შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ივნისის თვეში დევნის დაწყების მაჩვენებლის შესახებ არ ასახავს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული სიტუაციის რეალურ სურათს. აღნიშნული გასაჯაროებული მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დანაშაულს სრულად ითვლის. სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის როგორც პირველ კვარტალში, ასევე 6 თვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული იქნა სტატისტიკური მონაცემები.

6 თვის შედეგების თანახმად, დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3300 ერთეულით არის შემცირებული, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია, როცა წინა წლის იმავე პერიოდში მხოლოდ 24% იყო. ეს იმ ფონზე, როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული.