საქართველოს შსს-ს აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა.
თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ორივე მხარისთვის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, ასევე, სხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, თანამშრომლების პროფესიული განვითარება, სტუდენტებისთვის გაცნობითი ღონისძიებების ჩატარება, სასწავლო ლიტერატურის ურთიერთგაცვლა და სხვა.
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის შესახებ მასალები გააცნეს.