ამ ღამით კუს ტბაზე ხეების გაჩეხვა იგეგმება

ამ ღამით კუს ტბაზე ხეების გაჩეხვა იგეგმება

დღეს 30 ივლისს, გვიან ღამით, კუს ტბის მიმდებარე  ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა იგეგმება. For.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო, მოსახლეობა კუს ტბაზე პროტესტის გამოსახატავად იკრიბება. კუს ტბაზე ხეების გაჩეხვას კომპანის „კოლორიტი“ ახორციელებს. ეს ტერიტორია კომპანია „ოტიუმმა“ რამდენიმე თვის წინ „კოლორიტზე“ გაასხვისა. ორივე კომპანია ოფშორშია დარეგისტრირებული.  ა/ო „გრინფისის“ დამფუძნებელი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სინამდვილეში ეს კომპანია ბიზნესმენ არჩილ გეგენავას ეკუთვნის. ჩხარტიშვილი ასევე არ გამორიცხვას პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას ინტერესებს. ვინაიდან,  ალასანიას ინტერესებს უკავშირდება კოჯორი-წავკისის ტყის გასხვისების საკითხი.

ლაშა თუ გაქვთ ინფორმაცია ვის ეკუთვნის კომპანიაოტიუმირომელიც მასიურად აწარმოებს ხე-ტყის გაჩეხვას თბილისის მასშტაბით?

ლაშა ჩხარტიშვილი: ეს კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორში, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვა საქმე. როცა ამ ტერიტორიას შეეცვალა სტატუსი და გახდა რეკრიაციული ზონა 3, ანუ შემცირდა მისი დაცულობის ხარისხი, დასაშვები გახადეს რესტორნის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის კორუფციული გარიგება, ისევე როგორც სხვა რეკრიაციული ზონების გასხვისება.

ვინ ლობირებს ამ კომპანიას?

- ჩვენი ინფორმაციით ეს გარიგება უკავშირდება არჩილ გეგენავას ინტერესებს, რომელიც წინა ხელიუსუფლების ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი გახლავთ. ის დაგას კომპანია „ოტიუმის“ უკან და ჩვენი ინფორმაციით, მის სახელთან არის დაკავშირებული ეს კორუფციული გარიგება. კორუფციულ გარიგებასთან რომ გვაქვს საქმე ეს ფაქტია, რადგან რეკრიაციულ ზონაში ნამდვილად არაა ადგილი იმისა, რომ რესტორანი ააშენო. წლების განმავლობაში ეს ხდებოდა გიგი უგულავას ბრძანებით და მისი სამახურის ნებრთვით, ქონების მართვა იქნებოდა თუ გამწვანების სამსახური.

იგივე ხდება დღესაც და ეს უკვე ახალი ხელისუფლების პრობლემაა. დღემდე ის ადამინები, რომლებიც გასცემდნენ უკანონოდ ხეების ჭრის უფლებას, დაუსჯელები არაინ და ისევ გასცემენ ამ უფლებას დღესაც. ეს არის უკვე დღევანდელი პროკურატურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პრობლემა. არაა გამორიცხული, რომ შეიძლება გარიგებას ჰქონდეს ადგილი.

რაც შეეხება კომპანია „კოლორიტს“ რომელიც ასევე კუს ტბაზე აწარმოებს ხე-ტყის გაჩეხვით სამუშაოებს, ვის ეკუთვნის იგი და რა საერთო აქვს კომპანიაოტიუმთან“?

- ჩვენი იფორმაციით „ოტიუმი“ გასხვისდა „კოლორიტზე“. ესეც ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიაა. ამ კომპანიის უკან დგას ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები. მსგავსი ფაქტები ხდება ყოველ დღე. პრეცედენტი არ შექმნილა იმისა, რომ ვინმემ ამაზე პასუხი აგოს. შესაბამისად, სანამ პრეცედენტი არ შეიქმნება, პრობლემა დარჩება პრობლემად და მსგავსი გარიგებების აღსრულება, რომელიც ხდებოდა წინა ხელისუფლების მართველობის დროს, ახლაც გრძელდება, რადგან მერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ქვეშ. მაგალითად 19 ივლისს გაიცა ერთ-ერთი ბრძანება არაყიშვიილის ქუჩის გაჩეხვის თაობაზე.

რომ დავაზუსტოთ, „ოტიუმიგასხვისდაკოლორიტზე“?

- დიახ, „კოლორიტზე“ გაასხვისა ეს ტერიტორია „ოტიუმმა“ და „კოლორიტმა“ დაუკვეთა უკვე ეს სამუშაოები. ეს დეტალები უნდა მოიძიოს პროკურატურამ.

ორივე კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუ ტბაზე, სადაც მოხდა ხეების გაჩეხვა, ამ დღეებში იქ დაფიქსირდა თემურ ალასანია. უშვებთ იმის ალბათობას, რომ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მეპატრონე იყოს თემურ ალასანია?

-არაა გამორიცხული, რადგან თემურ ალასანიას სხვადასხვა უკანონო ბიზნესინტერესების თაობაზე არერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია სხვადასხვა სფეროში და მათ შორის, კოჯორი-წავკისის ტყის გასხვისებასთან დაკავშირებით მოსახლეობა საუბრობდა თემურ ალასანიას ინტერესებზე და მონაწილეობაზე. თუმცა ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. გეგენევაც დაკავშირებულია ამ საკითხთან. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გეგენავა კავშირში იყოს თემურ ალასანიასთან. ეს გამოსარიცხი ვერსია არაა. მითუმეტეს, რომ მოსახლეობა ასე ამბობს.

კუს ტბაზე დაახლოებით რამდენ ჰექტარზე მოხდა ხეების გაჩეხვა?

- საუბარია 2 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. ამით დაზიანდება ამ ტერიტორიის როგორც ლანშაფტური მხარე, ასევე ვდგებით სერიოზული ეკოლოგიური საფრთხის წინაშე. 7 აგვისტოს მთვარობის კანცელარიის წინ გაიმართება აქცია. მივმართავთ პრემიერ მინისტრს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდოს ეფექტური მუშაობისკენ.