საქართველო მოცულია ვარდების რევოლუციის ავტორ პრეზიდენტსა და მილიარდელ პრემიერ-მინისტრს შორის ხელისუფლებისთვის გაჩაღებული ბრძოლით, რომელიც აცხადებს, რომ სურს დაეხმაროს ქვეყანას.
საქართველო, რომელსაც კავკასიონის მთები და შავი ზღვა აკრავს და რომლისთვისაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ რუსები, თურქები და სპარსები, წარმოადგენს ლეგენდების მიწას. ძველი მითები შეიცავს ამბებს, სადაც კარგი მმართველის უზურპაციას ახდენს ბოროტი მატყუარა და სასტიკ მეფეს მამაცი რაინდი ჩამოადგებს ხოლმე. ძალიან ბევრი მსგავსი ისტორიის განვითარებას ხედავს ამჟამადაც, მაგრამ უთანხმოებაა ქართველებში იმასთან დაკავშირებით, თუ ვინაა გმირი და ვინ არამზადა ამ ბრძოლაში.
ამ ისტორიის მონაწილე დაპირისპირებულ მხარეებს ქართველები უბრალოდ მოიხსენიებენ როგორც მიშას და ბიძინას.
მიხეილ „მიშა“ სააკაშვილს უწოდებდნენ დემოკრატიის ჩემპიონს კავკასიაში, როცა მან 2003 წლის ვარდების რევოლუციით საქართველოს მოაშორა საბჭოთა პერიოდის გავლენიანი პირები. მიშამ გაანადგურა მცირე კორუფცია და დაარეგულირა საგადასახადო სისტემა, რომ საქართველო ექცია ისედ ადგილად სადაც ბიზნესის წარმოება ძალიან მარტივი იქნებოდა - საქართველოში, რომელიც მდებარეობს მერყევ და სტრატეგიულ შავი ზღვის ზონაში. მიშას ფიცი, რომ გააავისუფლებდა საქართველოს რუსეთის გავლენისგან და საქართველოს წაიყვანდა ევროკავშირისა და ნატოს გზით, ის დასავლეთისთვის მისაღებ და საყვარელ ადამიანად აქცია.
მაგრამ, თანდათანობით ეს მარტივი და ფერადი ამბავი უფრო დაბინდული გახდა. პრობლემები წარმოეშვათ იმ პოლიტიკოსებსა და მედია საშუალებებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ მიშას და ხალხმა შეამჩნია, რომ საქმეები მას მისდიოდა კარგად, ვისაც ახლო კავშირები ჰქონდა მის პარტიასთან - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. 2007 წელს სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა გადამეტებული ძალა, რომ დაეშალა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლა და ერთი წლის შემდეგ სააკაშვილმა საქართველო ჩაითრია საშინელ ხუთდღიან ომში რუსეთთან.
ბევრი ქართველისთვის ვარდების რევოლუციის შემდგომი იმედი გადაიქცა ზიზღად არსებული რეჟიმის მიმართ, რომელიც ძალიან კორუფციული ჩანდა და ყოველგვარ ძალის გადაჭარბებას ამართლებდა იმით, რომ საჭირო იყო მიშას გადმოსადგებად წარმოებული რუსული შეთქმულებების ნეიტრალიზირება.
გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ქარხნის მუშის შვილი სოფელ ჭორვილადან, რომელიც სწავლობდა რუსეთში, სანამ ჩაერთვებოდა 1990-იანი წლების გაცხოველებულ და ხშირ შემთხვევაში სახიფათო ბიზნეს სამყაროში. ბიძინა, რომელიც საკუთარ თავს ბორისს ეძახდა, ინვესტიციებს დებდა ყველაფერში - კომპიუტერებით დაწყებული ფარმაციითა და ბანკებით დამთავრებული და მალე ის საქართველოს უმდიდრეს ადამიანად იქცა. ფორბსის თანახმად გასულ წელს მისი ქონება 6.4 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს უდრიდა (€4.8 მილიარდი).
ბიძინა იდუმალებით მოცული პირი გახლდათ თავის სამშობლოში. რუსეთის დატოვების შემდეგ რამდენიმე წელი პარიზში ცხოვრობდა და შემდეგ დაბრუნდა ჭორვილაში და ბოლოს დასახლდა შუშისა და ფოლადის კონსტრუქციაში, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს, რითაც ბონდის მტრებს უფრო წააგავდა.
მან ასობით მილიონი ევრო დახარჯა პიკასოს, ჰენრი მურის და დემიენ ჰერსტის ნამუშევრებზე, აგრეთვე დიდი თანხები დახარჯა სახლების, სკოლების და საავადმყოფოების მშენებლობასა და რემონტზე, თეატრებისა და ეკლესიების მხარდაჭერაზე საქართველოში. მან აგრეთვე დააფინანსა მიშას ადრეული რეფორმები, როცა იმედები დიდი, ხოლო ფინანსები კი მცირე იყო.
ბიძინა მუდამ თავს არიდებდა საჯაროობასა და პოლიტიკას. სწორედ ამიტომ გაოცდნენ ქართველები, როცა ის გამოვიდა ჩრდილიდან, რომ დაეარსებინა პარტია და ებრძოლა პრემიერ-მინისტრობისთვის.
მისი თქმით, მიშამ მიითვისა ძალაუფლება და ბოლომდე დაამსხვრია ოპოზიცია და მხოლოდ განსაკუთრებული პირადი სიმდიდრისა და დამოუკიდებლობის მქონე პირი შეძლებდა მის შეწინააღმდეგებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ მას შეეძლო საქართველოს გადარჩენა.
პროგნოზების უმრავლესობისგან განსხვავებით, ბიძინას ქართული ოცნების კოალიციამ დაამარცხა მიშას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოქტომბრის არჩევნებში და ის გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის გზით.
კამპანია მწვავე იყო: ივანიშვილს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის კრემლის მარიონეტი იყო. მას უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობაზე და დაუყადაღეს აქტივები. მისი მომხრეები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ ძალადობისა და დაშინებების გამო. მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამარცხება გარდაუვალი გახდა საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ.
გადაცემული ძალაუფლება
ბიძინასა და მიშას შორის კოჰაბიტაციის ცხრა თვე ბრძოლას უფრო ჰგავს. პარლამენტმა პრეზიდენტის ძალაუფლების დიდი ნაწილი გადასცა პარლამენტს, შეამცირა ის თანხები, რომელთა ხარჯვაც პრეზიდენტს შეუძლია - პრეზიდენტის რეზიდენციის განათებიდან დაწყებული ამერიკელი ლობისტებისთვის ანაზღაურებისთვის. და პროკურორებმა მხარი დაუჭირეს ბრალდებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ლიდერების, მათ შორის ყოფილი მინისტრების წინააღმდეგაც.
ბიძინა ამას უწოდებს დაგვიანებულ ძალისხმევას ხელისუფლების ზედა ფენაში კორუფციის აღმოსაფხვრელად; მიშა კი რუსეთთან საეჭვო კავშირების მქონე ოლიგარქის მიერ პოლიტიკურ წმენდას; ხოლო, დასავლეთი ყურადღებით აკვირდება და გაოცებულია იმით, რაც ხდება მის "ოქროს" პირმშოს თავს კავკასიის რეგიონში.
“სამართლიანობის აღდგენა საქართველოში უწყვეტი პროცესია" - განაცხადა ბატონმა ივანიშვილმაერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც მან შავ ზღვასთან მდებარე საკუთარ რეზიდენციაში მისცა. “ბოლო მოეღო ძალადობას, დასრულდა ადამიანების უკანონო დაკავებები, ბიზნესი აღარ არის წნეხის ქვეშ, მედია თავისუფალია, ელიტარულ კორუფციას ბოლო მოეღო, ბოლო მოეღო ტყუილებს მთავრობის მხრიდან, ხოლო, ქვეყნის ბიუჯეტი ორიენტირებულია ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარებაზე".
შაბათს ბიძინამ მინისტრთა კაბინეტის სხდომა ჩაატარა თავის უზარმაზარ ზღვისპირა რეზიდენციაში, რომელიც რამდენიმე მოდერნისტული სტილის ვილისაგან შედგება და შუა ტყეშია განლაგებული, ხოლო, მის თანამშრომლებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აქვთ დასვენების დროს გოლფის თამაშით გაერთონ.
წინა დღეს, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს ბატონ ივანიშვილს, რომ კმაყოფილნი არიან მიმდინარე პროგრესით საქართველოში, მის მიერ ინიცირებული მოსალოდნელი ეტაპობრივი სავაჭრო ურთიერთობებით და პოლიტიკური ხელშეკრულებით ბრიუსელთან, რომელიც მიშას მცდელობების მიუხედავად, ხელი შეუშალოს ამ პროცესებს, ნოემბერშია დაგეგმილი.
“მათი განცხადებები ცხადყოფს, რომ ევროპა უკვე დარწმუნდა, მასში რომ ჩვენ გულწრფელნი ვართ, როდესაც ვაცხადებთ, რომ ჩვენი მთავრობა პატიოსანია თავის ქმედებებში და ყოველთვის ხელმძღვანელობს კანონით. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რათა ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულად",- განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა.
როგორია პრემიერი - დაბალი ტანის, მოწესრიგებული ადამიანი, რომლისთვისაც იოგა - ყოველდღიური აუცილებლობაა, რომელიც მიირთმევს სტაფილოს წვენს - და ისევე განსხვავდება სააკაშვილისგან ფიზიკური აღნაგობით, როგორც პოლიტიკური თვალთახედვით.
“ძალიან რთულია, ძალიან ძნელია" -ასე ახასიათებს ბიძინა თავის ურთიერთობებს სააკაშვილთან. “მასთან შეუძლებელია რაიმე სახის კონსტრუქციული დიალოგი. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ თეთრი შავია, ხოლო, შავი -თეთრია".
გიგა ბოკერია, სააკაშვილის უახლოესი პოლიტიკური მოკავშირე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ადასტურებს, რომ ურთიერთობები ლიდერებს შორის “ ისეთივე მიუღებელია, როგორც ეს გარედან სჩანს" .
ბოკერია ადანაშაულებს ივანიშვილს იმაში, რომ იგი მართავს მთავრობას “როგორც ერთი მაყურებლის თეატრშo”, რომ მისი ექსცენტრიული და არათანმიმდევრული პოლიტიკა უარყოფითად მოქმედებს ინვესტორების ნდობაზე საქართველოს მიმართ, ხოლო, მოწინააღმდეგეებს იგი უწოდებს მატყუარებს, რომლებიც აუცილებელია ჩამოშორდნენ პოლიტიკას, და რომ იგი, საჭიროებს შემთხვევაში, სასამართლოსაც კი იყენებს.
გეგმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.
იგი განსაკუთრებით შეშფოთებულია ბიძინას განცხადებით პოლიტიკიდან უახლოეს დროში წასვლის და სამოქალაქო სექტორში გადასვლის შესახებ. მან შესაძლებელია დატოვოს პოლიტიკა მიმდინარე წელსაც კი, არჩევნების შემდეგ და სააკაშვილის წასვლის შემდეგ ოქტომბერის თვეში. “იგი გეგმავს ოფიციალური პოსტის დატოვებას .... და დონ კარლეონეს მსგავსად ჩრდილში დარჩენას, რაიმე პასუხისმგებლობის აღების გარეშე, მარიონეტული პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის და სუსტი პარტიების ფონზე. ამიტომაც სურს მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურება საბოლოოდ,”- განაცხადა ბოკერიამ. ეს 1990 წლიანი რუსეთის ოლიგარქის ოცნებაა - დარჩეს კულუარებში და სცენის მიღმა მართოს მარიონეტული მთავრობა და, ამავდროულად რაიმე პასუხისმგებლობის აღების გარეშე“.
ბიძინა აცხადებს “რომ პოლიტიკა მას არანაირ სიამოვნებას არ ჰგვრის ”, იგი ამტკიცებს, რომ ააშენებს ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც მის გარეშეც შესძლებს გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. “მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, უბრალოდ გადავდივარ სამოქალაქო საქტორში, იქ, სადაც უფრო საჭირო ვიქნები და უფრო მეტს გავაკეთებ. . . მე ვაპირებ ვიყო აქტიური მინიმუმ 20 წელი და ამ პერიოდის განმავლობაში მსურს ავაშენო ჭეშმარიტი ევროპული სტილის საზოგადოება საქართველოში.”
ისტორია სწორად განსჯის თუ ვინ არის გმირი და ვინ არა, რომელი მათგანი რომელია -ბიძინა თუ მიშა. თუმცა, ამჟამად, როგორც სჩანს, მილიარდერი პრემიერ-მინისტრი რჩება ზღაპრულ ხელმწიფედ, რომელსაც საკუთარი ხალხის ოცნებების ასრულება ძალუძს.
“რაც არ უნდა დასჭირდეს ჩემს ქვეყანას, მე ვიკისრე ვალდებულება რათა დავეხმარო მას,” -განაცხადა ივანიშვილმა . “მე ყოველთვის მექნება სურვილი, მას დახმარება აღმოვუჩინო.”
http://www.irishtimes.com/news/world/europe/bidzina-v-misha-but-who-is-georgia-s-hero-and-who-is-the-villain-1.1476200