შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ელისო უ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში 2 შეკვრად დაფასოებული ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.
ელისო უ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).