30 ივლისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 36–ე შეხვედრაზე ქართული მხარე გააპროტესტებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართებისა და ღობეების ფიქსაციის პროცესს და ისაუბრებს ადგილზე შექმნილ პრობლემებზე.
შეხვედრაზე განიხილება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმართვის საკითხი, ასევე, 2008 წლის ომის შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგული პირების და საქართველოს იმ მოქალაქეების ბედი, რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან.