საბჭოთა ეპოქის დიქტატორის, იოსებ სტალინის ბრინჯაოს ქანდაკებას მალე აღმართავენ იმ მუზეუმთან, რომელიც მის სასტიკ მემკვიდრეობას ეძღვნება საქართველოს პატარა ქალაქ გორში, სადაც ის 1878 წელს დაიბადა, განაცხადა სამშაბათს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ.
20 ფუტის სიმაღლის ქანდაკება 30 ფუტიანი კვარცხლბეკიდან შუაღამით სამი წლის წინ ჩამოაგდეს ამ კავკასიურ რესპუბლიკაში, როგორც ტოტალიტარული ეპოქის ნარჩენი, რომელიც პროდასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღმოფხვრა. მას შემდეგ, ქანდაკება გორის სამხედრო ბაზაზე იყო მიგდებული.
თავდაპირველად, მონუმენტი გორის ცენტრალურ მოედანზე იდგა, მაგრამ მის აღდგენასთან დაკავშირებული გეგმის მიხედვით, როგორც ჩანს მას სტალინიზმის მუზეუმის ეზოში განათავსებენ, მუზეუმის, რომელიც ერწყმის პატარა ქოხს, სადაც დიქტატორი დაიბადა.
კულტურის სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ ეს ახალი მონუმენტი მუზეუმის მხარეს განთავსდეს, მაგრამ იმავდროულად ეს უწყება აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ სად და როდის აღმართონ ძეგლი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, განაცხადა ქეთი ებანოიძემ, სამინისტროს ძეგლთა დაცვის ოფისიდან.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის შეურაცხყოფილია ქალაქის გადაწყვეტილებით და კულტურის სამინისტროს თანხმობით გეგმაზე, რომელიც სადავო ქანდაკების აღდგენას ითვალისწინებს 21 დეკმბერს – გორის ადგილობრივი მთავრობა სტალინის დაბადების თარიღად ამ დღეს აღიარებს.
„სტალინის მონუმენტის აღდგენა 21-ე საუკუნეში წარმოუდგენლად ბარბაროსული, ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი აქტია, რადგან ის საქართველოს საერთაშორიო იზოლაციაში აქცევს“, პრეზიდენტის ამ სიტყვებს, რომელიც თანამდებობიდან ოქტომბერში მიდის, Civil.ge ავრცელებს, ინგლისურენოვანი ახალი ამბების ვებგვერდი საქართველოს შესახებ.
სააკაშვილმა და მისმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ დამოუკიდებელ რესპუბლიკაში სტალინის ხსოვნის წმენდა მოაწყო. მაგრამ პრეზიდენტის ძალაუფლება არსებითად შესუსტდა კონსტიტუციური რეფორმების გამო, რომლის თანამხად ძალაუფლება პრემიერმინისტრის ოფისს გადაეცა, და რომელსაც დღეს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. არსებული ინფორმაციით, მან მხარი დაუჭირა გორის ადმინისტრაციის კამპანიას სტალინის ქანდაკების აღდგენასთან დაკავშირებით.
აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც საბჭოეთი დომინირებდა მასობრივად აღმართავდნენ ქანდაკებებს ქართველი რკინის კაცის საპატივცემულოდ, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან სიკვდილამდე – 1953 წლამდე მართავდა, და მილიონობით საკუთარი თანამემამულეების სიკვდილზეა პასუხისმგებელი, ქანდაკებების უმრავლესობის დემონტაჟი მოხდა 20 წლის წინ, ანტიკომუნისტური ამბოხებების დროს, როდესაც სტალინის დანაშაულებებზე ოპონენტების წინააღმდეგ და კოლექტივიზაციის მომაკვდინებელ შედეგებზე ინფორმაცია სააშკარაოზე გამოვიდა.
მაგრამ თავის სამშობლოში, საქართველოში, ბევრი დღემდე პატივს სცემს სტალინს, რომლის მემკვიდრეობაც ყველასთვის ტერორს უკავშირდება, ტერორს, როგორც წარმმართველ ძალას იმისა, რამაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირს გამარჯვება მოაპოვებინა და გარდაქმნა ის, შეერთებული შტატების მეტოქე სუპერსახელმწიფოდ.
კარნეგის ფონდის მარტის ანგარიშში დეტალიზებულია ის რთული დამოკიდებულება, რომელიც რუსებს და კავკასიის რეგიონის ხალხს აქვს იმ ლიდერის მიმართ, რომლის სახელიც ინსტიტუციონალიზებული სისასტიკის და ტერორის სინონიმად იქცა.
კარნეგის კვლევაში, ქართველების 68%-ს მიაჩნია, რომ სტალინი „ბრძენი ლიდერი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირს ძლევამოსილება და კეთილდღეობა მოუტანა“, თუმცა თითქმის იმდენივე ადამიანმა თქვა, რომ მათ არ სურთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც სტალინი მართავს.
იმ დროს როდესაც გორის მიძინების ტაძარში არსებობს ჩანაწერი, რომ დიქტატორი 1878 წლის 18 დეკემბერს დაიბადა, რეგიონში კალენდრის გადახედვა მოხდა და თავად სტალინის სურვილითაც მის დაბადების დღედ განისაზღვრა 1879 წლის 21 დეკმებერი
foreignpress.ge