგულიანებენ.
მეორე პრობლემაა ის, რომ ასოცირების შეთანხმების პრეამბულაში საქართველო „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად“ სახელდება. იმ ფონზეც კი, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს ევროკავშირის წევრობის უფლება, გეოგრაფიული ინდიკატორი შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ თბილისის გზა ბრიუსელისკენ უახლოეს მომავალში შეიძლება დახურული იყოს.
სომხეთი
სომხეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელსაც ექნება ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ს ხელმოწერა ვილნიუსში, მას შემდეგ რაც ამ კვირაში მოლაპარაკებებს დაასრულებს. საქართველოს მსგავსად, სომხეთისთვის პრობლემაა პრეამბულას ტექსტი და კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე მისი მეზობლების შემთხვევაში. იქ არაფერია ნათქვამი სომხეთის ევროპულ იდენტობაზე და დიდწილად ლაპარაკია საერთო ისტორიასა და ფასეულობებზე, რომელსაც სომხეთი ევროპულ ქვეყნებთან იზიარებს. როგორც ჩანს, ბრიუსელის წინაშე დიდი ამოცანა დგას იმ თვალსაზრისით, რომ როგორმე დაარწმუნოს ერევანი თავი აარიდოს მოსკოვის მცდელობებს და არ გაწევრიანდეს მის საბაჟო კავშირში.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყნაა ამ ჯგუფში, რომელიც არანაირ სურვილს და ნიშანს არ ამჟღავნებს იმისას, რომ ერთ დღეს ევროკავშირში გაწევრიანდება. მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმებაზე გრძელდება სავაჭრო ნაწილის გარეშე, მაგრამ მისი ხელმოწერა წელს, მოსალოდნელი არ არის.
თუმცა, როგორც ჩანს, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმების პარაფირება მალე მოხდება და ხელი მოეწერება ვილნიუსში. სავიზო რეჟიმის გამარტივება და რეადმისია წინ უძღვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, რომელიც ამსუბუქებს სავიზო რეჟიმს გარკვეული ჯგუფებისთვის, მაგალითად, სტუდენტებისთვის და საქმიანი ადამიანებისთვის, რომ მათ მრავალჯერადი ვიზა მიიღონ. ბრიუსელიც და ბაქოც დიდწილად დაინტერესებულები არიან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებით. ევროკავშირისთვის აზერბაიჯანი საკვანძო მოთამაშეა ისეთ საქმეში, როგორიცაა რუსეთის ენერგომატარებლებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირება.
ბელარუსი
რა თქმა უნდა, ბელარუსი ჯგუფის მაჩანჩალაა. აქ ლაპარაკია არათუ ასოცირების ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, არამედ უფრო იმაზე, თუ ვინ წარმოადგენს, თუკი წარმოადგენს საერთოდ, მინსკს ვილნიუსის სამიტზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის წინა სამიტზე, ბოლო წუთს წარმოქმნილი რაღაც არეულობის შემდეგ, მათი სკამი ცარიელი იყო. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ასეთი სცენარის თავიდან აცილება უნდათ.
მაგრამ მათ არ უნდათ ასევე არცერთი იმ ადამიანის ხილვა 200 კაციდან, რომლებიც ბრიუსელმა შავ სიაში შეიყვანა 2010 წლის არჩევნების დარბევის შემდეგ, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსი. საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის ბრიუსელში გამგზავრების უფლება მისცეს ამ კვირაში მის ევროკავშირელ კოლეგასთან შეხვედრისათვის და არსებობს იმედი, რომ რაღაც დოზით შეთანხმება ბელარუსთან არსებობს და ის შეძლებს სამიტზე დასწრებას მისი უფროსის ნაცვლად.
foreignpress.ge