„დაგვიდასტურა, რომ უშუალოდ იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში“ - საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი გამოკითხეს

„დაგვიდასტურა, რომ უშუალოდ იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში“ - საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი გამოკითხეს

საქალაქო სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი გამოკითხეს. ეკა გიგაური გამოკითხვაზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული. საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

კითხვები შეეხებოდა იმას, ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს. მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით.

მეორე მეორე საკითხი შეეხებოდა, ჩემს საჯარო განცხადებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც ვსაუბრობ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ დასანქცირდნენ კონკრეტული პირები. ასევე, როგორც ჩანს, პრობლემა იყო 7 თუ 8 ლაბადის ყიდვა აქციების მიმდინარეობის დროს“, - განაცხადა გიგაურმა.

საქმის პროკურორის განცხადებით, გიგაურმა დაადასტურა, რომ უშუალოდ იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის აქციების ორგანიზებაში.

გამოძიების ფარგლებში, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად და სწორედ ამის ფარგლებში დაესვა დღეს კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. მან დაგვიდასტურა ის, რომ უშუალოდ იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე, უშუალოდ საქმის მასალებით დასტურდება, რომ გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს აქციისთვის სხვადასხვა ნივთის შესაძენად, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული, როგორც ეს გამოძიებით დგინდება. მოწმედ დაკითხულმა პირმა დაგვიდასტურა ისიც, რომ თავადაც პირადი ბიუჯეტიდან იღებდა კონკრეტულ თანხებს, იმისთვის რომ კონკრეტული პირების ჯარიმები ყოფილიყო გადახდილი. ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ ახსოვს ეკა გიგაურს რისთვის შეიძინა კონკრეტული ნივთები. სანამ არ წარვუდგინეთ მას დოკუმენტაცია, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ ეს აქციებისთვის იყო გამოსაყენებელი, მანამდე არც კი უშვებდა, რომ ასეთი ინვენტარი მას შეიძლებოდა ჰქონდა შეძენილი“, -