შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვს შეხვდა. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვის და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური, საპასუხო, ორდღიანი ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრ, გენერალ–პოლკოვნიკ ქემალედინ გეიდაროვის ხელმძღვანელობით დღეს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსები, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ასევე დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელი ბაზის დათვალიერება და საჩვენებელი ღონისძიება. სტუმრები აგრეთვე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება.